ნიკოლა-ლუი ფრანსუა დე ნიეშატო
ნიკოლა-ლუი ფრანსუა დე ნიეშატო (ფრანგ. Nicolas-Louis François de Neufchâteau; დ. 17 აპრილი, 1750 — 10 იანვარი, 1828) — ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი და მეცნიერი.
ნიკოლა-ლუი ფრანსუა დე ნიეშატო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 აპრილი, 1750[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | Saffais |
გარდაცვალების თარიღი | 10 იანვარი, 1828[1] [7] [3] [4] [5] [6] (77 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო |
საქმიანობა | ეკონომისტი, ენათმეცნიერი, პოლიტიკოსი[8] , პოეტი[8] , მთარგმნელი, ადვოკატი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ბიოგრაფი, აგრონომი[8] და მწერალი[9] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლა-ლუი ფრანსუა დე ნიეშატო დაიბადა მასწავლებლის ოჯახში, სწავლობდა ვოგეზების დეპარტამნეტში მდებარე ნიეშატოს კოლეჯში. თოთხმეტი წლის ასაკში მის მიერ გამოქვეყნებულმა პოეტურმა ნაშრომმა ჟან-ჟან რუსოსა და ვოლტერის დიდი ინტერესი გამოიწვია. იგი მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო, როცა საფრანგეთის აკადემიის წევრობა შესთავაზეს. 1783 წელს დაინიშნა კარიბის კუნძულებზე მდებარე ერთ-ერთი ფრანგული კოლონიის სენტ დომინგოს საბჭოს გენერალურ პროკურორად.
საფრანგეთის რევოლუციის დროს, ნიეშატო აირჩიეს 1789 წლის 17 ივნისს შექმნილი „ეროვნული კრების“ დეპუტატად, იგი პასუხიმგებელი იყო ვოგეზების დეპარტამენტის საორგანიზაციო საკითხებზე. მოგვიანებით გახდა 1791 წლის 1 ოქტომბერს შექმნილი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, იგი ჯერ მდივნის მოვალეობას ასრულებდა შემდეგ კი პრეზიდენტადაც აირჩიეს. 1793 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. თუმცა, მომდევნო წელს, თერმიდორიანული რეაქციის დაწყების დროს, გაათავისუფლეს.
1797 წელს მან შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლუვრის მუზეუმის გახსნაში და მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი პირველი უნივერსალური გამოფენის მოწყობაში. 1797 წლის 9 სექტემბრიდან - 1798 წლის 23 აპრილამდე საფრანგეთის დირექტორიის წევრი გახდა, ამ თანამდებობაზე მან ლაზარ კარნო შეცვალა.
1804 წლიდან 1806 წლამდე ის იყო წევრი საკონსულტაციო საბჭოსი, რომელიც საფრანგეთში სამი კონსული მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. ამ თანმდებობაზე მისი ყოფნა დაემთხვა ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერატორად კურთხევას (1804). ნიეშატო იყო ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი, რომელმაც ნაპოლეონს იმპერატორის გვირგვინი შესთავაზა. იქამდე, 1803 წელს, იგი საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა, 1808 წელს კი გრაფის წოდება მიიღო. 1814 წელს სახელმწიფო თანამდებობა დატოვა და ძირითადად სოფლის მეურნეობის შესწავლით იყო დაკავებული.
პოლიტიკის გარდა, ნიეშატო ბევრს სხვა დარგშიც მოღვაწეობდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის მრეწველობის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი ლიტერატურული მოღვაწეობა. იგი იყო პოეტი, გრამატიკოსი ლიტერატურათმცოდნე. არის არაერთი ნაშრომის ავტორი სოფლის მეურნების დარგში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Poésies diverses de deux amis, ou Pièces fugitives (1768)
- Ode sur les parlements (1771)
- Nouveaux Contes moraux (1781)
- Les études du magistrat. Discours prononcé à la rentrée du Conseil supérieur du Cap, le jeudi 5 octobre 1786 (1786)
- Mémoire en forme de discours sur la disette du numéraire a Saint-Domingue, et sur les moyens d'y remédier (1788)
- Lettre de N. François (de Neufchateau), juge-de-paix à Vicherai, président du département des Vosges, aux citoyens cultivateurs de ce département, pour leur proposer d'essayer une manière plus facile & plus économique de recueillir les grains, avec des observations importantes sur les semailles (1793)
- Les Vosges (1796)
- Paméla, ou La vertu récompensée, Comédie en cinq actes en vers (1799)
- Le ministre de l'interieur, aux administration centrales de departement (1799)
- Lettre sur le robinier, connu sous le nom impropre de faux acacia. Avec plusieurs pièces relatives à la culture et aux usages de cet abre (1803)
- Tableau des vues que se propose la politique anglaise dans toutes les parties du monde, suivi d'un coup-d'oeil historique sur les résultats des pricipeaux traités entre La France et l'Angleterre aant le traité d'Amiens (1804)
- Histoire de l'occupation de la Bavière par les autrichiens, en 1778 et 1779 (1806)
- Fables et contes (1814)
- Les Tropes, ou les figures de mots, poème en quatre chants (1817)
- Essai sur la langue françoise, et particulièrement sur les provinciales et sur les pensées de Pascal (1818)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 GeneaStar
- ↑ 5.0 5.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 6.0 6.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ Sycomore / Assemblée nationale
- ↑ 8.0 8.1 8.2 Biodiversity Heritage Library — 2006.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.