მარიამ კახელიშვილი
მარიამ კახელიშვილი (დ. 9 ოქტომბერი, 1995, წყნეთი) — ქართველი მომღერალი, საბავშვო ევროვიზიის საქართველოს წარმომადგენელი სიმღერით „მარი დარი“. სიმღერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველად კონკურსზე „გაზაფხულის ზარები“ 5 წლის ასაკში გამოჩნდა და ლაურეატის წოდება მოიპოვა. 2005 წელს გოგი დოლიძის სახელობის კონკურსზე მიიღო დიპლომი. 12 წლის ასაკში გაემგზავრა ეგვიპტეში, სადაც მონაწილეობა მიიღო ბავშვთა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე. 2007 წელს მსოფლიო მუსიკის პირველი ფესტივალის ლაურეატი გახდა. 2008 წელს მარიამ კახელიშვილი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 2010 წელს მე-3 ადგილი დაიკავა რუსთავი 2-ის ტელეგადაცემაში „ნიჭიერი“. 2010 წელს საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსზე მარიამ კახელიშვილი გიგა კუხიანიძის საპროდიუსერო ცენტრმა „ბზიკებისსტუდიომ“ წარადგინა.[1]
მარიამ კახელიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 9 ოქტომბერი, 1995 |
დაბ. ადგილი | წყნეთი |
წარმოშობა | საქართველო |
ჟანრ(ებ)ი |
პოპ მუსიკა R&B |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 2000 — დღემდე |