ნოვოროსია (კონფედერაცია)
ნოვოროსია ან ახალი რუსეთი (რუს. Новоро́ссия [Novorossiya] — „nəvɐˈrosʲɪjə“; უკრ. Новоросія, Novorosiya), ასევე მოიხსენიება, როგორც სახალხო რესპუბლიკების კავშირი (რუს. Сою́з наро́дных респу́блик [Soyuz Narodnykh Respublik] — „sɐˈjus nɐˈrodnɨx rʲɪˈspublʲɪk“; უკრ. Союз Народних Республік, Soyuz Narodnykh Respublik) — თვითგამოცხადებული დონეცკისა (დსრ) და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების (ლსრ) მიერ დაარსებული კონფედერაცია, მდებარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას.
ნოვოროსია ახალი რუსეთი |
|||||
---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: "Живи Новороссия"
ბმული YouTube-ზე (რუსული) (უკრაინული) "იცოცხლე ახალო რუსეთო!" |
|||||
ეროვნული დროშები |
|||||
სტატუსი | თვითგამოცხადებული | ||||
დედაქალაქი | დონეცკი და ლუგანსკი | ||||
უდიდესი ქალაქი | დონეცკი (955 041 კაცი)
ლუგანსკი (464 881 კაცი) მაკეევკა (356 118 კაცი) | ||||
ოფიციალური ენა | რუსული, უკრაინული | ||||
რელიგია | მართლმადიდებლობა (რუსული; ოფიციალური) | ||||
წევრები | დონეცკის სახ. რესპ. ლუგანსკის სახ. რესპ. | ||||
მთავრობა | დროებითი კონფედერაცია | ||||
- | მეთაური (დსრ) | ალექსანდრ ზახარჩენკო | |||
- | მეთაური (ლსრ) | იგორ პლოტნიცკი | |||
- | პარლამენტის თავმჯდომარე | ოლეგ ცარიოვი | |||
საკანონმდებლო ორგანო | სახელმწიფო საბჭო | ||||
- | ზედა პალატა | ნოვოროსიის საბჭო | |||
კონფედერაცია დონეცკსა და ლუგანსკს შორის | |||||
- | შეთანხმება | 24 მაისი, 2014 | |||
- | სახელი მიიღო | 15 ივლისი, 2014 | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 53 201 კმ2 | |||
- | დონეცკის ს.რ. | 26,517 კმ2 | |||
- | ლუგანსკის ს.რ. | 26,684 კმ2 | |||
ვალუტა | არ არის განსაზღვრული (გამოიყენება გრივნა, თუმცა შეიძლება რუბლმა ჩანაცვლოს) |
||||
მოძრაობა | მარჯვნივ | ||||
სატელეფონო კოდი | +380 62 და +380 64 |
ნოვოროსიის სახალხო რესპუბლიკების კავშირი შედგება ორი კონსტიტუციური რესპუბლიკისგან, რომლებიც ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, ორივე მათგანი უკრაინის მიერ კლასიფიცირებულები არიან, როგორც ტერორისტული ორგანიზაციები.[1] ნოვოროსია 2014 წლის 22 მაისს დაარსდა, 24 მაისს კი თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა ოფიციალურად გააფორმეს ხელშეკრულება.[2][3] 24 ივნისს „უზენაესი საბჭოს“ წევრებმა თითოეული ჯგუფიდან ოფიციალურად განაცხადეს მათი კონსტიტუციების შერწყმაზე, ასევე განაცხადეს ნოვოროსიის, როგორც კონფედერაციის შექმნაზე სახელწოდებით „სახალხო რესპუბლიკების კავშირი“.[4]
ფონი
რედაქტირება1974 წელს ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დადებით რუსეთ-ოსმალეთის ომი დასრულდა. ელშეკრულების დადებიდან რამდენიმე წელში რუსეთის იმპერიამ ყირიმის სახანოს ანექსია მოახდინა და ანექსირებულ ტერიტორიას ნოვოროსია ეწოდა. საწყის ეტაპზე ნოვოროსია მოიცავდა სამხრეთ უკრაინას, ასევე დღევანდელი რუსეთის ზოგიერთ ნაწილს (მათ შორის ნოვოროსიისკს). ტერიტორიაზე მალევე დასახლდნენ უკრაინელები, რუმინელები, რუსები, ებრაელები, გერმანელები, ბერძნები, ბულგარელები და სხვა ეროვნების ადამიანები. ნოვოროსიის მთავარი ქალაქებს წარმოადგენდნენ ოდესა, ხერსონი, ნიკოლაევი და ნოვოროსიისკი. 1802 წელს ნოვოროსიის პროვინცია დაიყო სამ გუბერნიად. 1917 წელს გამომდინარე იქიდან, რომ ეთნიკური უკრაინელები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდნენ მეთვრამეტე საუკუნის ნოვოროსიის უმეტესი ნაწილი ახლად შექმნილ უკრაინის სახალხო რესპუბლიკას შეუერთდა. უკრაინა-საბჭოეთის ომში დამოუკიდებლობის მომხრე უკრაინელების დამარცხების შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი იყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტერმინი ნოვოროსია აქტიურად გამოიყენებოდა, სხვადასხვა მოძრაობები ცდილობდნენ რეგიონების უკრაინის შემადგენლობიდან გამოსვლას და დამოუკიდებლობის მოპოვებას, თუმცა მათი მცდელობები კრახით დასრულდა.[5][6] საბოლოოდ 1990-იან და 2000-იან წლებში ეს მოძრაობები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათ ვერ შეძლეს ადგილობრივ მოსახლეობაში უმრავლესობის მოპოვება.[7] Carnegie Moscow Center-ის დირექტორმა დმიტრი ტრენინმა დაწერა, რომ 2003 წელს ზოგიერთი რუსი აკადემიკოსი (მეცნიერი) სერიოზულად ფიქრობდა პრო-რუსული სახელმწიფოს ნოვოროსიის ჩამოყალიბებაზე, თუმცა მათი ვარაუდით ამის საპასუხოდ უკრაინაში აქტიური სამუშაოები დაიწყებოდა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად.[6]
ისტორია
რედაქტირებაჩამოყალიბება
რედაქტირება2014 წლის 13 მაისს დონეცკში, უკრაინაში დაარსდა პარტია, სახელწოდებით პარტია ახალი სურეთი. 22 მაისს პარტიის პირველი ყრილობა წევრება გააკეთეს განცხადება ახალი თვითგამოცხადებული სახელმწიფოს შექმანზე, სახელწოდებით ნოვოროსია.
დეკემბრის დეკლარაცია (2014)
რედაქტირებაშეიარაღებული ძალები
რედაქტირებადემოგრაფია
რედაქტირებამოსახლეობა
რედაქტირებაგაერთიანებული ერების განცხადებით ნოვოროსიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საერთო ჯამში 3-3.09 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1 მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია, დაახლოებით 5 000 კი სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა.
დავა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს ტერორისტული ორგანიზაციებიის კლასიფიკაცია მიანიჭა“. Kyiv Post. 16 მაისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ ბაბიაკი, მეთი (22 მაისი 2014). „კეტილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ რუსეთში“. Ukrainian Policy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-08. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2014.
- ↑ „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ნოვოროსიაში გაერთიანდნენ“. Voice of Russia. 24 მაისი 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-07. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2014.
- ↑ ბაიბაკი, მეთი (24 ივნისი 2014). „ტერორისტულმა ორგანიზაციებმა დააარსეს ახალი რუსეთი სახელწოდებით "სახალხო რესპუბლიკების კავშირი"“. Euromaidan Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 25 ივნისი 2014.
- ↑ „დონეცკ-კრივოის საბჭოთა რესპუბლიკა“ (რუსული) (Большой энциклопедический словарь / Гл. ред. А. М. Прохоров. Изд. 2-е, перераб. и доп. — 2000 ed.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-30. ციტირების თარიღი: 2015-03-23.
- ↑ 6.0 6.1 კინსტლერი, ლინდა (7 აპრილი, 2014). „აქციის მონაწილეები აღმოსავლეთ უკრაინაში, სკანდირებდნენ "ნოვოროსიას", ძველი ტერმინი, რომელიც ისევ დაბრუნდა“. The New Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-19. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ (2013) The CIS Handbook. ჩიკაგო და ლონდონი: Fitzroy Dearborn, გვ. 75.