ორციხის ზედა კოშკი

არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს ჩრდილო-დასავლეთით, 0,6 კილომეტრზე, მთ

ორციხის ზედა კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს ჩრდილო-დასავლეთით, 0,6 კილომეტრზე, მთის კალთაზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. კოშკი ზურგიანია (5,8 x 4,3 მეტრი), რომლის სწორი კედელი მიმართულია სამხრეთით, მდინარე ხადისწყლის ხეობისკენ. კოშკი ნაგებია მოგრძო ნატეხი ქვით. მისი ზედა ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია სამი სართული და მეოთხის მხოლოდ დასავლეთ კედელი. კოშკის ქვედა ნაწილი ყრუა, შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 4,5 მეტრზე. კარის ღიობი მუქი ღვინისფერი თლილი ქვებითაა გამოყვანილი. კარის ზღუდარზე პატარა, ბოლოებგაშლილი ჯვარია ჩაკვეთილი. ოვალური ფორმის პირველი სართულის უმეტესი ნაწილი ნანგრევებითაა ამოვსებული. მეორე და მესამე სართულები სწორკუთხაა. მეორე სართულის სამხრეთ კედელში პატარა სწორკუთხა სარკმელია, დანარჩენ კედლებში - კვადრატული ნიშები. მესამე სართულის სამხრეთ კედელში სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. სართულები გადახურულია ქვის ფილებით, რომლებშიც ასაძრომი ხვრელებია მოწყობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება