ნანა ბოტკოველი
ნანა ვლადიმერის ასული ბოტკოველი (დ. 27 აგვისტო, 1938, თელავი, საქართველოს სსრ — გ. 24 ნოემბერი, 2001, თბილისი) — საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი. საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი (1965), წლიდან საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1975).
ნანა ბოტკოველი | |
---|---|
სრული სახელი | ნანა ალექსანდრეს ასული ბოტკოველი |
დაიბადა | 27 აგვისტო, 1938 |
დაბადების ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ |
გარდაიცვალა | 24 ნოემბერი 2001 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | კერამიკა |
ჯილდოები | საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანანა ბოტკოველი დაიბადა 1938 წლის 27 აგვისტოს, ქალაქ თელავში, პედაგოგის ოჯახში, 1956 წელს დაასრულა საშუალო სკოლა თბილისში.[1] 1958–1964 წლებში სწავლობდა ქალაქ თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და ქანდაკების განყოფილებაზე (პედაგოგები: პროფესორები: სერგო ქობულაძე, დ. ციციშვილი, ბ. სებუევი, ს. მიქატაძე, ს. კვასხვაძე და ა. ფიცხელაური).
1963–1974 წლებში მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ადრეული და გვიანი ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მხატვრად. სწავლობდა და იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვით VI-II ათასწლეულების არქეოლოგიური განათხარი მასალის მიხედვით ორნამენტის წარმოშობსა და მის განვითარებას, პირველი კერამიკული მიმუშების თიხის შემადგენლობას.
1965 წლიდან მონაწილეობდა 150-ზე მეტ, რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო, ჯგუფურ გამოფენაში (იტალია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ფინეთი, იუგოსლავია, განა, საბერძნეთი, მონრეალი, შვეიცარია, ბულგარეთი, პორტუგალია, ისლანდია, ინდოეთი, ნიდერლანდები, ვიეტნამი, ფილიპინები და ყოფილი საბჭოთა კავშირის, თითქმის, ყველა ქვეყნის პერსონალურ გამოფენებში. მოგზაურობის დროს კითხულობდა ლექციებს უძველესი კერამიკის ისტორიის შესახებ, ხელოვნების სხვადასხვა ინსტიტუტში.
1968, 1970, 1973, 1975, 1978 წლებში მონაწილეობს ორთავიან შემოქმედებით მივლინებებში ზინტარის შემოქმედებით სახლში (ლატვია).
1969 წლიდან ეწევა აქტიურ საქველმოქმედო-საზოგადოებრივ მოღვაწეობას — აწყობდა ექსპედიციებს ხალხური ოსტატების, ნიჭიერ მოზარდებისა და ახალგაზრდა შემოქმედთა აღმოსაჩენად. ხელმძღვანელობდა მოძრავი გამოფენების აქტუალურ თემას „მეგობრობის ხიდი“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნანა ბოტკოველი, თბილისი, 1982, „მხატვრის სახლი“, საქართველოს სსრ მხატვართა კავშირი, რედაქტორი ჯ. კოკოზაშვილი, უე 08789.