ნაკრის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყ
ნაკრის უღელტეხილი (რუს. Донгузорун) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3203 მ. აგებულია კამბრიულისწინა კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარეების ნაკრისა (მესტიის მუნიციპალიტეტი) და ბაქსანის (ყაბარდო-ბალყარეთი) აუზებს.
ნაკრის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°12′46″ ჩ. გ. 42°27′26″ ა. გ. / 43.21278° ჩ. გ. 42.45722° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3203 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
გამავალი გზა | საცალფეხო |
აკავშირებს | მდინარეების ნაკრისა და ბაქსანის აუზებს |
ამგებელი ქანები | კამბრიულისწინა კრისტალური ფიქალი |
ლანდშაფტი | სუბნივალური |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 303.