ნიკოლაი გამალეია
ნიკოლაი გამალეია (დ. 5 (17) თებერვალი, 1859, ოდესა — გ. 29 მარტი, 1949, მოსკოვი) — რუსეთის იმპერიის და საბჭოთა [4] ექიმი, მიკრობიოლოგი და ეპიდემიოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1940) , სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945). სტალინური პრემიის ლაურეატი (1943).
ნიკოლაი გამალეია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 (17) თებერვალი, 1859 ან 1859[1] |
დაბ. ადგილი | ოდესა[2] |
გარდ. თარიღი | 29 მარტი, 1949 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ექიმი[1] , ბიოლოგი, ვირუსოლოგი და ეპიდემიოლოგი[1] |
მუშაობის ადგილი | ტარტუს უნივერსიტეტი[2] , კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია[3] და ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტი[3] |
ალმა-მატერი | საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია, ოდესის უნივერსიტეტი[2] , ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტი და კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია[2] |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის დოქტორი |
მამა | ფედორ გამალეია |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარმომავლობა. ადრეული წლები
რედაქტირებანიკოლაი გამალეია დაიბადა 5 (17) თებერვალს ოდესაში კანატნაისას ქუჩაზე მდებარე სახლში. ის იყო წარსულში ბოროდინოს ბრძოლისა და კავკასიაში ბრძოლების მონაწილის და ოდესის კომერციული სასამართლოს თავმჯდომარის, გადამდგარი პოლკოვნიკის ფიოდორ გამალეიას (გარდაიცვალა 1881 წელს [5] ) 12 შვილიდან უმცროსი. როდესაც უმცროსი ვაჟი დაიბადა, მამა უკვე ხანშიშესული იყო, აღარ მუშაობდა და მამულებიდან მიღებული შემოსავლით ცხოვრობდა.
ნიკოლაი პირადად არ იცნობდა მამის ახლო ნათესავებს. თავის მოგონებებში აღნიშნავდა, რომ მისი ბაბუა იყო სამედიცინო ინსპექტორი ტულაში, ფლობდა მამულებს ტულას პროვინციაში ეფრემოვსკის და ბოგოროდიცკის რაიონებში. ეს მამულები მემკვიდრეობით მიიღეს მამის უფროსმა ძმებმა, რომელთაგან ერთი გახდა თანამინისტრი (მინისტრის მოადგილე), ხოლო მეორე გამგებელი. [6] [7] [8]
ადრეულ ასაკში ნიკოლაის აღზრდით ძირითადად დედა — კაროლინა გამალეია იყო დაკავებული, რომელიც წარმოშობით ეკუთვნოდა ვადეცკების პოლონურ ოჯახს. [6] დაწყებითი განათლება კერძო საბავშვო ბაღში მიიღო, სწავლა გააგრძელა კანატნაიას ქუჩაზე მდებარე დიმიტრიევის კერძო სკოლაში, შემდეგ კი გიმნაზიაში ჩააბარა. [6]
სწავლის წლები
რედაქტირება1880 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი (ოდესა), ხოლო 1883 წელს პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია. აკადემიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ოდესაში, სადაც მუშაობა დაიწყო ოსიპ მოჩუტკოვსკის საავადმყოფოში. ის იყო ერთ-ერთი პირველი რუსეთის იმპერიაში, რომელმაც დაიწყო სამამულო ბაქტერიოლოგიის განვითარება. 1885 წელს, კონკურსის საფუძველზე ბაქტერიოლოგიის სფეროში გამოცდილების გაღრმავების მიზნით, ნიკოლაის კანდიდატურა დაასახელეს პარიზში ლუი პასტერის ლაბორატორიაში გასამგზავრებლად,
რუსეთში პირველი ბაქტერიოლოგიური სადგურის დამფუძნებელი
რედაქტირებაპარიზში ჩასვლისთანავე პასტერის ლაბორატორიაში ერთი წელი ცოფის შესწავლით იყო დაკავებული. როდესაც ისწავლა ვაქცინის მომზადების მეთოდი და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტექნიკა, დაბრუნდა ოდესაში . იქ, ილია მეჩნიკოვთან ერთად, დააარსა საქალაქო ლაბორატორია (ახლანდელი მეჩნიკოვის კვლევითი ინსტიტუტი) კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, სადაც მალევე დაიწყო საექსპერიმენტო ცხოველების (კურდღლების) აცრა.
