ნუგზარ ბაქრაძე
ნუგზარ ბაქრაძე (დ. 9 ივნისი, 1963 — გ. 1993) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებანუგზარ ბაქრაძე დაიბადა სოფელი დარკვეთში, ჭიათურის რაიონში. 1978-1980 წლებში ვარჯიშობდა ჭიათურის სპორტსკოლაში, ჭიდაობის სექციაში. 1981 წლის 1 სექტემბრიდან სწავლა განაგრძო მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ დაუბრუნდა სწავლას, პარალელურად მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, გაერთიანება „თელასში“. 1985 წელს დაამთავრა სასწავლებელი. 1990 წელს მუშაობა დაიწყო ჭიათურის კომისარიატში. 1992 წლიდან დაინიშნა სამხედრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურად. მისი მეთაურობით რაზმი იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, ხოლო აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან. ნუგზარ ბაქრაძემ თავის რაზმთან ერთად, არა ერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ესენია: გაგრა, განთიადი, ლესელიძე, შრომა. დაიღუპა ოჩამჩირის რაიონ სოფელ ტამიშთან. სოფელ დარკვეთის სკოლას ქალაქ ჭიათურის გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა ნუგზარ ბაქრაძის სახელი. იყო კაპიტანი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
ლიტერატურა
რედაქტირებაუკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბ., 2004, გვ. 69-70.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ (გარდაცვალების შემდეგ).