მაღლარივაზის მაღალშტამბიანი ფორმა საქართველოში. საყრდენად იყენებენ ხემცენარეებს (მურყანი, ხურმა, თუთა, ბალი და სხვა). მაღლარი უმთავრესად დასავლეთ საქართველოში გვხვდება. ფილოქსერისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო მაღლარის ვაზის რაოდენობა შემცირდა. ამჟამად დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან რაიონებში (გურია, აჭარა, სამეგრელო) მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. მაღლარის სახესხვაობაა ოლიხნარი.

ლიტერატურა

რედაქტირება