1886 წელს, ლუი პასტერის დახმარებით, გამალეიამ მეჩნიკოვთან და ბარდახთან ერთად დააარსა პირველი ბაქტერიოლოგიური სადგური რუსეთში (და მეორე მსოფლიოში) და პირველად რუსეთში მოახდინა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მუშაობის პირველი 3 წლის განმავლობაში ოდესის სადგურმა დაახლოებით 1500 ადამიანის აცრა მოახდინა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 2,5% იყო, მეთოდის გაუმჯობესების შემდგომ 0,61%-მდე დაეცა.
1887 წელს გააქტიურდა ლუი პასტერისა და მისი მკურნალობის მეთოდების კონსერვატიული კრიტიკა — პარიზის სამედიცინო აკადემიის სხდომაზე მოექცა მძიმე ობსტრუქციის ქვეშ. შედეგად, ინგლისში შეიქმნა სპეციალური კომისია პასტერის მეთოდის შესამოწმებლად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი პროფესორი ჯეიმზ პეჯეტი. იმ დროს ოდესის ბაქტერიოლოგიური სადგურის დაგროვილი გამოცდილებით და მისი წარმატებული ვაქცინაციის დამაჯერებელი სტატისტიკით, გამალეია გაემგზავრა ინგლისში, სადაც ისაუბრა კომისიის სხდომაზე, თავდაჯერებულად დაიცვა პასტერისა და ბაქტერიოლოგების ინოვაციური იდეები.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გამალეია, მუდმივად იმყოფებოდა პარიზსა და ოდესას შორის, ეხმარებოდა პასტერს რეაქციული მეცნიერების წინააღმდეგ ბრძოლაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მოპოვებაში. ოდესაში ვაქცინაციის პრაქტიკა ნიკოლაი გამალეიას და მისი თანამშრომლის დოქტორ იაკოვ ბარდახის მეცნიერული კვლევებით იქნა გამყარებული, რაც მეცნიერებმა საფუძვლად გამოიყენეს პასტერის მეთოდის პრინციპების სრულად დადასტურებაში.
სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობა ოდესაში (1892-1912 წწ.)
რედაქტირება1892 წელს, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქოლერას ეტიოლოგია ექსპერიმენტული პათოლოგიის თვალსაზრისით" (გამოქვეყნდა 1893 წელს).
1899-1908 წლებში იყო ოდესის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც თავად დააარსა. თავისი საქმიანობის ფარგლებში, შეისწავლა გემის ვირთხების როლი დაავადების გავრცელებაში, ხოლო 1901-1902 წლებში ნიკოლაი გამალეია ხელმძღვანელობდა ანტიეპიდემიურ ზომებს ოდესაში ჭირის გავრცელების დროს, ორგანიზება გაუწია სრულ დერატიზაციას. მომდევნო წლებში ის სამხრეთ რუსეთში ქოლერის წინააღმდეგ იბრძოდა. 1908 წელს მან პირველად დაამტკიცა, რომ ტიფი გადადის ტილების მეშვეობით. ის ასევე ბევრს მუშაობდა ტიფის, ქოლერის, ჩუტყვავილას და სხვა ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად. 1910 წელს პირველად დაასაბუთა დეზინსექციის ნიშვნელობა ტიფის აღმოსაფხვრელად. 1910-1913 წლებში იყო ჟურნალ „ჰიგიენა და სანიტარია-ს“ გამომცემელი და რედაქტორი.
სამეცნიერო მოღვაწეობა პეტერბურგსა და მოსკოვში (1912-1949 წწ.)
