ამერიკული სამზარეულო
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ამერიკული სამზარეულო}} |
ამერიკული სამზარეულო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელ ხალხთა კულინარიის ნაზავს წარმოადგენს. ესენია: უძველესი მკვიდრი ამერიკელები (ინდიელები), აფრიკელები, აზიელები, ევროპელები, წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრნი და ლათინო ამერიკელები.
ევროპელების მიერ ამერიკის კოლონიზაციის შემდეგ, ამერიკულმა სამზარეულომ მრავალი ახალი ინგრედიენტი და კულინარიული ხელოვნების განსხვავებული სტილი შეიძინა. იგივე განმეორდა მე-19 და მე-20 საუკუნეშიც, ამ პერიოდში ემიგრაცია ამერიკის მიმართულებით მკვეთრად გაძლიერდა.
ჰამბურგერის შექმნის ისტორია
რედაქტირებაამერიკული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწილი ჰამბურგერია. მის შექმნასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჰამბურგერი ქალაქ ჰამბურგში, ნიუ იორკის შტატში შეიქმნა ძმები მენჩესების მიერ. ლეგენდის მიხედვით მენჩესები 1885 წელს გამართულ ბუფალოს ფესტივალზე სენდვიჩებს ყიდდნენ. ძეხვი გამოელიათ და მის მაგივრად ძროხის ხორცი გამოიყენეს.[1] შედეგად მიღებულ სენდვიჩს კი ჰამბურგერი ლოკაციის გამო უწოდეს.
დღევანდელ ამერიკაში ჰამბურგერის ორი სახე არსებობს: სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული ან რესტორნებსა და სახლებში მომზადებული. ჰამბურგერის ძირითადი ინგრედიენტებია: შემწვარი ძროხის ხორცი, სალათის ფოთოლი, პომიდორი, ხახვი, კიტრის მწნილი, ყველი (უმეტესად ხორცზე დამდნარი). სოუსებიდან 3 ყველაზე პოპულარული კეტჩუპი, მაიონეზი და მდოგვია. დამატებითი ინგრედიენტების სია კი მრავალფეროვანია და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამერიკაში შეგიძლიათ მიირთვათ ჰამბურგერი, რომელიც დამატებით შეიცავს: ბეკონს, ავოკადოს, სოკოს, ანანასს, ხახვის რგოლებს და ა.შ
მადლიერების დღის სამზარეულო
რედაქტირებამადლიერების დღე ამერიკაში და კანადაში არსებული დღესასწაულია. მადლიერების დღის სადილი შედგება მრავალი კერძისგან, თუმცა მათ შორის უმთავრესი შემწვარი ინდაურია. ასევე ტრადიციული მადლიერების დღის სუფრაზე შეხვდებით ისეთ კერძებს, როგორებიცაა: კარტოფილის პიურე, სტაფინგი (ნიახურით, ხახვითა და კარაქით შეზავებული და გამომცხვარი პური, რომელიც კუბებადაა დაჭრილი), მოცვის სოუსი, ტკბილად გამომცხვარი კარტოფილი, ბოსტნეულის ასორტი, სიმინდის პური. [2]მადლიერების დღის მთავარი დესერტი ღვეზელია. ღვეზელი შესაძლებელია ბევრნაირი იყოს: ვაშლის, ალუბლის, ამერიკული თხილის (პეკანის), ხორცისაც კი.
სამხრეთ შტატებში აუცილებლად შეხვდებით ტკბილ ცივ ჩაის.
ამერიკული დესერტები
რედაქტირებაამერიკული სამზარეულო დესერტების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ბანანის პუდინგი ვანილის არომატის მქონე მოხარშული კრემისგან მზადდება, რომელშიც ორცხობილები და ბანანის ნაჭრები აწყვია, ზემოდან გაფორმებულია ბეზეთი ან ქაფით.[3]
ვაშლის ღვეზელი ბრიტანული დესერტია, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში ძალიან პოპულარულია. იგი დღესდღეობით ამერიკულ კულტურასთან უფრო ასოცირდება ვიდრე ბრიტანულთან. ვაშლის ღვეზელი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აუცილებელი ატრიბუტიცაა.[4] ერთ-ერთი ინგრედიენტი, რომელიც ამ ღვეზელს უნიკალურობას ანიჭებს დარიჩინია. ამერიკელები ვაშლის ღვეზელს მიირთმევენ როგორც ცხელს, ასევე გაცივებულსაც. ამ ღვეზელთან ერთად მიირთმევენ ნაყინს ან ჩედარის ყველს.[5]
ამერიკელები ასევე გამოირჩევიან არაორდინალური დესერტებითაც. შემწვარი ნაყინი ერთ-ერთი მათგანია. ეს დესერტი ამერიკაში მექსიკური სამზარეულოდან დამკვიდრდა. ნაყინი ამოვლებული უმ კვერცხში, იფარება სიმინდის მარცვლებში და იწვება. შეწვის დროს ნაყინი არ დნება მისი დაბალი ტემპერატურის გამო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-22. ციტირების თარიღი: 2020-09-30.
- ↑ https://www.history.com/topics/thanksgiving/history-of-thanksgiving
- ↑ https://www.splendidtable.org/
- ↑ https://hsp.org/blogs/fondly-pennsylvania/a-pinch-of-history-amelia-simmonss-apple-pie
- ↑ The long, storied controversy over cheese on Apple Pie