ნაკარღალი
ნაკარღალი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (ფიჩორის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე. ზღვის დონიდან 3 მ, გალიდან 40 კმ., ფიჩორიდან 4 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მებოსტნეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 301.