ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის
ომი დამოუკიდებლობისათვის ერიტრეაში | |||
---|---|---|---|
ერიტრეაში საომარი მოქმედებების რუკა | |||
თარიღი | 1961 – 1991 | ||
მდებარეობა | ეთიოპია, ერიტრეა, სომალის ნახევარკუნძული | ||
შედეგი | მენგისთუ ჰაილე მარიამის რეჟიმის დამხობა, ერიტრეის დამოუკიდებლობა. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის ვიკისაწყობში |
ომი დამოუკიდებლობისათვის ერიტრეაში — შეიარაღებული ბრძოლა ერიტრეის სამხედრო ნაწილებსა და ეთიოპიას შორის ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის. მიმდინარეობდა XX საუკუნის მეორე ნახევარში
ისტორია
რედაქტირება1890–1941 წწ. ერიტრეა წარმოადგენდა იტალიის კოლონიას, შემდეგ — დიდი ბრიტანეთის საპროტექტოროს. 1950 წელს გაერომ მიიღო გადაწყვეტილება ერიტრეისა და ეთიოპიის ფედერაციის ფარგლებში გაერთიანების შესახებ. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1952 წელს. ერიტრეელების უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე იყო, მაშინ როცა ეთიოპია ავიწროებდა მათ და ცდილობდა წაერთმია მათთვის ავტონომია. 1950-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა ერიტრეის განმათავისუფლებელი ფრონტი (ეგფ). 1961 წლის სექტემბერში დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. ამის საპასუხოდ 1962 წელს იმპერატორმა ჰაილე სელასიე I-მა ერიტრეას ჩამოართვა ავტონომიის სტატუსი და დაითხოვა მისი პარლამენტი.
1970-იან წლებში განმათავისუფლებელ ფრონტში განხეთქილება ჩამოვარდა. ფრონტს გამოეყო რამდენიმე დაჯგუფება და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა ერიტრეის განმათავისუფლებელი სახალხო ფრონტი (ეგსფ). 1974 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად იმპერატორის ხელისუფლება დაემხო და ქვეყნის სათავეში მოვიდა რევოლუციური მთავრობა, რომელმაც სულ მალე მჭიდრო კავშირი დაამყარა სსრკ-სთან. პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების მიუხედავად ერიტრეის ომი დამოუკიდებლობისათვის კვლავ გრძელდებოდა. ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა ქალაქი ნაკფა, რომელიც რამდენიმეჯერ დაბომბა ეთიოპიის ავიაციამ (ომის დამთავრების შემდეგ ქალაქის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს ერიტრეის ეროვნულ ვალუტას). ეთიოპიასთან დაპირისპირება გაართულა ორმა შიდა კონფლიქტმა ეგფ-სა და ეგსფ-ს შორის. აღნიშნული დაპირისპირების შედეგად ეგფ-მ 1980-იან წლების დასაწყისში დაკარგა თავისი გავლენა და დაიხია სუდანში.
1988–1991 წწ. ერიტრეის პარტიზანულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე სერიოზული მარცხი მიაყენეს ეთიოპიის არმიას, რომელიც დაემთხვა სსრკ-ს მიერ ადის-აბებასთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას. ამ პერიოდში თავად ეთიოპიაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. 1991 წლის მაისში ეთიოპიაში დაემხო მთავრობა. ერიტრეამ ფაქტობრივად მიაღწია დამოუკიდებლობას 30-წლიანი შეიარაღებული ბრძოლის შედეგად. ეთიოპიის ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმების შედეგად ერიტრეაში 1993 წელს მოეწყო რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზეც ამავე წლის 24 მაისს ქვეყანამ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
ომის პერიოდში დაიღუპა 150 ათ. ერიტრეელი პარტიზანი და მშვიდობიანი მოსახლე, 400 ათ. ადამიანი გახდა ლტოლვილი[33]. ასევე სერიოზული ზარალი მიადგა ეთიოპიას, დაღუპულთა შორის ითვლიან ათობით (ზოგიერთი მონაცემებით ასობით) ათას ადამიანს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ომი დამოუკიდებლობისათვის ერიტრეაში 1961–1993 დაარქივებული 2011-01-13 საიტზე Wayback Machine.
- ომი დამოუკიდებლობისათვის ერიტრეაში
- ოპერაცია ფენკილი (1990 წ.) (ვიდეომასალა)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Fauriol, Georges A (1990). Cuba: the international dimension. Transaction Publishers. ISBN 0-88738-324-6.
- ↑ 2.0 2.1 The maverick state: Gaddafi and the New World Order, 1996. Page 71.
- ↑ 3.0 3.1 Connell, Dan (2011). Historical Dictionary of Eritrea. Scarecrow Press, Inc.. ISBN 978-0-8108-5952-4.
- ↑ Schoultz, Lars (2009). That infernal little Cuban republic: the United States and the Cuban Revolution. The University of North Carolina Press. ISBN 978-0-8078-3260-8.
- ↑ 5.0 5.1 Historical Dictionary of Eritrea, 2010. Page 492
- ↑ 6.0 6.1 Oil, Power and Politics: Conflict of Asian and African Studies, 1975. Page 97.
- ↑ Fontrier, Marc. La chute de la junte militaire ethiopienne: (1987–1991) : chroniques de la Republique Populaire et Democratique d'Ethiopie. Paris [u.a.]: L' Harmattan, 1999. pp. 453–454
- ↑ Eritrea: Even the Stones Are Burning, 1998. Page 110
- ↑ Eritrea – liberation or capitulation, 1978. Page 103
- ↑ Politics and liberation: the Eritrean struggle, 1961–86: an analysis of the political development of the Eritrean liberation struggle 1961–86 by help of a theoretical framework developed for analysing armed national liberation movements, 1987. Page 170
- ↑ Tunisia, a Country Study, 1979. Page 220.
- ↑ African Freedom Annual, 1978. Page 109
- ↑ Ethiopia at Bay: A Personal Account of the Haile Selassie Years, 2006. page 318.
- ↑ Historical Dictionary of Eritrea, 2010. page 460
- ↑ 15.0 15.1 Spencer C. Tucker, A Global Chronology of Conflict: From the Ancient World to the Modern Middle East, 2009. page 2402
- ↑ 16.0 16.1 The Pillage of Sustainablility in Eritrea, 1600s–1990s: Rural Communities and the Creeping Shadows of Hegemony, 1998. Page 82.
- ↑ Foreign Intervention in Africa: From the Cold War to the War on Terror, 2013. Page 158.
- ↑ Chinese and African Perspectives on China in Africa 2009, Page 93
- ↑ Fontrier, Marc. La chute de la junte militaire ethiopienne: (1987–1991) : chroniques de la Republique Populaire et Democratique d'Ethiopie. Paris [u.a.]: L' Harmattan, 1999. pp. 453–454
- ↑ Ethiopia and the United States: History, Diplomacy, and Analysis, 2009. page 84.
- ↑ https://news.google.com/newspapers?id=03dRAAAAIBAJ&sjid=vwAEAAAAIBAJ&pg=6537,4720048&dq=united+states+egypt+vice+president&hl=en
- ↑ Ethiopia დაარქივებული 10 July 2010 საიტზე Wayback Machine. , Peace Corps website (accessed 6 July 2010)
- ↑ File:Haille Sellasse and Richard Nixon 1969.png
- ↑ 24.0 24.1 24.2 „Ethiopia-Israel“. country-data.com. ციტირების თარიღი: 2014-10-26.
- ↑ U.S. Requests for Ethiopian Bases Pushed Toledo Blade, March 13, 1957
- ↑ 26.0 26.1 Connell, Dan (March 2005). Building a New Nation: Collected Articles on the Eritrean Revolution (1983–2002). Red Sea Press. ISBN 1-56902-199-6.
- ↑ Eritrean War of Independence 1961–1993. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-09-06.
- ↑ „A Little Help from Some Friends“. Time. 1978-10-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-23. ციტირების თარიღი: 2007-09-06.
- ↑ „F-15 Fight: Who Won What“. Time. 1978-05-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-23. ციტირების თარიღი: 2007-09-06.
- ↑ „Communism, African-Style“. Time. 1983-07-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-28. ციტირების თარიღი: 2007-09-06.
- ↑ „Ethiopia Red Star Over the Horn of Africa“. Time. 1986-08-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2007-09-06.
- ↑ „Ethiopia a Forgotten War Rages On“. Time. 1985-12-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-23. ციტირების თარიღი: 2007-09-06.
- ↑ Tracey L. Cousin. Eritrean and Ethiopian Civil War