ნიჭიერი (ტელეგადაცემა)


„ნიჭიერი“ — მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგი, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში პირველად 2010 წლის 1 თებერვალს გავიდა ეთერში. Got Talent-ის ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც საიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 2017 წელს გადაცემა ტელეკომპანია იმედზე გადავიდა, იმის შემდეგ რაც გადაცემის პროდიუსერები რუსთავი 2-იდან იმედში გადავიდნენ. 2021 წელს "ნიჭიერი" რუსთავი 2-ს დაუბრუნდა.

ნიჭიერი
ავტორი Got Talent
წამყვანი თიკა ფაცაცია (1–4)
ვანო თარხნიშვილი (1–8)
გიორგი ყიფშიძე (5–8)
გია ჯაჯანიძე (9)
გიორგი ბახუტაშვილი (10)
ნუკი კოშკელიშვილი (10-)
თაკო ჩორგოლაშვილი(11-)
ჟიური გეგა ფალავანდიშვილი (1–4)
ნიკოლოზ რაჭველი (1)
მაია ასათიანი (1)
სოფო ნიჟარაძე (2–3)
ვანო ჯავახიშვილი (2–3)
ნიკა გვარამია] (4–7)
ია ფარულავა (4–6)
ხატია ბუნიათიშვილი (4)
ნანუკა ჟორჟოლიანი (5–6)
ლევან (ჭოლა) წულაძე (5–7")
რუსკა მაყაშვილი (
6–)
ზაალ უდუმაშვილი (
7)
მაკა ჩიჩუა (
7–8)
სტეფანე მღებრიშვილი (
8, 10-)
გიორგი ბახუტაშვილი (
8)
ანრი ჯოხაძე (9))
მაკა კვიციანი (9)
დიმა ობოლაძე (9)
თიკა ფაცაცია (10-)
თაკო ფხაკაძე (10-)
ირაკლი იმნაიშვილი (10)
გიგი დედალამაზიშვილი(11-)
მარიამ სანოგო(11-)
დათო ფორჩხიძე(11-)
გახმოვანება ვანიკო თარხნიშვილი (1–8)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 9
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი გიორგი ხაბურზანია. დემნა ჯაფარიძე
ეთერი
ორიგინალური არხი რუსთავი 2 (1–7, 10-)
იმედი (8–9)
ჩვენების ფორმატი 4:3
ეთერში 1 თებერვალი, 2010 — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

წამყვანები და ჟიური

რედაქტირება

პირველ სეზონზე ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: ტელეკომპანია რუსთავი2-ის პროგრამირების და მარკეტინგის მენეჯერი, გეგა ფალავანდიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუს, "პროფილის" ავტორი და წამყვანი — მაია ასათიანი და მუსიკოსი ნიკა მემანიშვილი.

მეორე სეზონზე ჟიურის შემადგენლობა ნაწილობრივ შეიცვალა. ახალ შემადგენლობაში პოპულარული ქართველი მომღერალი, სოფო ნიჟარაძე და რეიტინგული იუმორისტული შოუს, "ვანო ჯავახიშვილის შოუს" წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი შევიდნენ. უცვლელ წევრად გეგა ფალავანდიშვილი დარჩა. მესამე სეზონზე ჟიურის ცვლილება არ მომხდარა. მეოთხე სეზონზე ჟიური ისევ ნაწილობრივ შეიცვალა. ახალ შემადგენლობაში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მოვიდნენ. უცვლელ წევრად ისევ გეგა ფალავანდიშვილი დარჩა. მეხუთე სეზონზე გეგა ფალავანდიშვილი და ხატია ბუნიათაშვილი ჩააანაცვლეს მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელმა ჭოლა წულაძემ და "ნანუკას შოუს" ავტორმა და წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მეექვსე სეზონზე ჟიურს მსახიობი რუსკა მაყაშვილი შეემატა. მეშვიდე სეზონზე ია ფარულავა და ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაანაცვლეს არხის საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა და საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ. მერვე სეზონზე ზაალ უდუმაშვილი, ნიკა გვარამია და ჭოლა წულაძე ჩაანაცვლეს მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა და მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა. მეცხრე სეზონზე მაკა ჩიჩუა, სტეფანე მღებრიშვილი და გიორგი ბახუტაშვილი ჩაანაცვლეს მომღერალმა ანრი ჯოხაძემ, მაკა კვიციანმა და სპორტულმა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ. "ნიჭიერის" რუსთავი 2-ზე დაბრუნების შემდეგ ცვლილებები მოხდა - ჯოხაძე, კვიციანი და ობოლაძე ჩაანაცვლეს ჟიურის ყოფილმა წევრმა სტეფანე მღებრიშვილმა, თაკო ფხაკაძემ, გადაცემის ყოფილმა წამყვანმა თიკა ფაცაციამ და რუსთავი 2-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იმნაიშვილმა. ჟიურის უცვლელი წევრი რუსკა მაყაშვილია.

„ნიჭიერის“ წამყვანები უცვლელად ოთხი სეზონის განმავლობაში მომღერალი თიკა ფაცაცია და მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი იყვნენ. მეხუთე სეზონზე თიკა ფაცაცია ჩაანაცვლა მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ. უცვლელ წამყვანად ვანიკო თარხნიშვილი დარჩა. მეცხრე სეზონზე გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი ჩაანაცვლა ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ. მეათე სეზონზე ჯაჯანიძე ჟიურის ყოფილმა წევრმა გიორგი ბახუტაშვილმა და მსახიობმა ნუკი კოშკელიშვილმა ჩაანაცვლეს. ისინი კასტინგებზე კულისებში გულშემატკივრობენ მონაწილეებს, ნახევარფინალებზე კი შოუ მიჰყავთ.

კასტინგები

პროექტი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი კასტინგია, სადაც მონაწილეები ჟიურის და ცოცხალი აუდიტორიის წინაშე უნდა წარდგნენ. შემდეგ ტურში გადასასვლელად მინიმუმ სამი ჟიურის თანხმობაა საჭირო. მონაწილე, რომელიც არ მოეწონება ჟიურის, ჩერდება წითელი ღილაკის და იქსის საშუალებით. შოუს ფორმატის მიხედვით, მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი ტალანტის მქონე მონაწილეს შეუძლია. ამ ტურიდან გადასასვლელი მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

მეორე ტური

კასტინგიდან 3,4, ან 5 "კი"-ს საშუალებით ფორმატით გათვალისწინებულ ნახევარფინალისტების რაოდენობაზე ბევრად მეტი კონკურსანტი ახერხებს შემდეგ ტურში გადასვლას. ამის გამო, არსებობს ტური, რომელშიც ჟიური კიდევ ერთხელ უყურებს მათი კასტინგის ნომრებს და ახლიდან აფასებს მათ შესაძლებლობებს. ცდილობენ, რომ ყველაზე საინტერესოები და ყველაზე ნიჭიერები გადაიყვანონ ნახევარფინალში. მესამე სეზონში, ამ ტურის ფარგლებში დაემატა სიახლე - ერთნაირი ტიპის ნომრების კიდევ ერთხელ ნახვა. დამატებით ტურში ერთმანეთს შეეჯიბრნენ სოლო მოცეკვავეები, ქართული და უცხოური ცეკვის ჯგუფები, სოლო მომღერლები და ა.შ. საბოლოოდ, ასობით მონაწილიდან მხოლოდ 50 ირჩევა ნახევარფინალისთვის.

