ნიკოლაი ვოლკოვიჩი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლაი  ვოლკოვიჩი დ. (9 (21) დეკემბერი 1858, გოროდნია, ჩერნიგოვის ოლქი — გ. 11 ივლისი 1928, კიევი) — უკრაინელი ქირურგი, მეცნიერი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1928 წლიდან).  

ნიკოლაი ვოლკოვიჩი
მშობლიური სახელი უკრ. Микола Маркіянович Волкович
დაბადების თარიღი 9 (21) დეკემბერი, 1858
გოროდნია, ჩერნიგოვის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 1928 (69 წლის)
კიევი, უსსრ, სსრკ
დაკრძალულია კიევი. ბაიკოვის სასაფლაო
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პროფესია ქირურგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიკოლა ვოლკოვიჩი დაიბადა 1858 წლის 9 (21) დეკემბერს ეკლესიის დიაკვნის ოჯახში. შემორჩენილია სახლი, სადაც მან ბავშვობა გაატარა.

სწავლობდა გოროდნიანსკის სამწლიან რაიონულ სკოლაში და ჩერნიგოვის კლასიკურ გიმნაზიაში. 1870 წელს ჩაირიცხა მეორე კლასში; დაამთავრა საშუალო სკოლა 1877 წელს ვერცხლის მედალზე.[1] იმავე წელს ჩაირიცხა კიევის წმინდა ვლადიმირის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სტუდენტობისას ის ესწრებოდა ცნობილი პროფესორ-ქირურგის ვ.ა.კარავაევის ლექციებს,  მის ოპერაციებს.  1882 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი.

რეზიდენტურა გაიარა საავადმყოფოს ქირურგიულ კლინიკაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ფ. ბორნჰაუფთი (გერმანელი ქირურგის—  ვოლკმანის სტუდენტი).[2] ნ. ვოლკოვიჩი პარალელურად მუშაობდა წმინდა ვლადიმირის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის განყოფილებაში პროზექტორის ასისტენტად. პროფესორების ვ. კარავაევისა და ფ. ბორნჰაუპტის სტუდენტმა 1888 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „რინოსკლერომა კლინიკური, პათოანატომიური და ბაქტერიოლოგიური ასპექტებიდან“.[3] დისერტაციის დაცვის შემდეგ 1889 წელს იგი გაგზავნეს საზღვარგარეთ გერმანიის კლინიკებში. იქ მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოტორინოლარინგოლოგიის შესწავლას.

მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ აირჩიეს პრივატ-დოცენტად. წმინდა ვლადიმირის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსებს: „დესმურგია მოტეხილობებისა და დისლოკაციების დოქტრინით“, „ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკა“,  „ყელის,ყურის  და ცხვირის დაავადებები“. 1889 წლის შემოდგომიდან ნ. ვოლკოვიჩი კითხულობდა სისტემატურ, მაგრამ არჩევით კურსს ოტორინოლარინგოლოგიის შესახებ. მისი შესავალი ლექციის თემა ეხებოდა „ცხვირის დაავადებების მნიშვნელობას სხეულის პათოლოგიაში“.

1893 წელს ნ. ვოლკოვიჩი დაინიშნა კიევის უდიდესი ქირურგიული განყოფილების, ალექსანდროვის საავადმყოფოს ხელმძღვანელად. 1903 წელს აირჩიეს საავადმყოფოს ქირურგიული კლინიკის პროფესორად. ჰოსპიტალური ქირურგიის განყოფილებაში შესავალი ლექციისთვის ნიკოლაი ვოლკოვიჩმა აირჩია თემა: „ქირურგია, როგორც მეცნიერება და ხელოვნება და ქირურგიის საგანმანათლებლო ამოცანები“.

1911 წლიდან 1922 წლამდე ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკას, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა მედიცინის სამეცნიერო-კვლევით კათედრას  უკრაინის განათლების სახალხო კომისარიატის უკრგლავნაუკას კიევის ფილიალში (შემდგომში უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემია). პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ნ.  ვოლკოვიჩი გახლდათ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის  კონსულტანტი ქირურგი, წითელი ჯვრის წარმომადგენელი. მუშაობდა როგორც ფრონტის წინა ხაზზე, ასევე ფრონტის ზურგში განლაგებულ საავადმყოფოებში. ფრონტის  პირობებში, ნ. ვოლკოვიჩი ხშირად ატარებდა შეხვედრებს სამხედრო ექიმებთან. ასწავლა მათ სამხედრო საველე ქირურგიის სირთულეები. წმინდა ვლადიმირის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის  კლინიკებში გახსნა დაჭრილთა ლაზარეთი. ნიკოლაი  ვოლკოვიჩი ხელმძღვანელობდა ამ კლინიკას  1915 წლამდე, სანამ არ დაიხურა.

ნ. ვოლკოვიჩი იყო კიევის ქირურგიული საზოგადოების ორგანიზატორი (1908) და მისი მუდმივი თავმჯდომარე სიცოცხლის ბოლომდე. 1914 წელს მიენიჭა დამსახურებული პროფესორის წოდება. 1928 წელს აირჩიეს უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

ნიკოლაი ვოლკოვიჩი გახლავთ 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ოტორინოლარინგოლოგიის, გინეკოლოგიის, უროლოგიის და ნეიროქირურგიის სხვადასხვა საკითხებზე.

ნ. ვოლკოვიჩი გარდაიცვალა 1928 წლის 11 ივლისს კიევში.  დაკრძალულია ბაიკოვოს სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Столетие Черниговской гимназии… — Чернигов: тип. Губ. правл., 1906. — С. 475.
  2. Борнгаупт, Федор Карлович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.(რუს.)
  3. За іншими даними — у 1889 (უკრ.)