ნავალ ელ საადავი
ნავალ ელ საადავი (არაბ. نوال السعداوي, დ. 27 ოქტომბერი, 1931) — ეგვიპტელი ფემინისტი, აქტივისტი და ექიმი მწერალი ქალი. მან მრავალი წიგნი მიუძღვნა ქალებს ისლამში. განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს მის საზოგადოებაში გავრცელებული ქალების წინადაცეთის პრაქტიკას. მას არაბული სამყაროს სიმონ დე ბოვუარად მოიხსენებენ.[16]
ნავალ ელ საადავი | |
---|---|
არაბ. نوال السعداوي | |
დაბადების თარიღი | 27 ოქტომბერი, 1931[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | Kafr Tahla, Kingdom of Egypt[5] |
გარდაცვალების თარიღი | 21 მარტი, 2021[6] [7] (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Q12206266?[8] |
საქმიანობა | ფსიქიატრი, ექიმი-მწერალი, გინეკოლოგი, რომანისტი[9] , პოლიტიკოსი, მწერალი და აქტივისტი |
მოქალაქეობა |
Kingdom of Egypt Republic of Egypt გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა ეგვიპტე |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი და კაიროს უნივერსიტეტი |
Magnum opus | Woman at Point Zero[10] და The Fall of the Imam[11] |
ჯილდოები | Seán MacBride Peace Prize[12] , სტიგ დაგერმანის პრემია[13] , North–South Prize[14] , 100 ქალი, კატალონიის საერთაშორისო პრემია, honorary doctor of the University of St Andrews, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Tromsø, honorary doctor of the University of Chicago, Q110908232? და 100 ქალი[15] |
მეუღლე | Sherif Hatata[9] [8] |
ის არის არაბი ქალების სოლიდარობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი,[17][18] ასევე ადამიანის უფლებათა არაბული ორგანიზაციის თანა-დამფუძნებელი.[19] ის სამ კონტინენტზეა დაჯილდოებული საპატიო ორდენებით. 2004 წელს მიიღო ევროპის საბჭოს ჩრდილო-სამხრეთის პრიზი. 2005 წელს ბელგიაში მიიღო იანას საერთაშორისო ჯილდო.[20] 2012 წელს მშვიდობის საერთაშორისო ბიურომ მშვიდობის პრიზით დააჯილდოვა.[21]
ნავალი კაიროში იყო: სააავტორი ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი საბჭოს წევრი; ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ეგვიპტის სამედიცინო ასოციაციის გენერალური მდივანი; Health Magazine-ინის მთავარი რედაქტორი და Medical Association Magazine-ის რედაქტორი.[22][23]
ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა 1931 წელს პატარა სოფელ კაფრ-ტალაში.[23] ცხრა და-ძმას შორის ის ასაკით მეორე იყო. მისი ოჯახი ტრადიციული იყო და ნავალს წინადაცვეთა 6 წლის ასაკში ჩაუტარეს. მამამისის სურდა ყველა შვილს განათლება მიეღო.[23]
მამამისი განათლების სამინისტროში მუშაობდა სანამ ის ეგვიპტის 1921 წლის აჯანყებების დროს ბრიტანეთის მიერ ეგვიპტის და სუდანის ოკუპაციის წინააღმდეგ კომპანიის გამო ნილოსის დელტაში მდებარე პატარა სოფელში არ გადაასახლეს. დედამისი თურქული წარმომავლობის ოჯახიდან იყო. ირივე მშობელი ნავალის ახალგაზრდობაში გარდაიცვალა[23] და ოჯახის ტვირთი მას დააწვა.[24]
კარიერა
რედაქტირებანავალმა კაიროს უნივერსიტეტი 1955 წელს ექიმის კვალიფიკაციით დაამთავრა. ამავე წელს დაქორწინდა აჰმედ ჰელმიზე. ქორწილი ორ წელწადში დასრულდა.[25][26] სამედიცინო პრაქტიკაში ნავალი ხვდებოდა ქალების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრობლემებს, რომელიც დაკავშირებული იყო საზოგადოების ქცევის წესებთან, პატრიარქალურ და კლასობრივ ზეწოლასთან.[27]
