კენტავრები (ასტეროიდები)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კენტავრი (მრავალმნიშვნელოვანი).

კენტავრები — ასტეროიდების ჯგუფი, რომელიც მდებარეობს იუპიტერისა და ნეპტუნის ორბიტებს შორის. მახასიათებლებით გარდამავალია მთავარი სარტყლის ასტეროიდებსა და კოიპერის სარტყლის ობიექტებს შორის (აგრეთვე ზოგიერთი მახასიათებლით ჰგვანან კომეტებს).

მზის სისტემის ობიექტების განლაგება. კენტავრები (ნარინჯისფერი) განლაგებულია კოიპერის სარტყლის (მწვანე ფერი) შიგნით, ნაწილობრივ ასევე მის ფარგლებს გარეთაც

ამ ჯგუფის ობიექტებს ეძლევათ ანტიკური მითოლოგიის კენტავრების სახელები.

პირველი აღმოჩენილი კენტავრი იყო ქირონი (1977). პერიჰელიებთან მიახლოებისას მას აღენიშნება კომა, რომელიც დამახასიათებელია კომეტებისთვის, ამიტომ ქირონი კლასიფიკაციის მიხედვით ერთდროულად ითვლება როგორც კომეტად (95P/Chiron), ასევე ასტეროიდად (2060 Chiron), თუმცა იგი ზომებით მნიშვნელოვნად აღემატება ტიპურ კომეტას.

ცნობილი კენტავრები

რედაქტირება
სახელწოდება ეკვატორიული დიამეტრი, კმ დიდი ნახევარღერძი, ა. ე. პერიჰელიუმი, ა. ე. აფელიუმი, ა. ე. აღმოჩენის თარიღი შენიშვნები
(2060) ქირონი (Chiron) 137 ± 5 13,710 8,449 18,891 1977
(5145) ფოლუსი (Pholus) 185 ± 16 20,431 8,720 32,142 1992
(7066) ნესუსი (Nessus) около 58 24,558 11,786 37,330 1993
(8405) ასბოლუსი (Asbolus) 66 ± 4 17,942 6,834 29,049 1995
(10199) ქარიკლო (Chariclo) 258,6 ± 10,3 15,87 13,08 18,66 1997 ყველაზე დიდი ასტეროიდი ასტეროიდების მთავარ სარტყელსა და კოიპერის სარტყელს შორის. 2014 წლის 26 მარტს გამოაცხადეს ქარიკლოს გარშემო ორი რგოლის აღმოჩენის შესახებ[1]
  1. Asteroid Chariklo's rings surprise astronomers. CBC News (2014-03-26). ციტირების თარიღი: 2014-03-27.