ნიკოლოზ რთველიაშვილი

ქართველი გეოგრაფი, დიპლომატი, მეცნიერი და პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლოზ რთველიაშვილი (დ. 23 მარტი, 1956, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, დიპლომატი, მეცნიერი და პედაგოგი.

ნიკოლოზ რთველიაშვილი
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1956(1956-03-23) (68 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი, დიპლომატი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით.

1979-1983 წლებში იყო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის ასპირანტი. 1996-1997 წლებში ფულბრაიტის სტიპენდიატი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ). 2001 წელს გაიარა რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯის პარტნიორობა მშვიდობისათვის და ეუთოს ინტეგრირებული კურსი. 1983-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1992 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და განიარაღების სამმართველოს უფროსი. 1993 წლიდან ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი. 1993-1995 წლებში ერთობლივი საწარმო „მეტეხის“ გენერალური დირექტორი და ავიაკომპანია „ორბი საქართველოს ავიახაზების“ კომერციული დირექტორი. 1995-1996 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის სამმართველოს უფროსი. 1997-2001 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. 2001 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. პარალელურად, 1983-1992 წლებში გეოგრაფიულ საგნებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში და გორის ეკონომიკის ინსტიტუტში. 2011-2017 წლებში დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ-სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მსხვილი ქალაქის ვაჭრობის გეოგრაფია (თბილისის მაგალითზე)“, დაიცვა 1985 წელს (ქალაქი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 223-224

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება