სტამბოლის ორი მხარე


სტამბოლის ორი მხარე (თურქ. Fatih Harbiye) — 2013 წლის თურქული სერიალი, რომელიც გადაღებულია Fox TV-ის მიერ. სტამბოლის ორი მხარე წარმოადგენს 1991 წელს დადაღებული ამავე სახელწოდების მინი-სერიალის რიმეიკს, რომელიც დაფუძნებულია ცნობილი მწერლის, პეიამი საფას ბესტსელერზე. მთავარ როლს ასრულებენ ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ.

სტამბოლის ორი მხარე
ჟანრი დრამა
მელოდრამა
სცენარი ჰაირიე ერსოზი
რეჟისორი სადულა ჯელენი
მონაწილეობენ ნესლიჰან ათაგიული
ქადირ დოღულუ
იუნუშ ემრე ილდირიმი
დილარა ოზტუნჯი
სედა თურქმენი
კომპოზიტორ(ებ)ი მურატ უნჯუოღლუ
ქვეყანა თურქეთი
ენა თუქრული
სეზონი 2
ეპიზოდი 50
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ათა თურქოღლუ
ადგილ(ებ)ი სტამბოლი
ხანგრძლივობა 115 წუთი
კომპანია Koliba Film
ეთერში 31 აგვისტო, 2013 — 10 დეკემბერი, 2014
რესურსები ინტერნეტში
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფატიჰი — ღარიბული კვარტალია სტამბოლში. ახალგაზრდა გოგონა ნერიმანი კარგავს დედას და მამასთან და დეიდასთან ერთად ამ კვარტალში აგრძელებს ცხოვრებას. ისინი მოკრძალებულად ცხოვრობენ და ყოველთვის იცავენ ძველ ტრადიციებს. იგი მისი ბავშვობის მეგობარს, შინასს ძალიან უყვარს და ოცნებობს მასზე დაქორწინებაზე. ნერიმანი, მიუხედავად მისი უბრალო წარმომავლობისა, ოცნებობს ლამაზ ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე. გოგონასაც მოსწონს შინასი, მაგრამ ერთხელაც მათი ურთიერთობა რთულდება. ეს დაიწყო მაშინ, როცა შინასის დას უბედურება შეემთხვა. მისი ძმა კი ამ დღის შემდეგ სხვა ადამიანი ხდება.

ნერიმანს ჰყავს ბიზნესმენი ბიძა. მას მისი ქალიშვილები დუიღუ და პელინი დიდი ხანია არ უნახავს. ერთხელაც ის შეხვდება მათ. პელინს ჰყავს შეყვარებული მაჯიტი, რომელიც მდიდარი ოჯახიდანაა და სტამბოლის პრესტიჟულ რაიონში ცხოვრობს. მაჯიტი ახალი დაბრუნებულია უცხოეთიდან და პელინმა გადაწყვიტა მის პატივსაცემად წვეულება მოაწყოს, სადაც ასევე მოწვეული არის ნერიმანიც. რაც ამ წვეულებაზე მოხდა არავინ ელოდებოდა... ნერიმანს მოუწევს არჩევანი გააკეთოს თანამედროვეობასა და ცხოვრებისეულ ღირებულებებს შორის.

პერსონაჟები

რედაქტირება

მთავარი გმირები

რედაქტირება
  • ნესლიჰან ათაგიული — ნერიმან სოლმაზი. გოგონა რომელიც ოცნებობს გახდეს ცნობილი მხატვარი, მას ჰყავს ბავშვობის სიყვარული შნაასი,მაგრამ ცხოვრების რთული გამოცდა აპოვნინებს მის ნამდვილ სიყვარულს მაჯიტს.
  • ქადირ დოღულუ — მაჯიტ არჯაოღლუ. ბიზნესმენი მამის და მხატვარი დედის შვილი,სიმდიდრეში გაზრდილი კეთილშობილი ბიჭი,რომელსაც პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდება ნერიმანი.
  • იუნუშ ემრე ილდირიმი — შინაასი. ბიჭი ღარიბული უბდიდან, გატაცებულია მუსიკითა და უყვარს ნერიმანი ბავშობიდან.
  • დილარა ოზტუნჯი — ფელინ დემირჰანი.ამაყი და ეგოისტი გოგო. ნერიმანის ბიძაშვილი,შეყვარებულია მაჯიტზე.
  • სედა თურქმენი — ფაჰრიე. ნერიმანის საუკეთესო მეგობარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება