ნესლიჰან ათაგიული
ნესლიჰან ათაგიული (თურქ. Neslihan Atagül; დ. 20 აგვისტო, 1992, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მოდელი და მსახიობი. ნესლიჰანი სწავლობდა იედითეფეს უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე.
ნესლიჰან ათაგიული Neslihan Atagül | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 აგვისტო, 1992 სტამბოლი, თურქეთი |
სხვა სახელები | ნესლი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი |
აქტიური | 2006-დან დღემდე |
სიმაღლე | 1,69 სმ |
წონა | 47 კგ |
მეუღლე(ები) | ქადირ დოღულუ |
ჯილდოები | ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალი წლის საუკეთესო მსახიობი ქალი ოქროს ბურთის კინოფესტივალი წლის საუკეთესო მსახიობი ქალი 2012 და 2007 წელს |
საიტი | neslihanatagul.com |
ნესლიჰანის დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 2006 წელს ფილმში „პირველი სიყვარული“ რასაც წინ ბევრი სერიალი და ფილმი მოჰყვა, რითაც ნესლიჰანმა თურქეთში საპატიო მსახიობი ქალის ტიტული მოიპოვა.
ბიოგრაფია
რედაქტირებანესლიჰან ათაგიული დაიბადა 1992 წლის 20 აგვისტოს სტამბოლში იაშარ შენერ ათაგულის ოჯახში. ნესლიჰანის მამა იყო მძღოლი დედა კი დიასახლისი, ჰყავს 7 წლით უფროსი ძმა ილქაი ათაგიული. ნესლიჰანს განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ამსგავსებენ აზიურ ქალს, სინამდვილეში კი ის ჩერქეზული წარმომავლობისა, ნესლიჰანის მამა ჩერქეზია დედა კი ბელარუსელი.[1] გამხდარიყო მსახიობი ნესლიჰანმა გადაწყვეტილება 8 წლის ასაკში მიიღო, როდესაც უყურებდა სატელევიზიო შოუს რის შემდეგაც მისი სურვილი მშობლებს გააცნო და 13 წლის ასაკში სააგენტოში მივიდა, ნესლიჰანით მალევე დაინტერესდნენ და 13 წლის ასაკში მიიღო პირველი როლი. ნესლიჰანმა დაამთავრა იედითეფეს უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტი.
კარიერა
რედაქტირება2006–12: კინო ფილმები, სერიალები და ჯილდოები
რედაქტირება13 წლის ასაკში 2006 წელს ნესლიჰანმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „პირველი სიყვარული“, სადაც ბაჰარის როლი განასახიერა, მან პარტნიორობა ნამდვილ ვარსკვლავებს გაუწია მის მსოფლიო 2002 ის გამარჯვებულს, თურქ მოდელსა და მსახიობს აზრა აქინს და თურქეთში საუკეთესო მსახიობ მამაკაცს ჰალიტ ერგენჩს 2007 წელს ნესლიჰანმა ჯილდო მიიღო ოქროს ბურთის კინოფესტივალზე, როგორც საუკეთესო დამწყებმა მსახიობმა ბაჰარის როლისთვის. შემდეგ დარჩენილ დროს ნესლიჰანი სწავლას უთმობდა და სამსახიობო კარიერას 2011 წელს დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ფილმში განსაწმენდელი რომელიც არის ფსიქოლოგიური დრამა სადაც პარტნიორობა ოსჯან დენიზმა გაუწია, ფილმში ნესლიჰანისა და ოსჯანის ინტიმურ სცენებს 2 დღის განმვალობაში იღებდნენ, 18 წლის ნესლიჰანს ფილმში ნაყოფის მოშორების სცენის თამაშიც კი მოუწია, ფილმმა კრიტიკოსებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და წარდგენილი იყო ვენეციის კინოფესტივალზე ნესლიჰანმა ფილმში ზეჰრას მიერ განსახიერებული როლით მიიღო უამრავი ჯილდო მათ შორის რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში Moskova 2morrow კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული, თურქეთში ცნობილმა მსახიობმა თურქან შორაიმ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული გადასცა, პუნაში საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილდო გადაეცა საუკეთესო პერფომანსისთვის, თურქეთში კინოს მწერალთა ასოციაციამ ნესლიჰანს საუკეთესო კინოს მსახიობის ჯილდო გადასცა. ნესლიჰანი 2006 წლიდან 2010 წლამდე მონაწილეობა მიიღო ქართველებისათვის კარგად ნაცნობ სერიალში სტამბოლის ცა სადაც პარტნიორობა ფაჰრიე ევჯენს გაუწია, 2011 წელს მონაწილეობა მიიღო მინი სერიალში საყვარელო მამა და პინარის როლი შეასრულა. 2011-2012 წლებში შირინის როლს ასრულებდა სერიალში ცხოვრება გრძელდება.
