ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბეკონი - საგანგებოდ გამოყვანილი, დამარილებული ან შებოლილი ღორის ხორცი.[1] მისი დამზადება შეიძლება ღორის თითქმის ყველა ნაწილისგან, მაგრამ ძირითადად გამოიყენება ღორის მუცელი ან შედარებით ნაკლებად ცხიმიანი ნაჭრები. მისი ჭამა შეიძლება როგორც მარტო(განსაკუთრებით საუზმეზე), ისე სხვა საკვების თანხლებით. სიტყვა მოდის ძველი გერმანული სიტყვიდან ბახო - "bacho", რომელიც ნიშნავს "საჯდომს" ან "ლორის ხორცს"[2]

ბეკონი ტაფაში

სხვა ცხოველების ხორცითაც შეიძლება ბეკონის დამზადება სათანადო ხორცის ნაჭრის არჩევის შემთხვევაში, მაგალითად საქონლის, ცხვრის, ქათმის, თხის ან ინდაურის ხორცით. მსგავს ბეკონის ნაჭრებს აქვთ შესაბამისი სახელები, მაგალითად, "ქათმის ბეკონი". მსგავსი ბეკონი უფრო გავრცელებულია ისლამურ და ებრაულ კულტურაში, რადგან მათ რელიგია უზღუდავთ ღორის ხორცის ჭამას. არსებობს ვეგეტარიანული ბეკონიც.

მომზადება

რედაქტირება
მოუმზადებელი ხორცის ნაჭერი

ბეკონის მომზადება იწყება ხორცის მარილწყალში მოთავსებით ან ჩვეულებრივი მშრალი მარილის გამოყენებით. მარილწყალს აქვს დამატებითი ინგრედიენტებიც, მაგალითად, ნატრიუმის ნიტრიტი, რომელიც აჩქარებს პროცესს და შესაბამის ფერს აძლევს ხორცს. შემდგომში, ბეკონი ცივ, მშრალ ჰარზე შრება კვირების ან თვეების განმავლობაში, ან იხარშება/შეიბოლება.[3] გამშრალ ბეკონს ჭამამდე ძირითადად წვავენ. ბაქტერიების და სხვადასხვა გადამტანი დაავადებების თავიდან ასარიდებლად, ბეკონს სპეციალურ დამუშავებას უტარებენ.

ზურგის ბეკონი
ყბის ხორცის ბეკონი

ზოლებიანი (გვერდების) ბეკონი[4] - დამზადებულია ღორის მუცლის ხორცისაგან. აქვს ერთმანეთის პარალელული კუნთების და ცხიმის მასა, არის ყველაზე გავრცელებული სახის ბეკონი აშშ-ში.

ზურგის ბეკონი[5] - დამზადებულია ღორის ზურგის შუაშ არსებული ხორცისგან. უფრო თხელი ნაჭერია და შეიცავს ნაკლებ ცხიმს. გავრცელებულია ბრიტანეთში და ირლანდიაში.

ყელის ბეკონი - დამზადებულია ღორის თავის ქვემოთ არსებული ხორცისგან. მჭლე ბეკონი - დამზადებულია ღორის მხრების მჭლე ხორცისგან.

ყბის ხორცის ბეკონი - დამზადებულია ღორის ლოყების ხორცისაგან. მზადდება ძირითადად იტალიაში.

გავრცელება

რედაქტირება

ამერიკის შეერთებული შტატებში და კანადაში უფრო და უფრო იზრდება ბეკონის მოხმარების სტატისტიკა. გაყიდვებმა ა.შ.შ-ში 9.5%-ით მოიმატა[6], რაც იმას ნიშნავს, რომ 5 ბილიონ .შ.შ დოლარს მიაღწია. ამერიკელების 65% ბეკონს თავიანთ ეროვნულ საჭმელად მიიჩნევს.

ბეკონს ძირითადად საუზმეზე მიირთმევენ კვერცხთან, პურთან, სალათის ფურცელთნ და/ან პომიდორთან ერთად, ამასთანავე ის შედის უამრავი ამერიკული სენდვიჩის ინგრედიენტებში. ასევე გვხვდება სალათებში. ბოლო დროს გავრცელდა შოკოლადით დაფარული ბეკონი და ბეკონის ჯემი. მას დებენ პიცაზე, ჰოთდოგზე, წვნიანებში და ა.შ.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

ბეკონის ერთი 10-გრამიანი ნაჭერი შეიცავს 4.5 გრამ ცხიმს, 3.0 გრამ ცილებს, 205 მილიგრამ ნატრიუმს[7].

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ბეკონის და სხვა გადამუშავებული ხორცის მიღება ადრეულ სიკვდილიანობას აჩქარებს, ამასთანავე, შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მეორე ტიპის დიაბეტი[8].

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეკონი“-დან