სოციალური გეოგრაფია

სოციალური გეოგრაფიასაზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგი, რომელიც იკვლევს სოციალური მოვლენებისა და პროცესების ტერიტორიულ დიფერენციაციას. ტერმინი „სოციალური გეოგრაფია“ გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში, როგორც ადამიანის გეოგრაფიის სინონიმი. გერმანულენოვან გეოგრაფიულ ლიტერატურაში სოციალური გეოგრაფიის თეორიულ საფუძველში გამოიყენებოდა კულტურულ-ლანდშაფტური მიდგომა, სადაც კულტურის ლანდშაფტი განიხილებოდა როგორც სოციუმისა და ბუნებრივი სივრცის ურთიერთკავშირის შედეგი. თანამედროვე სოციალური გეოგრაფია შეისწავლის მოსახლეობის დემოგრაფიულ და სოციალურ კვლავწარმოებას (მის პირობებს, კანონზომიერებებსა და ტენდენციებს), აგრეთვე სივრცულ სისტემებსა და სტრუქტურებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის კვლავწარმოებას. სოციალური გეოგრაფიის საკვანძო გაგებაა ადამიანთა ტერიტორიული ერთიანობა, სადაც იგულისხმება სოციალური ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნება საერთო ტერიტორიაზე ბინადრობის შედეგად.[1] ტერმინი წარმოიშვა საფრანგეთში, სადაც მას შესაძლოა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იყენებდნენ ელიზე რეკლიუ და ფრედერიკ ლე პლეს სკოლის სოციოლოგისტები. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინს აქვს დაახლოებით 100-წლიანი ისტორია, არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი მისი რაობის შესახებ.[2]

  1. Социальная география // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-07. ციტირების თარიღი: 2020-03-30.
  2. Dunbar, Gary S. (1977): Some Early Occurrences of the Term "Social Geography". Scottish Geographical Journal 93 (1): 15-20.