ნახევარფინალები

სეზონის ფარგლებში, 5 ნახევარფინალური შოუ იმართება. თითოეული 8-8 კონკურსანტით არის დაკომპლექტებული. ათიდან ერთს მაყურებელი ირჩევს, ერთს კი ჟიური. მეორე და მესამე სეზონებში, სპონსორის საშუალებით ინტერნეტ მომხმარებლის რჩეულიც დაემატა. მას შემდეგ, რაც მაყურებლის და ჟიურის არჩევანი ცნობილი ხდება, სპონსორიც ასახელებს თავის რჩეულს. ამგვარად, 5 რჩეული გროვდება და შემდეგ, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ინტერნეტ მომხმარებელი ავლენს გამარჯვებულს. ამ გზით მეორე სეზონზე ერთი კონკურსანტი, მესამე სეზონზე კი - ორი დაეტამა ფინალისტების შემადგენლობას.

ფინალი

ფინალში თავს იყრიან მაყურებლის და ჟიურის 5-5 რჩეული. თუმცა, ზუსტად 10 ფინალისტი სამი სეზონის მანძილზე არც ერთ ფინალში ყოფილა - პირველ სეზონზე 12 კონკურსანტი იყო იმიტომ, რომ ჟიურიმ ნანახი ორმოცდაათეულიდან დაასახელა ხუთი გამორჩეული, დამატებითი ხმის მიცემა შედგა მათ სასარგებლოდ და ასე დაემატა ორი კონკურსანტი ფინალს. მეორე სეზონზე ინტერნეტ მომხმარებლის რჩეულობის შედეგად თერთმეტი ფინალისტი იყო პროექტში. მესამე სეზონზე კი - თორმეტი.

ფინალში ყველაფერს მხოლოდ ხალხი წყვეტს და ცხადდება ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ადამიანის ტიტულის მფლობელი. გამარჯვებულს მთავარი ჯილდოები გადაეცემათ.

პირველი სეზონის ფინალი

რედაქტირება

პირველ სეზონზე 115 872 ხმა შემოვიდა კონკურსანტების მხარდასაჭერად. გამარჯვებულს ერგო ბინა "Dream Town"-ში.

ნიჭიერის პირველის სეზონის ფინალი.

მონაწილე ჟანრი ნომერი
ფინალში
ხმათა
რაოდენობა
ადგილი
01 Next Level ჰიპ ჰოპი (ცეკვა) 9121 3,2% 9
02 ბაბი და მარი სიმღერა კაბარეს
სტილში
9122 5,4% 6
03 ლევან შავაძე სიმღერა 9123 28,2% 1
04 გუგა ჭყონია ბით-ბოქსი 9124 4,1% 7
05 ავთო ნაცარაშვილი ბას გიტარა 9125 2% 11
06 ანა ხანჩალიანი სოული 9126 10,8% 4
07 ”პარკური” პარკური
(ექსტრ. აკრობატიკა)
9127 2,1% 10
08 ვერკა და გიორგი სამეჯლისო ცეკვა 9128 1,7% 12
09 მარიამ კახელიშვილი R&B 9129 15,7% 3
10 დავით რობაქიძე ილუზიონისტი 9130 4% 8
11 მარიამ ფაჩულია პოპი 9131 5,8% 5
12 გულნაზ გოლეთიანი ფოლკი 9132 16,9% 2

მეორე სეზონის ფინალი

მეორე სეზონში 11 კონკურსანტი იბრძოდა ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მოსაპოვებლად. ფინალი განსხვავებული იყო იმით, რომ პრიზები მხოლოდ გამარჯვებულს არ ერგო. ჟიურიმ დაასახელა სამი რჩეული - სახლისთვის საჭირო ყველა ტექნიკის ნაკრები გადაეცა მატრიცული პანტომიმის ჯგუფს "ფანტომი", 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება თურქეთის კურორტზე ერგო დათიკაშვილების ოჯახს, ჟიურის მთავარი პრიზი კი, 5000 ლარი აკრობატების ჯგუფს, აკრო სტაილს გადაეცა.

სპონსორმაც დაასახელა ფავორიტი და 5000$ დაურიცხა ანაბარზე აკრო სტაილს. გამარჯვებულს კი, რომელიც ვანო ფიფია გახდა, 10000 $ ერგო მთავარ პრიზთან, ბინასთან ერთად, რომელიც ბათუმის ბულვარშია. შემოვიდა 134 444 ხმა, მაყურებლის 60%-ით შეირჩა გამარჯვებული.

# მონაწილე ჟანრი ნომერი ფინალში ხმათა რაოდენობა ადგილი
01 ფანტომი მატრიცული პანტომიმა 91001 2% 7
02 დათიკაშვილების ოჯახი ფოლკლორი 91002 8,6% 2
03 სანდრო ცისკაძე ბარმენ შოუ 91003 1% 11
04 ვანო ფიფია სიმღერა 91004 60% 1
05 ნატალი ვეფხვაძე სიმღერა 91005 6% 5
06 "წმინდა გიორგი” კარატისტების ჯგუფი 91006 6,3% 4
07 კათარზისის დუეტი სიმღერა 91007 1,2% 10
08 ნიკა და ქეთი სამეჯლისო ცეკვა 91008 1,8 8
09 მარი ტომარაძე სიმღერა 91009 4,6% 6
10 თეონა კოროშინაძე სიმღერა 91010 1,6% 9
11 Acro Style აკრობატიკა 91011 6,9% 3

მესამე სეზონის ფინალი

მესამე სეზონის ფინალი 2012 წლის 25 ივნისს შედგა. ეს იყო ყველაზე უპრეცედენტო დაჯილდოება ქართული ტელესივრცის ისტორიაში. სპონსორმა, რომელიც წინა სეზონის მსგავსად საქართველოს ბანკი იყო, შექმნა ნიჭის განვითარების ფონდი, რომელშიც ჩარიცხული იყო 180 000 ლარი!ფინალში მყოფ თორმეტივე კონკურსანტს 10 000 ლარი გადაეცა. გარდა ამისა, დაასახელეს რჩეულიც, რომელიც აკრობატი გოგონების ჯგუფი გახდა და მათ დამატებით 20 000 ლარი ერგოთ. გამარჯვებულისთვის კი 40 000 ლარი იყო გათვალისწინებული. შედეგების გამოცხადებამდე, ჟიურიმაც დაასახელა ფავორიტი და გადასცა ახალთახალი მანქანა. ჟიურის და ხალხის არჩევანი დაემთხვა და პროექტის გამარჯვებულიც ნონა გიუნაშვილი გახდა. გამარჯვებულის მთავარი პრიზი სასტუმროს ნომერი იყო.

კონკურსანტების მხარდასაჭერად, სულ შემოვიდა 93 163 ზარი. მათი უმრავლესობა კი ერგო ნონა გიუნაშვილს და სწორედ ის გახდა ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მფლობელი.გამარჯვებული დაჯილდოვდა სასტუმროს ნომრით ორბი ჯგუფისგან, ავტომობილით ჟიურისგან და 50 000 ლარით საქართველოს ბანკისგან.

# მონაწილე ჟანრი ნომერი ფინალში ხმათა რაოდენობა ადგილი
01 მარიამ დალალიშვილი ქართული ცეკვა 0 900 100 101 4,7% 8
02 ალიგატორი კარატისტების ჯგუფი 0 900 100 102 8,7% 5
03 ნინიკო კახაძე სიმღერა 0 900 100 103 5,4% 7
04 ნონა გიუნაშვილი ქვიშით ხატვა 0 900 100 104 28,2% 1
05 ოთო ბუაძე რეპი 0 900 100 105 4% 9
06 ლურჯი იალქანი სიმღერა 0 900 100 106 14,1% 2
07 Dream Walkers თანამედროვე ცეკვა 0 900 100 107 2,4% 11
08 თსუ არტი ინსტრუმენტალური მუსიკა 0 900 100 108 1,3% 12
09 დაიმონდსი როკ ოპერა 0 900 100 109 9,1% 4
10 ლუკა სვანიძე დასარტყმელი საკრავები 0 900 100 110 12,8% 3
11 აკრობუმი აკრობატიკა 0 900 100 111 6,4% 6
12 ლენკა ზვიადაძე სიმღერა 0 900 100 112 2,9% 10