ომარ ჩიტაია (დ. 1939 — გ. 18 აპრილი, 2020, თბილისი) — ქართველი მსახიობი, ჟურნალისტი და მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.[1] საჩხერის საპატიო მოქალაქე (2010).[2]

ომარ ჩიტაია
დაბადების თარიღი 1939
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 2020
თბილისი
ეროვნება ქართველი
მშობლები მამა: ტროფიმე ჩიტაია

ომარ ჩიტაია საზოგადოებამ 1947 წელს კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „აკაკის აკვანი“ პატარა აკაკის როლით გაიცნო. იგი ორმოცი წელი საქართველოს ტელევიზიაში საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ჟურნალისტად მუშაობდა.[3] 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე წელს კონსერვატორიაში ჩააბარა. მღეროდა „ფიროსმანში“, პარალელურად — ანსამბლ „გორდელაშიც“. ჯანსუღ კახიძის მიწვევით, ოპერის დასის ხელმძღვანელი იყო, ორი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში, რადიო-ტელევიზიის ვოკალურ კვარტეტში მღეროდა. 2007 წლიდან კი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ფოლკლორულ ანსამბლ „შავლეგოს“ წევრი გახდა.[2]

მას ეკუთვნის სახუმარო ექსპრომტი „შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ, შენ პატარა პარიზი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“, რომელიც 1956 წელს დაბა ჩხოროწყუში პირველი ჰესის მშენებლობას უკავშირდება.[4]

გარდაიცვალა 2020 წლის 18 აპრილს, 80 წლის ასაკში.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება