ოორტის ღრუბელი

(გადამისამართდა გვერდიდან ორტის ღრუბელი)

ოორტის ღრუბელი (ან ურტის ღრუბელი, ან ოპიკ-ორტის ღრუბელი[1])პლანეტოშენადედებით დასახლებული სფერული ღრუბელი, რომელსაც ჰოლანდიელი ასტრონომის ჯან ორტისა და ესტონელი ასტრონომის ერნესტ ოპიკის სახელი ჰქვია, მიჩნეულია, რომ მზეს გარს აკრავს დაახლოებით 50 000 ასტრონომიული ერთეულის (0,8 სინათლის წელიწადი) მანძილზე.[2] ღრუბელი პროქსიმა კენტავრის მანძილის მეოთხედითაა დაშორებული, ეს უკანასკნელი კი მზესთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავია. კოიპერის სარტყელი და მიმოფანტული დისკო, ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტების სხვა ორი რეზერვუარი, ორტის ღრუბლის მანძილის მეათასედითაა დაშორებული მზეს. ორტის ღრუბლის გარე ლიმიტი განსაზღვრავს მზის სისტემისა და მზის გრავიტაციული დომინირების რეგიონის კოსმოგრაფიულ საზღვარს.[3]

მხატვრის წარმოსახვა, რომელიც ასახავს ოორტის ღრუბელსა და კოიპერის სარტყელს

მიჩნეულია, რომ ორტის ღრუბელი ორ რეგიონს წარმოქმნის: სფერულ გარე ორტის ღრუბელს და დისკოს ფორმის შიდა ორტის ღრუბელი, ან ბორცვის ღრუბელი. ორტის ღრუბელში არსებული ობიექტები შედგება ყინულებისაგან, როგორებიცაა წყალი, ამიაკი და მეთანი.

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ორტის შემადგენელი მატერია წარმოიქმნა მზესთან შედარებით ახლოს და შემდეგ შორეულ კოსმოსში გაიფანტა გიგანტური პლანეტების გრავიტაციული ეფექტების გამო მზის სისტემის ადრეულ ევოლუციაში.[2] მიუხედევად იმისა, რომ ორტის ღრუბლლის არსებობის არც ერთი დადასტურებული პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მეცნიერთა ვარაუდით, ის არის ყველა გრძელ პერიოდიანი, ჰალეის ტიპის და იუპიტერის ოჯახის კომეტებისა და კენტავრების წყარო,[4] რომლებიც შიდა მზის სისტემაში შემოიჭრება. გარე ორტის ღრუბელი სუსტად არის დაკავშირებული მზის სისტემასთან და, აქედან გამომდინარე, ადვილად ზემოქმედებს მასზე სხვა ვარსკვლავებისა და თვითონ „ირმის ნახტომის“ გალაქტიკის გრავიტაციული ეფექტები. ეს ძალები შემთხვევით მოაცილებს ხოლმე კომეტებს თავიანთი ორბიტებიდან და შიდა მზის სისტემის მიმართულებით გზავნის.[2] მოკლე პერიოდიანი კომეტების უმეტესობა შესაძლოა მიმოფანტული დისკოდან მოდიოდეს, თუმცა, ზოგიერთი შესაძლოა მაინც ორტის ღრუბლიდან წამოვიდეს.[2][4]

  1. Whipple, F. L.; Turner, G.; McDonnell, J. A. M.; Wallis, M. K. (1987-09-30). „A Review of Cometary Sciences“. Philosophical Transactions of the Royal Society A. Royal Society Publishing. 323 (1572): 339–347 [341]. Bibcode:1987RSPTA.323..339W. doi:10.1098/rsta.1987.0090.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Alessandro Morbidelli (2006). "Origin and dynamical evolution of comets and their reservoirs of water ammonia and methane.". arXiv:astro-ph/0512256 [astro-ph].
  3. Kuiper Belt & Oort Cloud. NASA Solar System Exploration web site. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-05. ციტირების თარიღი: 2011-08-08.
  4. 4.0 4.1 V. V. Emelyanenko, D. J. Asher, M. E. Bailey (2007). „The fundamental role of the Oort Cloud in determining the flux of comets through the planetary system“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 381 (2): 779–789. Bibcode:2007MNRAS.381..779E. doi:10.1111/j.1365-2966.2007.12269.x.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)