თავიდან ის მუშაობდა საკუთარ მშობლიურ სოფელში, სადაც ერთ-ერთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვის მცდელობის შემდეგ ნავალი დაიბარეს უკან ქაიროში. საბოლოოდ ის გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი და შეხვდა თავის მესამე ქმარ შერიფ ჰატატას. ჰატატა ასევე ექიმი იყო და 13 წლის განმავლობაში პოლიტპატიმრობაში გაატარა. ისინი 1964 წელს დაქორწინდნენ და შეეძინათ ბიჭი და გოგო. ისინი 43 წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდნენ.[28]
1972 წელს გამოსცა "ქალი და სექსი" (المرأة والجنس), სადაც ის უპირისპირდებოდა კულტურულ ნიადაგზე დამკვიდრებულ ქალის სხეულზე ძალადობის პრაქტიკას, მათ შორის ქალის წინადაცვეთასაც. წიგნი ფემინიზმის მეორე ტალღისთვის მნიშვნელოვანი ტექსტი გახდა. ამ წიგნის და მისი აქტივისტობის გამო ის ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მან ასევე დაკარგა ჯანდაცვის ჟურნალის მთავარი რედაქტორის და სამედიცინო ასოციაციის გენერალური მდივნის თანამდებობები. 1973-1976 წლებში იკვლევდა ქალების ნევროზს აინ შამსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. 1979-1980 წლებში იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აფრიკაში და შუა აღმოსავლეთში ქალების პროგრამების მრჩეველი.[29][30]
პატიმრობა
რედაქტირებათავისი ფემინისტური აქტივობის გამო ეგვიპტის მთავრობის მიერ ნავალი საშიშ პიროვნებად მიიჩნეოდა. 1981 წლის სექტემბერს ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ ალ-სადათის ბრძანებით დააკავეს[31] და იმავე წლის ბოლოს პრეზიდენტის მკვლელობიდან ერთ თვეში გაათავისუფლეს. პატიმრობა გაატარა ყატარის ქალთა ციხეში, რის შესახებაც 1983 წელს გამოსცა მოგონებები "მოგონებები ქალების ციხეზე" (مذكرات في سجن النساء ). მას დაპატიმრებამდეც ჰქონდა კავშირი ყატარის ციხის მსჯავრდებულ ქალებთან, რის შესახებაც 1975 წელს გამოცემულ წიგნში "ქალი ნულოვან წერტილში" (امرأة عند نقطة الصفر) წერს.[32]
ამერიკის შეერთებული შტატები და შემდგომი აქტივიზმი
რედაქტირება1988 წელს, როდესაც მას ისლამისტები და სხვა პოლიტიკური ფიგურები დაემუქრნენ იძულებული გახდა ეგვიპტე დაეტოვებინა. მან ჩრდილოეთ კაროლინაში დიუკის უნივერსიტეტში და ვაშინგტონის უნივერსიტეტში აფრიკა აზიის ენების დეპარტამენტში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1996-ში დაბრუნდა ეგვიპტეში.[33][34] ის განაგრძობდა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტივიზმს და აპირებდა 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა კანდიდატის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.[35] 2011 წელს ტაჰრირის მოედნის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა.[36]
2016 წელს ის უძღვებოდა ლონდონში სამეფო აფრიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ აფრიკელი მწერლების ფესტივალს. სადაც მან მარგარეტ ბასბისთან (ბრიტანეთში მცხოვრები განელი მწერალი და გამომცემელი) ერთად ისაუბრა თემაზე - "On Being A Woman Writer" ("ქალ მწერლად ყოფნის შესახებ").[37][38][39]
შეხედულება რელიგიაზე
