ონის მიწერილი სანადირო მეურნეობა

ონის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ონის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 22 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. აღმოსავლეთით ამ მეურნეობას ესაზღვრებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, დასავლეთით — ამბროლაურისა და ლენტეხის რაიონები, ჩრდილოეთით — ჩრდილო-ოსეთის ასსრ, სამხრეთით — საჩხერის რაიონი.

მიწერილი მეურნეობის ტერიტორიაში სუბალპური და ალპური ზონაც შედიოდა, სადაც ბინადრობდა ჯიხვი და არჩვი, რომლებიც ზამთრობით ტყის ზედა ზოლში ჩამოდიოდნენ. აქ გვხვდებოდა კურდღელი, მაჩვი, ციყვი, კვერნა, დათვი, როჭო, შურთხი, მგელი, ტურა, კატა, მელა და ფოცხვერი.

მეურნეობაში კარგი პირობები იყო კოლექტიური ნადირობისათვის როგორც სასარგებლო ნადირზე, ისე მავნე მტაცებელ ცხოველებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება