სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე (დ. 6 თებერვალი, 1985, თბილისი) — ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი.
სოფო ნიჟარაძე | |
---|---|
ნიჟარაძე 2010 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სოფიო ნიჟარაძე |
დაბ. თარიღი | 6 თებერვალი, 1985 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
წარმოშობა | საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | სოული, მიუზიკლი, პოპ მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი, სიმღერების ავტორი |
ლეიბლ(ებ)ი | Bravo Records |
საიტი | |
სოფო ნიჟარაძე ვიკისაწყობში |
შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“-ს რუსულენოვან ვერსიაში (2004—2006). 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალი ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით.
დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
ბავშვობა
რედაქტირებასოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს, ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
ადრეული შემოქმედებითი ცხოვრება
რედაქტირებაშვიდი წლის ასაკში სოფო ჯანსულ კახიძემ შეამჩნია და მიიწვია ფილმში "იავნანამ რა ჰქნა", სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში, "ბასტი-ბუბუს" სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში. ცხრა წლის ასაკში სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი "Sous Le Ciel De Paris". ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია.
1995 წელს სოფო გახდა საერთაშორისო ფესტივალის "ბროლის ნაძვის" ლაურეატი ნომინაციაში "საუკეთესო ვოკალი", მომდევნო წელს იტალიაში, მილანში "ბრავო-ბრავისიმოს" ლაურეატი. ამას მოჰყვა ხუთწლიანი კონტრაქტი იტალიაში და იქაურ პროდიუსერთან, კლაუდიო ბანდერასთან თანამშრომლობა. ამავე წელს სოფომ მიიღო ქართული ფესტივალის "ლიგას" სპეციალური პრიზი სიმღერისთვის "О тебе", ასევე იყო საერთაშორისო ფესტივალის "ბროლის ნაძვის" მონაწილე, რომელიც რუსეთში, მოსკოვში გაიმართა (მოსკოვის 850 წლისთავი).
1999 წელს "პუშკინის დღეების"იუბილეს ფარგლებში საუკეთესო ვოკალისთვის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო, ასევე გადაეცა თბილისის მერიის დიპლომი "უნიკალური ვოკალური მონაცემები".
2000 წელს დაჯილდოვდა "ოქროს ვარსკვლავით" საუკეთესო ვოკალისთვის კინოსტუდია "ფორტესა" და სტუდია "ვარსკვლავური კიბეს" მიერ. იმ წელს სოფომ წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, პარალელურად კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით. იმ წლებში სოფო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და იმჟამინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიატი იყო.
2001-2008 რუსეთი. მუსიკალური კარიერის დაწყება
რედაქტირება2001 წელს სოფომ სწავლა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში და გნესინების მუსიკალურ სკოლაში გააგრძელა. მოსკოვში სწავლის პარალელურად თამაშობდა მთავარ როლებს სპექტაკლებსა და მიუზიკლებში, როგორიცაა "ჩხიკვთა ქორწილი", "რომეო და ჯულიეტა", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". ჯერ კიდევ "ჩხიკვთა ქორწილში" სოფო შეამჩნია კატერინა ფონ გეჩმენ-ვალდეკმა - გავლენიანი ქალი მიუზიკლების სფეროში, მისი პროდიუსერი გახდა და შესთავაზა ესმერალდას როლი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში".
2005 წელს სოფო ნიჟარაძე რუსეთის სახელით მონაწილეობდა "ახალ ტალღაში", სადაც მეშვიდე ადგილი აიღო.
2009-2010 კარიერა საქართველოში
რედაქტირებასოფოს დებიუტი ქართველი მსმენელის წინაშე 2009 წლის ივლისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის ჯოზეფ ბაიდენისთვის მიძღვნის ოფიციალურ საღამოზე შედგა.
2010 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნიჟარაძე 2010 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წამრგენად დაასახელა. იმ წელს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე ქულათა საერთო ჯამით მეცხრე ადგილზე გავიდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2020 წლის 2 ივნისს შეეძინა პირველი შვილი, რომელსაც ალისა-მარია დაარქვა [1].
ჯილდოები
რედაქტირება- 1995 — საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის“ ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ვოკალი“.
- 1996 — ქართული ფესტივალის „ლიგას“ სპეციალური პრიზი სიმღერისთვის „О тебе“; ფესტივალ „ბრავისიმო-ბრავისიმოს“ ლაურეატი, მინი-ლა სკალა (იტალია).
- 1997 — საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის“ მონაწილე (მოსკოვის 850 წლისთავი).
- 1999 — პირველი ხარისხის დიპლომი ღონისძიებაში „პიშკინის საღამოები“.
- 1998 — 2001 — ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიატი.
- 2004 — 2005 — მთავარი როლი მიუზიკლში „Romeo & Juliette“
- 2005 — ახალი ტალღის მე-5 ადგილის ლაურეატი
- 2010 — საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე.
ალბომები
რედაქტირებაWhere Are You (2008)
- My Dream
- Every Moment
- Where Are You...
- Leave Me Alone
- I'm Running Away
- Over and Over
- Leave Me Alone (Remix)
- Over and Over (Remix)
We Are All (2014)
- No Way Out
- Hero
- Why Won't You Love Me
- When We Danced
- We Are All
- Without Your Love
- The Reason I Go On
- Shine
- So In Love
- Call Me
- Without Your Love (Remix)
- Two of a Kind
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სოფო ნიჟარაძე
- ოფიციალური საიტი
- სოფო ნიჟარაძე Facebook-ზე
- სოფო ნიჟარაძე საიტზე MySpace
- სოფო ნიჟარაძის ოფიციალური გვერდი Eurovision.Tv-ზე დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- www.sofianizharadze.ru რუსული/ინგლისური საიტი დაარქივებული 2015-08-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: სტეფანე და 3G ჯგუფმა ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა |
საქართველო ევროვიზიაზე 2010 |
შემდეგი: Eldrine |