რედაქტირება2014-ში ინტერვიუს დროს ნავალიმ თქვა: "ქალებზე ძალადობის ფესვები პოსტ-მოდერნისტულ კაპიტალიზმის სისტემაში დევს, რომელსაც რელიგიური ფუნდამენტალიზმი უჭერს მხარს".[40]
2015 წელს ჰაჯის დროს მოხდარ ჭყლეტაში ადამიანების დაღუპვის შესაებ თქვა:
"ისინი საუბრობენ, რომ ჯაჯის რიტუალის ორგანიზებას მოახდენენ და მომლოცველები უფრო მცირე ჯგუფწებით იმოძრავებენ. რაც მათ არ თქვეს არის ის, რომ ადამიანები იბრძოდნენ ქვამდე მისაღწევად. რაში ჭირდებათ იმ შავი ქვის კოცნა? მედია ამას არ იტყვის. ეს რა არის, რელიგიის კრიტიკისგან თავის შეკავება? ეს ცენზურაა."[28]
ის ამბობს, რომ ჰაჯის ისეთი ელემენტები, როგორიც შავი ქვის კოცნაა არის პრე-ისლამური და პაგანისტური.[41]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებანავალი პროფილურად წერს და ზოგიერთ ნაშრომს ონლაინ აქვეყნებს.[42] მისი წიგნებია:
- ქალი ექიმის მოგონებები (1960, 1980; ინგლისურად თარგმნა კატრინ კობჰამმა, 1989)
- ძებნა (1968; ინგლისურად თარგმნა შირლი ებერმა, 1991)
- მსოფლიოში ერთადერთი კაცის სიკვდილი (1974; ინგლისურად თარგმნა შერიფ ჰატატმა, 1985) ინგლისურად გამოიცა როგორც - God Dies by the Nile
- ქალი ნულოვან დონეზე (1975; ინგლისურად თარგმნა შერიფ ჰატატმა, 1983)
- ევას დამალული სახე: ქალი არაბულ სამყაროში (1977; ინგლისურად თარგმნა შერიფ ჰატატმა, 1980)
- The Circling Song (1978; ინგლისურად თარგმნა მერლი ბუტმა, 1989)
- Death of an Ex-Minister (1980; ინგლისურად თარგმნა შირლი ებერმა, 1987)
- მისი ადგილი სამოთხეში არაა (1979; ინგლისურად თარგმნა შირლი ებერმა)
- ორი ქალი ერთში (1983; ინგლისურად თარგმნეს ოსმან უსარმა და ჯანა გოჰმა, 1985)
- იმამის დაცემა (1987; ინგლისურად თარგმნა შერიფ ჰატატმა, 1988)
- მოგონებები ქალების ციხიდან (1984; ინგლისურად თარგმნა მერლი ბუტმა, 1994)
- ეშმაკის უცოდველობა (1994; ინგლისურად თარგმნა შერიფ ჰატატმა, 1994)
- North/South: The Nawal El Saadawi Reader (1997)
- სიყვარული ნავთობის სამეფოში, ინგლისურად თარგმნეს ბასილ ჰატიმ და მალკოლმ უილიამსმა (Saqi Books, 2000)
- ნოველა (2004; ინგლისურად თარგმნეს ომინა ამინმა და რიკ ლონდონმა, 2009)
- A Daughter of Isis
- Dissidenza e scrittura (2008)
- L'amore ai tempi del petrolio, 2009. ISBN 978-88-87847-16-1
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნავალ ელ საადავის საიტი - archive.org
- ნავალ ელ საადავი - AllAfrica
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ FemBio database
- ↑ AlKindi
- ↑ Munzinger Personen
- ↑ The International Who's Who of Women 2006 — Routledge, 2005. — ISBN 978-1-85743-325-8
- ↑ وفاة نوال السعداوي عن عمر يناهز 90 عامًا — Al-Masry Al-Youm, 2021.
- ↑ L’écrivaine égyptienne féministe Nawal El Saadawi est morte — მონდი, 2021.
- ↑ 8.0 8.1 Nawal el Saadawi, Advocate for Women in the Arab World, Dies at 89 — ნიუ-იორკ ტაიმზი.
- ↑ 9.0 9.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 340.
- ↑ Woman at Point Zero — Open Library.
- ↑ The fall of the imam — Open Library.
- ↑ International Peace Bureau to Award 2012 Sean MacBride Peace Prize to Nawal El-Sadaawi (Egypt) and Lina Ben Mhenni (Tunisia) — მშვიდობის საერთაშორისო ბიურო.
