ნანა ნადარეიშვილი

ნანა ნადარეიშვილი (დ. 30 მაისი, 1952, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი. გეოგრაფიის დოქტორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით, ხოლო 1975-1979 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი.

ის 1974-1982 წლებში იყო - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების ლაბორანტი, ხოლო 1982-1986 წლებში, ამავე - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი 1984 წლიდან. დოცენტი იყო - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო ფაკულტეტის 1993-1997 წლიდან. 1997-2006 წლიდან ის იყო - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის, დოცენტი, ხოლო 1999 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 1986-2006 წლებში. 2006-2007 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის, მასმედიისა და კომუნიკაციების ინსტიტუტის, ლექტორი. ის ასევე 2006-2017 წლებში - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერი იყო. 2008-2011 წლებში - მარკეტინგული და მედია-კომუნიკაციების ინსტიტუტის, ლექტორი. იყო - უნივერსიტეტი "გორგასალი"ს, ლექტორი 2012-2015 წლებში, ხოლო 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის, ასოცირებული პროფესორი. იყო - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების, უფროსი მეცნიერი 2018 წლიდან და მისი ნაშრომები ეხება საქართველოს მოსახლეობის კვლავწარმოების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, შრომითი რესურსების ეკონომიკურ-გეოგრაფიულ კვლევას, მთიანი რაიონების დემოგრაფიული სიტუაციის შესწავლას, ცალკეული რეგიონების სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხებს და სხვა საკითხებს. შესრულებული აქვს 74 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია და არის 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია - თბ., უნივერსალი, 2017, გვ. 358 ISBN 9789941260490
  • რეგიონული ეკონომიკა - თბ., 2010, გვ. 362 ISBN 9789941024399
  • საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია/გეოგრაფია - მე-8 კლასი - თბ., ლოგოს პრესი, 2008, გვ. 465

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი - თბ., 2003, გვ. 200-201

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება