ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოკონომიაკი (お好み焼き, o-konomi-yaki; (მოსმენა)) არის იაპონური სანელებლიანი ბლინები. ბლინები ხორბლის ფქვილით მზადდება და მისი უამრავი ვერსია არსებობს განსხვავებული ინგრედიენტებით. ეს კერძი კონამონის (იაპონური სამზარეულოს ნაწილი, რომელიც ფქვილზეა დაფუძნებული) ნაწილია. სახელი მომდინარეობს სიტყვიდან okonomi, რაც ნიშნავს "როგორ მოგწონს" ან "რა მოგწონს" და yaki, რაც ნიშნავს "მომზადებულს" (ძირითადად, შემწვარს). ოკონომიაკი ძირითადად ასოცირდება კანსაის ან ჰიროსიმას რაიონებთან, მაგრამ ფართოდაა გავრცელებული მთელი ქვეყნის გარშემო. შემცველობა და ბლინების შიგთავსი რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ტოკიოში ცნობილია ნახევრად თხევადი ოკონომიაკი, რომელსაც მონძაიაკს უწოდებენ.

ოკონომიაკი

კანსაის რაიონი

რედაქტირება
 
ოსაკას სტილის ოკონომიაკი

კანსაის ან ოსაკას სტილის ოკონომიაკი კერძის ყველაზე ცნობილი ვარიანტია, რომელიც იაპონიის თითქმის ყველა წერტილში მოიძებნება. ცომი მზადდება ხორბლის ფქვილისგან, გახეხილი ნაგაიმოსგან (ასევე უწოდებენ ჩინურ კარტოფილს; ბოსტნეულია), წყლისგან, დაშისგან (გამომშრალი, ფერმენტირებული თევზის ბულიონი), კვერცხისგან და გახეხილი კომბოსტოსგან, მაგრამ, შეიცავს სხვა ინგრედიენტებსაც, როგორიცაა მწვანე ხახვი, ხორცი (ჩვეულებრივ წვრილად დაჭრილი ღორის მუცელი ან ამერიკული ბეკონი), რვაფეხა, კალმარი , კრევეტები, ბოსტნეული, კონიაკი, მოჩი ან ყველი. ოკონომიაკის ზოგჯერ ადარებენ ომლეტს ან ბლინებს და უწოდებენ "იაპონურ პიცას" ან "Osaka soul food"-ს.[1]

ოკონომიაკის ზოგიერთი რესტორანი მომხმარებელს სთავაზობს, თავად მოამზადონ ეს კერძი. მიმტანს მოაქვს უმი ინგრედიენტები ცალკეულ ჭურჭელში, რომელსაც მომხმარებელი წვავს და სურვლისამებრ ურევს ინგრედიენტებს. ზოგიერთ რესტორანში, შესაძლებელია მზარეული სტუმრის წინაშე ამზადებდეს კერძს.

ნეგიაკი (ねぎ焼き) - არის ოკონომიაკის უფრო თხელი ვერსია, დიდი რაოდენობით მწვანე ხახვით.

მოდან-იაკი (モダン焼き) - არის ოკონომიაკი, ზემოდან იაპონური შემწვარი პასტათი (მაკარონით). სიტყვა მოდის მორი დაკუსანი-დან (盛りだくさん), რაც ნიშნავს "ბევრს" ან "მაღალს".

ჰიროსიმა

რედაქტირება
 
ჰიროსიმას სტილის ოკონომიაკი

ჰიროსიმაში ინგრედიენტებს ერთმანეთს არ ურევენ, ფენებად აწყობენ. როგორც წესი, გვხვდება ცომის, კომბოსტოს და ღორის ხორცის ფენები და სურვილისამებრ კალმარი, რვაფეხა და ყველი. იაპონური პასტა (იაკისობა, უდონი) ასევე გამოიყენება ზემოდან შემწვარი კვერცხით და დიდი რაოდენობით ოკონომიაკის სოუსით.

2004 წლის აპრილის გამოკითხვის თანახმად, Okonomi-mura (ოკონომიაკის სწრაფი კვების ობიექტი), Naka-ku-ში, იყო ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი ოჯახებისთვის იაპონიაში.[2][3]

სურსათის მკვლევარმა ტეკიშო მოტოიამამ აღნიშნა, რომ ფრანგული ბლინის მსგავსი საკონდიტრო ნაწარმი, სახელად ფუნოიაკი ((麩の焼き)[4] შეიძლება ამ კერძის წინამორბედი იყოს, თუმცა მას და ოკონომიაკს თითქმის არ აქვთ საერთო ინგრედიენტები. სიტყვა ფუნოიაკის ჩანაწერები ჯერ კიდევ XVI საუკუნეში გვხვდება და ამის შესახებ Sen no Rikyū წერს[5], გვიანი ედოს პერიოდში.[6] ამ სახელით, ის გულისხმობდა თხელ ბლინს, რომელიც ტაფაზე მზადდებოდა და მისოს წვნიანით მიირთმევენ.

ოკონომიაკის მარტივი ვერსია, რომელიც მზადდება ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით, პოპულარული გახდა იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრინჯის ნაკლებობა იყო. ხორბლის ბლინი იყო ნოყიერი და იაფი, ხშირად ბავშვები საუზმეზე მიირთმევდნენ.

ისენ იოშოკუ (一銭洋食 "დასავლური კერძები"), რომელიც კიოტოში, ტაიშოს ეპოქაში შეიქმნა, შეიძლება ოკონომიაკის პრიმიტიულ ვერსიად ჩაითვალოს. [7]

  1. https://99japan.com/blogs/news/how-to-make-a-delicious-okonomiyaki დაარქივებული 2020-09-27 საიტზე Wayback Machine. (იაპონური)
  2. https://web.archive.org/web/20110721202419/http://www.home-tv.co.jp/jstation/news/2004_2.html (იაპონური)
  3. https://web.archive.org/web/20110727081208/http://www.jiu.ac.jp/books/bulletin/2007/tour/07_ushida.pdf გვ. 50 (იაპონური)
  4. Heibonsha 1964 encyclopedia vol. 3; article on okonomiyaki by Tekishū Motoyama 本山荻舟 (1881-1958) გვ.445
  5. https://en.wikipedia.org/wiki/Okonomiyaki#CITEREFKumakura2007 გვ. 168 (იაპონური)
  6. https://en.wikipedia.org/wiki/Okonomiyaki#CITEREFHeibonsha1964 (იაპონური)
  7. https://books.google.com/books?id=EgbejNUUW9gC&pg=PA95 (იაპონური)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკონომიაკი“-დან