ქადირ დოღულუ
ქადირ დოღულუ (დ. 19 აპრილი, 1982, მერსინი) — თურქი მსახიობი,მოდელი.
ქადირ დოღულუ Kadir Doğulu | |
---|---|
დაბადების სახელი |
ქადირ დოღულუ Kadir Doğulu |
დაბადების თარიღი |
19 აპრილი, 1982 მერსინი თურქეთი |
რეზიდენცია | სტამბოლი |
ეროვნება | თურქი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | მსახიობი მოდელი |
აქტიური | 2010-დან დღემდე |
სიმაღლე | 1,79[1] |
მეუღლე(ები) | ნესლიჰან ათაგიული (2014 - დღემდე) |
საიტი | ქადირ დოღულუს ოფიციალური ვებ-გვერდი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაქადირი დაიბადა მერსინში მრავალშვილიან ოჯახში. ქადირი და მისი უფროსი ძმა ქემალი მალევე გადავიდნენ სტამბოლში საცხოვრებლად,სადაც ქადირი მუშაობდა ტურიზმის სფეროში. ლამაზი გარეგნობისა და სიმაღლის წყალობით ქადირი მალევე შეამჩნიეს და შესთავაზეს მოდელად მუშაობა,ქადირმა ამ სფეროში შექმნა კარგი კარერა ხოლო მოდელის სამუშაო გახდა პირველი ნაბიჯები სამსახიობო სფეროში.
ქადირი მალევე მიიწვიეს სერიალში „Küçük Sirlar” სადაც ალის პერსონაჟი განასახიერა. ქადირის ნიჭით მალევე დაინტერესდნენ და მონაწილეობა მიიღო უამრავ სერიალში,განსაკუთრებული წარმატება კი მას სერიალმა სტამბოლის ორმა მხარემ მოუტანა სადაც მდიდარი ბიზნესმენის მაჯიტ არჯაოღლუს როლი განასახიერა და პარტნიორობა გაუწია ნესლიჰან ათაგიულს.
2015 წელს ქადირი ეკრანებს დაუბრუნდა და პარტნიორობა ელჩინ სანგუს გაუწია სერიალში "Sevdam Alabora" მათი დუეტი საოცრად პოპულარული გახდა და სერიალი არაერთმა უცხო ქვეყანამ შეისყიდა.
2015 წლის 12 ნოემბრიდან ქადირი ყირიმის ხანის მეჰმეთ გირაის როლით გამოჩნდა ისტორიულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში დიდებული საუკუნე: ქიოსემი .
ამ დროისთვის ქადირი თამაშობს სერიალში „მითხარი რომ გიყვარვარ“ (თურქ. Bana Sevmeyi Anlat), სადაც მთავარი როლის შემსრულებელია.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაქადირი 2013 წლიდან ურთიერთობაშია თურქ მოდელ და მსახიობთან ნესლიჰან ათაგიულთან, მათ ერთმანეთი სერიალ „სტამბოლის ორი მხარიდან“ გაიცნეს და 2013 წლის ოქტომბრიდან ურთიერთობაში არიან, 2015 წლის 15 ნოემბერს დაინიშნენ და 2016 წლის 8 ივლისს დაქორწინდნენ.[2] ქორწილი Ajia Hotel-ში შედგა, კოქტეილის საღამო დაიწყო 19.30 საათზე რომელსაც ესწრებოდა 200 ადამიანი, მათ შორის უამრავი ცნობილი მსახიობი და მომღერალი. ქორწილი მიმდინარეობდა ცოცხალი მუსიკის თანხლებით, წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად მალდივის კუნძულებზე გაემგზავრა. ნესლიჰანის და ქადირის ქორწილი თურქეთში ყველა დროის საუკეთესო ქორწილად დასახელდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] Kadir Dogulu Height Eye Color Hair Color Ethnicity Nationality
- ↑ Kadir Doğulu ve Neslihan Atagül nikah tarihini erteleyecek mi?.