აჰმად ნამი
დამად აჰმად ნამი ბეი ( არაბ. الداماد احمد نامي بيك, დ. 1873 — გ. 13 დეკემბერი, 1962 ) — სირიელი სახელმწიფო მოღვაწე, სირიასა და ლიბანში საფრანგეთის მანდატის დროს იყო სირიის დე ფაქტო ხელმძღვანელი (1926–1928), იკავებდა სირიის პრემიერ მინისტრის პოსტს, ჰქონდა რიგი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები.[1]
აჰმად ნამი احمد نامي | |
აჰმად ნამი მასონურ სამოსში, 1925 წელი. | |
სირიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 აპრილი 1926 – 15 თებერვალი 1928 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაdginda ფრანსუა პიერ-ალიპი (სირიაში საფრანგეთის მანდატის ხელმძღვანელი) |
მემკვიდრე | ალ-ჰასან ტაჯ ედ-დინი |
სირიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 აპრილი 1926 – 9 თებერვალი 1928 | |
წინამორბედი | ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი |
მემკვიდრე | ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი |
დაბადებული | 1873 ბეირუთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 13 დეკემბერი 1962 (88-89 წლის) ბეირუთი, ლიბანი |
მეუღლე | აიშე სულთანი |
განათლება | ოსმალეთის სამხედრო აკადემია, სტამბული |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ბეირუთში ჩერქეზების უაღრესად გავლენიან ოჯახში, რომელიც (ქორწინების გზით) იყო დაკავშირებული თურქ სულთან აბუდ-ჰამიდ II- სთან. სწავლობდა სტამბოლში ოსმალეთის სამხედრო აკადემიაში. შემდეგ პარიზში გაიარა გადამზადება. 1900 წელს დაქორწინდა სულთან აბდულ ჰამიდ II-ის დაზე, პრინცესა აიშაზე და მიიღო ტიტული „დამადი“ (რაც თურქულად „სიძეს“ ნიშნავს). მას არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, 1909 წელს აბუდლ-ჰამიდის დამხობის შემდეგ ნამი გადასახლებაში წავიდა პარიზში და იქ დარჩა 1918 წლის პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხებამდე. ამის შემდეგ ის ბეირუთში დაბრუნდა და ოჯახურ საქმეებს უძღვებოდა, ამავე დროს ახლო მეგობრობას ინარჩუნებდა ფრანგ ადმინისტრატორებთან.[2]
1926 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ შესთავაზა მთავრობის ფორმირება, როდესაც ქვეყანა განიცდიდა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს. ამავე დროს, გრძელდებოდა ანტიფრანგული აჯანყება. 1926 წლის 26 აპრილს პოლიტიკოსმა ჩამოაყალიბა მთავრობა, რომელშიც, ფართო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების მცდელობისას, შეიყვანა ნაციონალისტური მოძრაობის სამი ლიდერი: ჰუსნი ალ ბარაზი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ფარის ალ-ხური — განათლების მინისტრი და ლუფთი ალ-ჰაფარი — მეწარმეობის მინისტრი. თუმცა, უკვე ივნისში სამივემ დატოვა თანამდებობა საფრანგეთის ადმინისტრაციის ქმედებების პროტესტის ნიშნად.[3]
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მან გამოიყენა სახელმწიფო სუბსიდიები მრეწველებისა და მეწარმეებისთვის. იგი ეწინააღმდეგებოდა დამოუკიდებელი ლიბანის არსებობას. მან ფრანგებს წარუდგინა სირიასა და ლიბანს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გეგმა რეგიონში საფრანგეთის ყველა ინტერესის გარანტიის სანაცვლოდ. ნამი ასევე დაჟინებით მოითხოვდა 1925-1927 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მონაწილის ამნისტიას. 1928 წლის 8 თებერვალს იგი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, სავარაუდოდ სირიაში მონარქიული რეჟიმის დამყარებისთვის მზადების გამო, რა დროსაც ქვეყნის სათავეში საკუთარ თავს მოიაზრებდა.
1940 წელს იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი, მაგრამ ეროვნული ბლოკის (იმ დროს უდიდესი სირიის ნაციონალისტური მოძრაობა) ძლიერი პროტესტის გამო, ვერ გახდა პრეზიდენტი. ამის შემდეგ მან საბოლოოდ უარი განაცხადა პოლიტიკურ მოღვაწეობაზე და გაემგზავრა ლიბანში, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე (1962 წ.).[4]
მასონთა მოძრაობაში
რედაქტირება1906 წელს ინიცირებული იქნა ეგვიპტის დიდი ეროვნული ლოჟის ეგიდით არსებულ „ლიბანის“ მასონთა ლოჟაში კუსბაში (ჩრდილოეთი ლიბანი), შემდეგ გადავიდა „ბეირუთის“ ლოჟაში.
1932 წელს ეგვიპტის დიდმა აღმოსავლეთმა დააარსა დიდი პროვინციული ლოჟა სირიისა და ლიბანისთვის. მასში პროვინციის დიდი ოსტატის თანამდებობა დაიკავა აჰმად ნამი ბეიმ.
1934 წლის 30 ივნისს აჰმად ნამი ბეი გახდა ლიბანის დიდი აღმოსავლეთის საპატიო წევრი, ხოლო 1947 წელს — საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის საპატიო წევრი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Sami Moubayed, Steel and Silk, Men and Women Who Shaped Syria, 1900–2000, Seattle, 2002, pp. 298–299 წწ.
- Khoury, Philip Shukry (2014). Syria and the French Mandate: The Politics of Arab Nationalism, 1920-1945. Princeton University Press. ISBN 9781400858392.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Thierry Millet (page 344), Le Tablier et le Tarbouche. Francs-maçons et nationalisme en Syrie mandataire — Index des noms de personnes, Classiques Garnier ISBN 978-2-8124-2562-2
- ↑ Thierry Millet, " La Franc-maçonnerie en Syrie sous l’administration française (1920—1946). Attraits et rejets du modèle français ", Cahiers de la Méditerranée, no 72, 15 juin 2006, p. 377—402 (ISSN 0395-9317)
- ↑ Jean Marc Aractingi, Dictionnaire des Francs maçons arabes et musulmans, , p. 347, Amazon editions, 2018 (ISBN 9781985235090)
- ↑ Beşşar’ın koltuğunun ilk sahipleri, Yıldız Sarayı’ndan yetişmiş bu iki Osmanlı idi. ( თურქ. .) ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2020. დაარქივებულია 11 ივნისი 2018 .