ნასუჰი ბუხარი
ნასუჰი სალიმ ალ-ბუხარი ( არაბ. نصوحي سليم البخاري 1881, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — 1 ივლისი, 1961, დამასკო, სირია ) — სირიელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, მოქმედი პირი. სირიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სირიის პრემიერ მინისტრი, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა რიგ სამინისტროებს.[1]
ნასუჰი ბუხარი | |
არაბ. نصوحي البخاري | |
სირიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ივლისი 1939 – 9 ივლისი 1939 | |
წინამორბედი | ჰაშიმ ალ-ათასი |
მემკვიდრე | ბახიჯ ალ-ხატიბი (კომისართა საბჭოს თავმჯდომარის რანგში) |
სირიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 აპრილი 1939 – 8 აპრილი 1939 | |
პრეზიდენტი | ჰაშიმ ალ-ათასი |
წინამორბედი | ლუტფი ალ-ჰაფარი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა. თანამდებობის არდგენის შემდეგ: ხალედ ალ-აზმი |
სირიის სამხედრო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
დეკემბერი 1920 – ივნისი 1922 | |
პრეზიდენტი | ჰაშიმ ალ-ათასი |
პრემიერ-მინისტრი | ჰაკი ალ-აზემი |
სირიის სოფლის მეურნეობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ივნისი 1926 – 1928 | |
პრეზიდენტი | ჰაშიმ ალ-ათასი |
პრემიერ-მინისტრი | აჰმად ნამი |
დაბადებული | 1881 დამასკო ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 1 ივლისი 1961 დამასკო, სირია |
განათლება | სტამბულის სამხედრო აკადემია |
წოდება | პოლკოვნიკი |
ჯილდოები | სირიის არაბთა რესპუბლიკის ორდენი სამოქალაქო დამსახურებისთვის;
მეჯიდეს ორდენი; ოსმალეთის იმპერიის — ლიაკათის ორდენი; იმთიაზის ორდენი. |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირადი ცხოვრება
რედაქტირებანასუჰი ბუხარი დაიბადა და გაიზარდა დამასკოში, პოლიტიკური აქტივისტების ოჯახში. მისი მამა, სალიმ ალ-ბუხარი, იყო რელიგიური ლიდერი, ამავე დროს, ეწეოდა ანტისამთავრობო საქმიანობას, რის გამოც დააპატიმრეს 1915 წელს. ნასუჰის ძმა ჯალალი იყო ეროვნული აქტივისტი. იგი სიკვდილით დასაჯა ოსმალეთის ხელისუფლებამ 1916 წელს.
სწავლობდა სტამბოლის სამხედრო აკადემიაში, შემდეგ მსახურობდა ოსმალეთის არმიაში, ეკავა რამდენიმე ოფიციალური თანამდებობა მექასა და მედინაში . პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთის ფრონტზე, ტყვედ ჩავარდა და ციმბირში გადაასახლეს. მან გაქცევა მოახერხა და მანჯურიის, ჩინეთისა, იაპონიის გავლით შეერთებულ შტატებში გადავიდა, ხოლო იქიდან სტამბოლში დაბრუნდა. გარკვეული პერიოდის მერე კვლავ წავიდა რუსეთის ფრონტზე, შემდეგ პალესტინაში გაემგზავრა, სადაც ომის დასრულებამდე მეთაურობდა დივიზიას.[2]
პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირებაოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ იგი გახდა მეფე ფეისალის მოკავშირე, რომელმაც მცირე ხნით მართავდა სირიას. ის ჯერ მსახურობდა ალეპოში არმიის ნაწილებში, შემდეგ ხელმძღვანელობდა სამხედრო კონსულტაციების ბიუროს და 1920 წლის იანვარში დაინიშნა ეგვიპტეში სამხედრო ატაშედ. მისი კაიროში ყოფნის დროს საფრანგეთის ჯარებმა დაიკავეს დამასკო და გამოცხადდა საფრანგეთის სამანდატო რეჟიმი.
ნასუჰი ბუხარს ეკავა მაღალი თანამდებობები სირიის ხელისუფლებაში. იყო სამხედრო საქმეთა მინისტრი ჰაკი აზემის მთავრობაში (1920 წლის დეკემბერი — 1922 წლის ივნისი), სოფლის მეურნეობის მინისტრი აჰმად ნამის მთავრობაში (1926-1928), პრემიერ მინისტრი ჰაშიმ ალ-ათასის პრეზიდენტობის დროს (1939), განათლების მინისტრი და თავდაცვის მინისტრი სადალაჰ ალ-ჯაბირის მთავრობაში პრეზიდენტ შუქრი კუათლის დროს. (1943 წლის აგვისტო — 1944 წლის ნოემბერი). ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფნისას მისი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ფრანგულ მხარესთან წინასწარი მოლაპარაკებები ამ უკანასკნელის მიერ სირიის დამოუკიდებლობის 1936 წლის ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. მან უარყო საფრანგეთის მოთხოვნები (კერძოდ, საფრანგეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილის უზრუნველყოფა) და როდესაც მოლაპარაკებების წარმოების პროცესში ვერ შეძლო, ჩიხიდან გამოსვლა, გადადგა. 1939 წლის 7 ივლისიდან 9 ივლისამდე იყო სირიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.[3]
1945-1946 წლებში აქტიურ მონაილეობას იღებდა სირიის არმიის შექმნაში და დაჟინებით მოითხოვდა საყოველთაო გაწვევის შემოღებას, მაგრამ მის მიერ შემოთავაზებული ზომები უკიდურესად არაპოპულარული იყო, რამაც შეასუსტა მისი პოლიტიკური პოზიციები.
სიცოცხლის ბოლო წლებში ნასუჰი ბუხარი ჩამოსცილდა პოლიტიკას. იგი გარდაიცვალა 1961 წლის 1 ივლისს.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mardam Bey, Salma (1994). Syria's quest for independence. Ithaca Press. ISBN 978-0-86372-175-5. Retrieved 11 September 2012.
- ↑ Moubayed, Sami M. (2006). Steel & Silk: Men and Women who Shaped Syria 1900–2000. Cune Press. ISBN 978-1-885942-41-8. Retrieved 11 September 2012.
- ↑ Tauber, Eliezer (1994). The Formation of Modern Iraq and Syria. Routledge. ISBN 9780714645575. Archived from the original on 7 April 2022. Retrieved 22 September 2012.
- ↑ Fisher, Sydney Nettleton (1971). The Middle East: A History. Routledge and K. Paul. ISBN 9780710072108. Archived from the original on 12 January 2023. Retrieved 22 September 2012.