ფილოქსერა
ფილოქსერა (ლათ. Viteus vitifoliae) — მწერი თანაბარფრთიან ხორთუმიანთა რაზმისა, ვაზის საშიში მავნებელია.
ფილოქსერა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Viteus vitifoliae | |||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებაფილოქსერის სხეული ოვალურია, მოყვითალო-მომწვანო, მისი სიგრძეა 0,8 — 1,2 მმ. აქვს წითელი თვალები, მჩხვლეტავ-მწუწნავი ხორთუმი. მრავლდება პართენოგენეზურად. ფილოქსერა ევროპისა და აზიურ ვაზის ჯიშებზე პარაზიტობს და ძალზე საშიშია. მავლებლობს ფესვსა და ფოთოლზე. ფესვზე წარმოშობს 2 სახის სიმსივნეს: ტუბეროზიტეტსა და ნოდოზიტეტს, ფოთლის ქვედა მხარეზე — გალებს. ზამთრობს ფესვის ფილოქსერის პირველი მატლი და განაყოფიერებული კვერცხი. ამ უკანასკნელიდან აპრილში იჩეკება დამფუძნებელი, რომელიც დასაბამს აძლევს ფოთლის ფილოქსერის განვითარებას. ფოთლის ფილოქსერის კვერცხებიდან იჩეკება ფოთლისა და ფესვის ფორმის ფილოქსერები, რომლებიც გადადიან ფესვზე და აგრძელებენ განვითარებას. შემოდგომაზე დებენ განაყოფიერებულ ზამთრის კვერცხებს. წელიწადში 6—9 გენერაციას იძლევა.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად ფილოქსერა გავრცელებული იყო ამერიკის კონტინენტზე. ამერიკული ვაზი, ევროპულისაგან განსხვავებით, გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც იცავს მათ ფილოქსერასაგან. ეს მწერები ამერიკიდან ევროპაში შემოსულ გემებს შემოჰყვნენ და სრულიად გაანადგურეს ვენახები. ევროპაში მავნებლების პირველი კვალი 1863 წელს შენიშნეს. ფერმერებმა დაიწყეს მავნებლებთან ბრძოლა ნახშირბადის ბისულფიდით, რადგან ეს ნივთიერება შხამიანია ფილოქსერასათვის. ამ ნივთიერების გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ დამღლელი და რთული პროცესი იყო. ამიტომ, ფილოქსერასგან თავის დაცვის ერთადერთ საშუალებად იქცა მავნებლის მიმართ გამძლე ვაზის გამოყვანა. ევროპელებს შეეძლოთ, გაეხარებინათ ამერიკული ვაზი და პრობლემაც გადაწყდებოდა, მაგრამ ამერიკული ვაზის ნაყოფი ევროპულისას მეტად ჩამოუვარდება ხარისხით. გასტონ ბაზილმა წამოაყენა წინადადება ევროპული და ამერიკული ვაზის დამყნობის შესახებ და პრობლემაც გადაიჭრა.
XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში ფილოქსერავაზის სარგავ მასალას შემოჰყვა ამერიკიდან და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. იკვებება მხოლოდ ვაზით. ქართული ვაზის ჯიშებიდან მეტი გამძლეობით გამოირჩევა ციცქა, ჩინური, რქაწითელი, მწვანე; შედარებით სუსტია საფერავი, კრახუნა, და სხვა. ფილოქსერა საშინაო და საგარეო კარანტინის ობიექტია.
ბრძოლის ღონისძიებანი: ფილოქსერაგამძლე ამერიკული საძირეებზე ევროპული ჯიშების დამყნობა, ნიადაგის ფუმიგაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- „საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები“, 2012 წ. (ISBN 978-9941-15-604-5)
- ალექსიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 314.