მისოს წვნიანი
მისოს წვნიანი (味噌 汁, მისოშირუ) არის ტრადიციული იაპონური წვნიანი, რომელიც შეიცავს დაშის წვენს (იაპონურ ბულიონს),რომელშიც შეზავებულია დარბილებული მისოს პასტა (ფერმენტირებული სოიას ლობიო). გარდა ამისა, წვნიანში მრავალი სხვა ინგრედიენტებიც შედის, რომელთა დამატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეგიონურ ან სეზონურ რეცეპტს მიყვებით.
სუმონოსთან ერთად (ბულიონის მსგავსი, თითქმის გამჭვირვალე წვნიანი), მისოს წვნიანი ითვლება იაპონური სამზარეულოს წვნიანის 2 ძირითადი სახეობისგან ერთ-ერთად და ძალიან პოპულარულია მთელი იაპონიის გარშემო[1].
მისოს პასტა
რედაქტირებაწვნიანისთვის არჩეული მისო პასტის სახეობა განსაზღვრავს მის არომატს და თვისებებს. მისოს პასტები (ტრადიციული იაპონური სუნელი, რომელიც მზადდება სოიას ლობიოს, მარილის და სოკოს Aspergillus oryzae-ს (იაპონურად: კოჯიკინ(麹菌)) ფერმენტაციით/დუღილით, მას ზოგჯერ ურევენ ბრინჯს, ქერს ან სხვა ინგრედიენტებს) შეიძლება დაყოს წითლად - აკამისო, თეთრად - შირომისო ან შერეული - ავასე[2]. ამ სახის პასტებს შორისაც მრავალი ვარიაციაა, მათ შორის რეგიონალური ვარიაციები, როგორიცაა შინშუ მისო და სენდაი მისო.
მისოს პასტა, რომელიც უფრო დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა ფერმენტირებას, მაგალითად, წითელი მისო, მისოს წვნიანს უფრო მძაფრ და ღრმა გემოს აძლევს. მისოს პასტა, რომელიც ფერმენტირებულია უფრო მოკლე დროში, მაგალითად, თეთრი მისო, მაშინ გამოიყენება, როცა გვსურს, წვნიანს მსუბუქი, ტკბილი არომატი მივცეთ[3].
იაპონიაში, მისოს წლიური წარმოების 80% -ზე მეტს იყენებენ მისოს წვნიანისთვის, ხოლო იაპონელების 75% მისოს წვნიანს დღეში ერთხელ მაინც მიირთმევს.
დაში
რედაქტირებაიაპონიაში, დაში ძირითადად მზადდება სარდინის, თინუსის ან სხვა თევზების გამომშრალი, ხოლო შემდეგ შებოლილი კანისგან. მისი დამზადება ასევე შეიძლება აღმოსავლეთ აზიური სოკო შიიტაკასაგანაც.[4] იაპონიის გარეთ, ამერიკული ან ევროპული სტილის მისოს წვნიანს ზოგჯერ ამზადებენ ბოსტნეულის ნახარშში მისოს შეზავებით. ნახარში სითხე შეიძლება შეიცავდეს ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა ხახვი, სტაფილო, კარტოფილი და ბოლოკი. კერძის სხვა ვერსიებისთვის შეიძლება ქათმის, დასავლური სტილის თევზის და სხვა ნახარშის გამოყენებაც, რომლებიც დაშის არ შეიცავს, მაგრამ არსებობს გარკვეული გაურკვევლობა იმის თაობაზე, ითვლება თუ არა ასეთი წვნიანები ნამდვილ მისოს წვნიანად.
მომზადება
რედაქტირებამისოს წვნიანის მომზადება შესაძლებელია რამდენიმე გზით და ის ძირითადად დამოკიდებულია მზარეულზე და წვნიანის სტილზე. ჩვეულებრივ, იაპონური რეცეპტების მიხედვით საჭიროა დაშიში ხორცისა და ბოსტენულის ხარშვა, მაგ,: სოკო, ბოლოკი, სტაფილო, კარტოფილი, ტოფუ და თევზი. შემდგომში, წვნიანის ხარშვას ცოტა ხნით აჩერებენ და დაგროვებულ ქონს აცლიან წვნიანს, რადგან ის ცვლის არომატს, კლავს სასარგებლო ბაქტერიებს და ამცირებს მისოს პასტის სასარგებლო შემცველობას.
იაპონიაში, მისოს წვნიანი და თეთრი ბრინჯი ტრადიციული იაპონური საუზმის ძირითადი კერძებია. წვნიანი მრავალი საუკუნის განმავლობაში გლეხებისა და არისტოკრატიის საყვარელი კერძი იყო. წვნიანს ჩვეულებრივ მიირთმევენ ფაიფურის თასებიდან და სვამენ უშუალოდ თასიდან, თუმცა მყარ ინგრედიენტებს ჭამენ საკვები ჩხირებით. თასს ზოგჯერ აქვს თავსახური, რათა შეინარჩუნოს სითბო და არომატი.[5]
მისოს წვნიანის შეძენა შესაძლებელია ერთჯერად პაკეტებშიც. პოპულარულია იაპონიაში, სამუშაო საათებში, იმიტომ, რომ მსგავსი მისოს წვნიანის მომზადება ლანჩზე იმდენად მარტივია, რამდენადაც მწვანე ჩაის.
ვაპანი
რედაქტირებავაპანი (わっぱ煮) - მისო წვნიანის განსხვავებული ვერსიაა, რომელიც უნიკალურია ავაშიმას კუნძულისთვის, (ნიგატას სანაპიროზე, იაპონია). ვაპა, სპეციალური ქვაბი, ივსება მისოს წვნიანიის ინგრედიენტებით, თევზითა და ბოსტნეულით და დუღდება წვნიანში გახურებული ქვების ჩადებით, რაც მას სწრაფად აცხელებს. ცხელი ქვები ტემპერატურას საათების განმავლობაში ინარჩუნებენ, ამიტომ, ასეთი წვნიანის დამზადება ცეცხლის გარეშეცაა შესაძლებელი.[6]
გავლენა ჯანმრთელობაზე
რედაქტირება2003 წელს, იაპონიის სიმსივნის ეროვნული ცენტრის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ”იაპონური მისოს წვნიანის სამი ან მეტი თასის ჭამამ ყოველდღე, შეიძლება შეამციროს ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკები". ასევე, მისოს წვნიანი დაბალკალორიულია, მაგრამ დამანაყრებელი, დიდი რაოდენობით პროტეინის გამო. [7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ იაპონური სამზარეულო (ინგლისური)
- ↑ რა არის მისოს პასტა? (ინგლისური)
- ↑ როგორ გამოვიყენოთ მისო (ინგლისური)
- ↑ მისოს წვნიანის რეცეპტი (ინგლისური)
- ↑ http://~miso_soup_som~http://www.slate.com/blogs/quora/2016/10/21/why_is_miso_soup_sometimes_served_with_a_lid.htmld.html (ინგლისური)
- ↑ http://kyoudo-ryouri.com/en/food/601.html (ინგლისური)
- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/health/2999852.stm (ინგლისური)