ოლიხნარი
ოლიხნარი — ვაზის მაღალშტამბიანი ფორმა დასავლეთ საქართველოში. წააგავს მაღლარს, ოღონდ მასზე დაბალია. ოლიხნარის საყრდენად იყენებენ დაბალი ტანის ხეს ან სარს (2,5—3,5 მ). იმერეთსა და რაჭაში მას ხარდნის ვენახსაც უწოდებენ, მაგრამ ოლიხნარის მსგავსად მწკრივები დაცული არ არის.
ფილოქსერასა და სოკოვან დაავადებათა გაჩენამდე ოლიხნარი ფართოდ იყო გავრცელებული იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და ქვემო რაჭაში. ოლიხნარისთვის განკუთვნილი საუკეთესო ჯიშებია ჩხავერი, ალადასტური, ოჯალეში, კრახუნა და სხვა. ამჟამად ოლიხნარს მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებზე ვხვდებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 522.