რედაქტირება1912 წელს გადავიდა პეტერბურგში. 1912-1928 წლებში ხელმძღვანელობდა პეტერბურგის (პეტროგრადი) ედუარდ ჯენერის ჩუტყვავილას ვაქცინაციის ინსტიტუტს. მისი ინიციატივით, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო მის მიერ შემუშავებული მეთოდის გამოყენებით, 1918 წელს პეტროგრადში ჩატარდა ზოგადი ჩუტყვავილას ვაქცინაცია, რომელიც შემდეგ მიღებულ იქნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლენინის მიერ ხელმოწერილი 1919 წლის 10 აპრილის ბრძანებულების მიხედვით. 1918-1919 წლებში სწავლობდა ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინის მომზადების მეთოდებს.
1930-1938 წლებში იყო მოსკოვის ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი (ამჟამად მის სახელს ატარებს ინსტიტუტი). 1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდამოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე, ხოლო 1939 წლიდან იყო სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე.
1939 წლიდან — მიკრობიოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და ინფექციურ დაავადებათა გაერთიანების საზოგადოების თავმჯდომარე, შემდგომში საპატიო თავმჯდომარე.
1939 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ერთი წლის შემდეგ აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად. 1945 წელს აირჩიეს სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერმა შეიმუშავა ზოგადი იმუნოლოგიის, ვირუსოლოგიის საკითხები, შეისწავლა ჩუტყვავილა, გრიპი (1942 წელს მან წარმოადგინა გრიპის პროფილაქტიკის მეთოდი ოლეინის მჟავას პრეპარატებით ცხვირის ლორწოვანის დამუშავებით) და ინტენსიურად განავითარა სპეციფიკური პრობლემა. ტუბერკულოზის მკურნალობა.
გარდაიცვალა 1949 წლის 29 მარტს მოსკოვში; დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მე-4 განყოფილებაში.
სამეცნიერო მემკვიდრეობა
რედაქტირება1954-1956 წლებში გამოიცა გამალეას სამეცნიერო შრომების ექვსტომეული კრებული.
ე.წ ინტენსიური ვაქცინაციის მეთოდის შემქმნელმა და აქტიურმა პოპულარიზატორმა შეიმუშავა და პრაქტიკაში განახორციელა ეპიდემიებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა ადგილზე. იგი აქტიურად ებრძოდა ჭირის ეპიდემიებს ოდესაში, ქოლერას დონბასში, ამიერკავკასიასა და ვოლგის რეგიონში და ტიფს პეტერბურგში.
1888 წელს მან აღმოაჩინა ქოლერის მსგავსი ფრინველის ვიბრიონი ( Mechnikovsky vibrio ), ფრინველებში ქოლერის მსგავსი დაავადების გამომწვევი აგენტი და წარმოადგინა ქოლერის საწინააღმდეგო ვაქცინა. 1894-1896 წლებში მან აღწერა ეგრეთ წოდებული ბაქტერიული ჰეტერომორფიზმის ფენომენი. პირველად მან წამოაყენა იდეა ინფექციის ლატენტური ფორმების არსებობის შესახებ. ჯერ კიდევ 1899 წელს მეცნიერმა გამოთქვა მოსაზრება "უხილავი მიკრობების" — კიბოს გამომწვევი აგენტების შესახებ. იგი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა კიბოს ვირუსულ თეორიას.
მეცნიერმა გაწვრთნა საბჭოთა მიკრობიოლოგების მთელი პლეადა.
მეცნიერმა ერთ-ერთმა პირველმა დაადგინა სადეზინფექციო ღონისძიებების ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ქოლერასთან ბრძოლაში და დერატიზაცია ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში. სანქტ-პეტერბურგის თავშესაფრებში პარაზიტულ ტიფთან ბრძოლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მან პირველმა აჩვენა სადეზინფექციო ღონისძიებების წამყვანი როლი ამ ინფექციების დროს ტილების წინააღმდეგ ბრძოლაში და შეისწავლა ზოგიერთი სადეზინფექციო საშუალების მოქმედება და მათი ეფექტურობა. უკვე ამ დროს მისთვის ნათელი გახდა ბუზების როლი ნაწლავური ინფექციების გადაცემაში და მათ წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის აუცილებლობა. მან ასევე აჩვენა მღრღნელების როლი ჭირის ა გავრცელებაში და ყველა შემთხვევაში მათი სავალდებულო განადგურების აუცილებლობა. ნიკოლაი გამალეია რუსეთში დეზინფექციის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
საჯარო პოზიცია
რედაქტირება1948 წელს, 90 წლის ასაკში, იგი გახდა პარტიის წევრი ( ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით), იმ პირობის საფუძველზე, რომელიც მისცა ლენინს, რომ გახდებოდა პარტიის წევრი.
