ნესტან რატიანი

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001)

ნესტან რატიანი (დ. 1969, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001).

ნესტან რატიანი
დაბ. თარიღი 1969
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია.

კვლევითი და სასწავლო პროექტების ფარგლებში იმყოფებოდა ოქსფორდის ვოლფსონ კოლეჯში, კემბრიჯის კინგს კოლეჯში, ჯეიმზ მედისონის კოლეჯში, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 1994-2007 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდგომ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი. 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის ფარგლებში. 2001-2006 წლებში იყო შოთა რუსთაველის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების თანამშრომელი. 2007 წლიდან — ფოლკლორის განყოფილების უფროსი მეცნიერი. 2008 წლიდან თანამშრომლობს თბილისის ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამასთან, არის ცოდნის თეორიის კოორდინატორი. გაიარა ტრენინგები ბარსელონასა და დუბაიში. აქტიურად თანამშრომლობს „AGILE“-თან (ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის), რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის ბაზაზე ახორციელებს თავისუფალი მეცნიერებების პროგრამას. კითხულობს ლექციებს და კონსულტაციებს უწევს „NED“-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს „შენ დემოკრატიისთვის“ და „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ატარებს დისკუსიებს სხვადასხვა მწვავე თემაზე. არის ორი მონოგრაფიის ავტორი, სხვადასხვა წიგნების თანაავტორი (მათ შორისაა სახელმძღვანელოები, სამეცნიერო კრებულები, თარგმანები და სხვა). მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში (ანტისაბჭოური სიტყვიერება, ქართული ხალხური ფოლკლორული პროზის 22 ტომის შედგენა, მხატვრულ სახეთა ტრანსფორმაციები). მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში (ჰარვარდი, ბრაუნი, ახალი ორლეანი, ნიუ იორკი, ლიდსი).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დუმილის ფენომენი ძველ ბეძნულ ლიტერატურაში (ჰომეროსიდან ისიხაზმამდე)“, დაიცვა 1994 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა — „რიტუალის ასახვა ძველბერძნულ ლიტერატურაში (ჰომეროსიდან ევრიპიდემდე)“, დაიცვა 2001 წელს.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • 1836-1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა: კვლევები და ანოტირებული ბიბლიოგრაფია // ნაწილი 2, თბ., ა2, 2020, გვ. 292 ISBN 9789941829017
  • ჩემი ოდისეა, თბ., აკადემიური წიგნი, 2020, გვ. 210 ISBN 9789941969416
  • მხატვრული აზროვნების ტრანსფორმაციის ფორმები ქართულ ფოლკლორში, თბ., შპს „გამომცემლობა სამშობლო“, 2016, გვ. 448 ISBN 9789941086403
  • ანტისაბჭოური სიტყვიერება: ზეპირი ისტორიები, გადმოცემები 1921-1991, თბ., ნეკერი, 2010, გვ. 470
  • ანტიკური ლიტერატურა: საუნივერსიტეტო კურსი, თბ., ლოგოსი, 2009, გვ. 483გვ ISBN 9789941401572
  • დუმილის ფენომენი ბერძნულენოვან ლიტერატურაში: ჰომეროსიდან ისიხაზმამდე, თბ., ლოგოსი, 2003, გვ. 146გვ ISBN 9994076264
  • რიტუალის ასახვა ძველბერძნულ ლიტერატურაში: ჰომეროსიდან ევრიპიდემდე, თბ., ლოგოსი, 2001, გვ. 247 ISBN 9992865776

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 486

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება