ნაკფა
ნაკფა (ტიგრ. ናቕፋ, ინგლ. Nakfa) — მცირე ქალაქი ჩრდილოეთ ერიტრეაში. მისი სახელი ეწოდა ერიტრეის ეროვნულ ვალუტას[1]. ქალაქი იყო ერიტრეის განმათავისუფლებელი სახალხო ფრონტის ბაზა დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში, რომლის შედეგადაც ერიტრეა ეთიოპიის შემადგენლობიდან გამოვიდა[1].
ქალაქი | |
---|---|
ნაკფა ტიგრ. ናቕፋ | |
ქვეყანა | ერიტრეა |
პროვინცია | სემიენავი-კეი-ბაჰრი |
კოორდინატები | 16°40′00″ ჩ. გ. 38°28′00″ ა. გ. / 16.66667° ჩ. გ. 38.46667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1706 მ |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ომის დროს ნაკფა გახდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების არენა, რის შემდეგაც მხოლოდ მეჩეთი გადარჩა[1]. მაშინ მიწის ქვეშ გაჩნდა მთელი ქალაქი, თავისი საავადმყოფოებით, ტიპოგრაფიებით, ქარხნებით, რადიოსადგურებით და კოლეჯით[1]. ქალაქს გარს ერტყმიან ტრანშეები, რომლებიც შემორჩენილია საბრძოლო მოქმედებების შედეგად[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ომი დამოუკიდებლობისათვის ერიტრეაში 1961–1993 დაარქივებული 2011-01-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Nacfa (Nakfa) Eritrea. Hans van der Splinter & Mebrat Tzehaie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-04. ციტირების თარიღი: 2012-12-02.