გორდელა“ — ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (სოფია, ბულგარეთი, 1968).

არსებობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან XX საუკუნის 60-70-იან წლებში. ანსამბლის ორგანიზატორები იყვნენ კონსერვატორიის სტუდენტები, შემდგომში ცნობილი მუსიკოსები: ანზორ ერქომაიშვილი, ბადრი თოიძე, გომარ სიხარულიძე, თემურ ქევხიშვილი, კუკური ჭოხონელიძე და სხვ. ანსამბლის განსაკუთრებულ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მან საბჭოურ წლებში მოიძია და აღადგინა უძველესი სასულიერო საგალობლები და ხელი შეუწყო საეკლესიო ლიტურგიკაში მათ დამკვიდრებას. ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებს. „გორდელას“ მიერ დამუშავებული რბილი, რაფინირებული საშემსრულებლო მანერა შემდგომში მყარად დამკვიდრდა ხალხური სიმღერის თბილისურ ანსამბლებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიხარულიძე გ., გორდელა 50, თბ., 2011.