ნაკრა (მწვერვალი)
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში
ნაკრა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — ნაკრის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მ. აგებულია კამბრიულისწინა ფიქლებით. დამახასიათებელია ალპური რელიეფი. მწვერვალის კალთებზე გავრცელებულია ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.
ნაკრა | |
---|---|
ბაბისმთა (მარცხნივ) და მწვერვალი ნაკრა (მარჯვნივ) | |
კოორდინატები: 43°12′00″ ჩ. გ. 42°29′42″ ა. გ. / 43.20000° ჩ. გ. 42.49500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3700 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 303.