- ↑ Egyptian writer awarded Stig Dagerman prize — U Press.
- ↑ Award of the 10th Council of Europe North-South Prize — ევროპის საბჭო.
- ↑ BBC 100 Women 2015: Who is on the list? — BBC Online.
- ↑ Nawal El Saadawi | Egyptian physician, psychiatrist, author and feminist. ციტირების თარიღი: 7 March 2016
- ↑ "Arab Women's Solidarity Association United" დაარქივებული 2017-12-07 საიტზე Wayback Machine. , Lokashakti.
- ↑ Hitchcock, Peter, Nawal el Saadawi, Sherif Hetata. "Living the Struggle". Transition 61 (1993): 170–179.
- ↑ Nawal El Saadawi, "Presentation by Nawal El Saadawi: President's Forum, M/MLA Annual Convention, November 4, 1999", The Journal of the Midwest Modern Language Association 33.3–34.1 (Autumn 2000 – Winter 2001): 34–39.
- ↑ "PEN World Voices Arthur Miller Freedom to Write Lecture by Nawal El Saadawi". 8 September 2009. YouTube.
- ↑ International Peace Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 September 2015.
- ↑ Nawal El Saadawi. nawalsaadawi.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 12 February 2014.
- ↑ 23.0 23.1 23.2 23.3 Nawal El Saadawi. ციტირების თარიღი: 25 September 2015.
- ↑ Exile and Resistance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-27. ციტირების თარიღი: 2018-03-27.
- ↑ Koseli, Yusuf (2013). „A PSYCHOANALYTIC APPROACH TO THE NOVEL OF NAWAL EL SAADAWI TITLED MÜZEKKİRAT TABİBE“ (PDF). The Journal of International Social Research. 6 (28). ციტირების თარიღი: 16 November 2014.
- ↑ Khaleeli, Homa. (15 April 2010) Nawal El Saadawi: Egypt's radical feminist. ციტირების თარიღი: 25 September 2015.
- ↑ Feminism in a nationalist century
- ↑ 28.0 28.1 Cooke, Rachel. Nawal El Saadawi: ‘Do you feel you are liberated? I feel I am not’. The Observer (11 October 2015). ციტირების თარიღი: 23 October 2015.
- ↑ Saadawi, Nawal el – Postcolonial Studies en-US. ციტირების თარიღი: 31 July 2017
- ↑ Saʻdāwī, Nawāl (15 December 1997). The Nawal El Saadawi Reader (en). Palgrave Macmillan. ISBN 9781856495141.
- ↑ Uglow, Jennifer S.; Hendry, Maggy (1999) The Northeastern Dictionary of Women's Biography. Northeastern University Press, გვ. 189–190. ISBN 9781555534219.
- ↑ The Books of Nawal El Saadawi (7 March 2011). ციტირების თარიღი: 31 July 2017
- ↑ Dr Dora Carpenter-Latiri, "The Reading Room: A review of ‘Memoirs of a woman doctor’", BMJ Blog, 11 November 2015.
- ↑ Jessica Ling, "Today in History: Happy 85th Birthday, Nawal El Saadawi!", Warscapes, 27 October 2016.
- ↑ "Egypt presidential aspirant pulls out", AlJazeera, 16 July 2005.
- ↑ Elizabeth Rubin, "The Feminists in the Middle of Tahrir Square", Newsweek, 6 March 2011.
- ↑ "About Last Weekend: Africa Writes 2016 | The Headline Event", Bookshy, 9 July 2016.
- ↑ Kelechi Iwumene, "Africa Writes 2016: The Round-Up". დაარქივებული 2023-12-02 საიტზე Wayback Machine.
- ↑ "On Being A Woman Writer: Nawal El Saadawi in conversation" დაარქივებული 2024-06-02 საიტზე Wayback Machine. , Africa Writes, 2 July 2016.
- ↑ Fariborz, Arian. (5 July 2014) They don't want any really courageous people!. ციტირების თარიღი: 5 November 2015.
- ↑ Fiona Lloyd-Davies, "No compromise", Correspondent, BBC News, 26 October 2001.
- ↑ Works available online at Saadawi's website.