1949 წლის თებერვალში, საკუთარი კოლეგების ლინა შტერნის, იაკოვ პარნასისა და ბორის შიმელიოვიჩის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მან ორი წერილით მიმართა სტალინს, სადაც აპროტესტებდა სსრკ-ში დაწყებულ ანტისემიტურ კამპანიას. [9] [10] [11]
ხსოვნა
რედაქტირებაგამალეიას სახელს ატარებენ:
- ცენტრალური ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი.
- ქუჩები ოდესაში, მოსკოვში, ტომსკში, სუმიში, ტარაზიში .
1956 წელს მოსკოვში, პოგოდინსკაიას ქუაზე, მეექვსე კორპუსის ეზოში, მეცნიერს დაუდგეს ძეგლი. [12]
ნიკოლაი გამალეას დაბადებიდან 125 წლისთავისთვის 1987 წელს დაამზადეს ბრინჯაოს (დიამეტრი 60 მმ.) სამახსოვრო მედალი. ავტორი — სკულპტორი მარიანა რომანოვსკაია.
ოდესაში, ბაქტერიოლოგიური სადგურის შენობაზე (პასტერას ქ. 2), არის მემორიალური დაფა წარწერით: „ნიკოლაი ფედოროვიჩ გამლეია მუშაობდა ოდესის ბაქტერიოლოგიურ სადგურზე 1886 წლიდან 1888 წლამდე“. [13]
Ჯილდოები
რედაქტირება- ლენინის ორი ორდენი (მათ შორის 02/16/1949)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (06/10/1945)
- მედლები
- სტალინური პრემია
ლინის მეორე ხარისხის პრემია (1943) მრავალი წლის გამოჩენილი მუშაობისთვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Catalog of the German National Library
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Леонидович К. Н. Международная евгеника и российское медицинское сообщество, 1900–1917, International Eugenics and the Russian Medical Community, 1900–1917 // Историко-биологические исследования — 2015. — Т. 7, вып. 1. — С. 7–40. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ 3.0 3.1 Фельдер Б. М. Расовая гигиена в России: Евгений Алексеевич Шепилевский (1857–1920) и зарождение евгеники в Российской империи, Racial Hygiene in Russia: Evgenij A. Šepilevskij (1857–1920) and his Role in Transferring Eugenics to Russia // Историко-биологические исследования — 2012. — Т. 4, вып. 2. — С. 39–60. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ БРЭ. ციტირების თარიღი: 2022-11-22
- ↑ Корчагин 2015.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Гамалея 1953.
- ↑ Гамалея Николай Фёдорович. МСЦ РАН. ციტირების თარიღი: 2023-04-25
- ↑ Династии врачей и ученых Гамалеев – 420 лет. Хроника жизни трех поколений. Видавничий дім “Здоров’я України. Медичні видання”. ციტირების თარიღი: 2023-04-25
- ↑ Г. Костырченко. Сталин против «космополитов»: власть и еврейская интеллигенция в СССР. — М.: РОССПЭН, 2009. — С. 182—183.
- ↑ Н. Ф. Гамалея — И. В. Сталину об антисемитизме в государственном аппарате управления СССР დაარქივებული 2018-01-20 საიტზე Wayback Machine. : Письмо от 4.02.1949. // АП РФ. Ф. 3. Оп. 32. Д. 11. Л. 167—168 об.
- ↑ Н. Ф. Гамалея — И. В. Сталину в защиту арестованных Л. Штерн, Я. Парнаса, Б. Шимелиовича დაარქივებული 2017-08-13 საიტზე Wayback Machine. : Письмо от 16.02.1949. // АП РФ. Ф. 3. Оп. 32. Д. 12. Л. 83—84 об.
- ↑ Кожевников 1976.
- ↑ Anatoliy Blazhko. (2021-01-16) Пастера, 2 в Одессе. ციტირების თარიღი: 2021-11-06