2013–დღემდე: სტამბოლის ორი მხარე და სხვა პროექტები
რედაქტირებანესლიჰანი 2013 წლიდან - 2014 წლამდე სერიალში „სტამბოლის ორი მხარე“ ნერიმანის პერსონაჟს განასახიერებდა, სერიალი წარმოადგენს რიმეიკს ამავე სახელწოდების მინი-სერიალის, რომელიც გადაიღეს 1991 წელს და დაფუძნებულია ცნობილი მწერლის ამავე სახელწოდების პეიამი საფას ბესტსელერზე, სერიალში ნესლიჰანს პარტნიორობას თურქი მსახიობი და მოდელი ქადირ დოღულუ უწევდა, სერიალი 2 სეზონით დაასრულეს, 2013 წელს Uçan Süpürge ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის ტიტული.
2015 წელს მონაწილეობა მიიღო აბდულა ოღუზის მიერ გადაღებულ თურქულ ემოციურ დრამა ფილმში „ყველაფერი რას შენგან დამრჩა“ სადაც პარტნიორობას ეკინ კოჩი უწევდა, ფილმი 2006 წელს გადაღებული კორეული ფილმის „მილიონერის პირველი სიყვარულის“ რიმეიკია ფილმი მოგვითხრობს ორ კონტრასტულ გმირზე რომლებიც სულ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ნესლიჰანმა ელიფის პერსონაჟი განასახიერა, თურქეთში ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ფილმის პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე უამრავი ცნობილი სახე გამოჩნდა.
2015 წლის აგვისტოდან Star TV-ზე დაიწყეს ნესლიჰანის ახალი სერიალის გადაღებები სადაც პარტნიორობა ყველასათვის ცნობილმა თურქმა მსახიობმა და მოდელმა ბურაკ ოზჯივიტმა გაუწია, მათმა დუეტმა სატელევიზიო სივრცე დაიპყრო,სერიალის გადაღებები დღემდე მიმდინარეობს და თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულ სერიალადა აღიარებული, სერიალი საქართველოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გადის და „შენი ზოდიაქოს ფერი“ ჰქვია. ნესლიჰანი ნიჰან სეზინის როლით წარდგენილი იყო სეულის საერთაშორისო კინოფესტივალზე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი. ნესლიჰანისა და ბურაქის ერთობლივი პროექტი საოცრად პოპულარული გახდა და ის არაერთმა უცხო ქვეყანამ შეისყიდა, სერიალმა მრავალი ჯილდო აიღო, როგორც საუკეთესო საპნის ოპერა და წარდგენილიც იყო „Golden Butterfly Awards“-ზე, სერიალი ლათინურ ამერიკაში, ყველაზე რეიტინგულ თურქულ სერიალად გამოცხადდა.
ნესლიჰანი 2016 წელს Pantene სახე და ბრენდის ამბასადორი გახდა და ჩაანაცვლა თურქი მსახიობი ბერგიუზარ ქორელი, პანტენის სახეა ასევე მსოფლიოში საუკეთესო სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი და ამერიკელი მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი.
ნესლიჰანი გატაცებულია ხატვით, სერიალში „სტამბოლის ორი მხარე“ და „შავი სიყვარული“ ნესლიჰანის პერსონაჟები მხატვრები არიან, სერიალში შესრულებული ნახატების 80% ნესლიჰანის შესრულებულია.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებანესლიჰანი 2013 წლიდან ურთიერთობაშია თურქ მოდელ და მსახიობთან ქადირ დოღულუსთან, მათ ერთმანეთი სერიალ „სტამბოლის ორი მხარიდან“ გაიცნეს და 2013 წლის ოქტომბრიდან ურთიერთობაში არიან, 2015 წლის 15 ნოემბერს დაინიშნენ და 2016 წლის 8 ივლისს დაქორწინდნენ.[2] ქორწილი Ajia Hotel-ში შედგა, კოქტეილის საღამო დაიწყო 19.30 საათზე რომელსაც ესწრებოდა 200 ადამიანი, მათ შორის უამრავი ცნობილი მსახიობი და მომღერალი. ქორწილი მიმდინარეობდა ცოცხალი მუსიკის თანხლებით, წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად მალდივის კუნძულებზე გაემგზავრა. ნესლიჰანის და ქადირის ქორწილი თურქეთში ყველა დროის საუკეთესო ქორწილად დასახელდა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2006 | ფ | პირველი სიყვარული | İlk Aşk | ბაჰარი |
2006-2010 | ფ | სტამბოლის ცა | Yaprak Dökümü | დენიზი |
2011 | ფ | განსაწმენდელი | Araf | ზეჰრა |
2011 | ფ | საყვარელო მამა | Canım Babam | პინარი |
2011-12 | ფ | ცხოვრება გრძელდება | Hayat Devam Ediyor | შირინი |
2013-14 | ფ | სტამბოლის ორი მხარე | Fatih Harbiye | ნერიმანი |
2015 | ფ | ყველაფერი რაც შენგან დამრჩა | Senden Bana Kalan | ელიფი |
2015 | ფ | შავი სიყვარული | Kara Sevda | ნიჰანი |
2018 | ფ | ფსკერი | Dip | ბილგე |
2020 | ფ | ელჩის ქალიშვილი | Sefirin kizi | ნარე |
2022-2023 | ფ | ღამის ბოლოს | Gecenin ucunda | მაჯიდე |
2023 | ფ | ოჰ ბელინდა | Aaah Belinda | ჰანდანი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ayıp olur istemem!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-03-05.
- ↑ Kadir Doğulu ve Neslihan Atagül nikah tarihini erteleyecek mi?.