მარგარეტ ბასბი
მარგარეტ ბასბი (ინგლ. Margaret Busby; დ. 11 ოქტომბერი, 1944), ასევე ცნობილია, როგორც Nana Akua Ackon — გაერთიანებული სამეფოში მოღვაწე, წარმოშობით განელი გამომცემელი, რედაქტორი, და მწერალი.[2][3] ის იყო ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი შავკანიანი ქალი გამომცემელი, როდესაც 1960-იანებში მან კლივ ელიზონთან ერთად ლონდონში დააფუძნა საგამომცემლო სახლი Allison & Busby.[4]
მარგარეტ ბასბი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1944[1] (80 წლის) |
დაბადების ადგილი | აკრა, ოქროს ნაპირი |
საქმიანობა | ავტორი, მწერალი და ჟურნალისტი |
მოქალაქეობა | განა |
ალმა-მატერი | ბედფორდის კოლეჯი |
ჯილდოები | Benson Medal, Society of Young Publishers, Women in Publishing, Pan African Writers' Association და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი |
მეუღლე | Lionel Grigson |
ნათესავ(ებ)ი | Moira Stuart, Phyllis Christian და Clara Marguerite Christian |
განათლება
რედაქტირებამარგარეტი 1944 წელს დაიბადა ბრიტანეთის კოლონია ოქროს ნაპირის (დღევანდელი განა) დედაქალაქ აკრაში,[5][6] ჯორჯ და სარა ბასბების ოჯახში. მის მშობლებს ოჯახური კავშირები ჰქონდათ კარიბებში, კერძოდ: ტრინიდადი და ტობაგოში, ბარბადოსში და დომინიკაში. მამამისი იყო კვამე ნკრუმას მენტორის ჯორჯ პადმორისს მეგობარი[7] და სირილ ჯეიმზის კლასელი. სარას მამა ჯორჯ ჯეიმზ ქრისტიანი იყო 1900 წელს ლონდონში ჩატარებული პირველი პან-აფრიკული კონფერენციის დელეგატი.[8][9]
სკოლის დასრულების შემდეგ მარგარეტი სწავლობდა რედფორდის კოლეჯში, ლონდონის უნივერსიტეტში.[10] სადაც ის გახდა კოლეჯის ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი და გამოსცემდა საკუთარ ლექსებს. ის ბრიტანელ ჯაზ მუსიკოსსა და განმანათლებელ ლიონელ გრიგსონზე (1942–1994) დაქორწინდა.[4]
გამომცემლობა
რედაქტირებაუნივერსიტეტში ყოფნის დროს შეხვდა მის მომავალ ბიზნეს პარტნიორ კლივ ელისონს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სანამ ის დაარსებდა Allison and Busby-ს მუშაობდა Barrie & Jenkins-ის გამომცემლობა Cresset Press-ში. პირველი წიგნები გამოუშვეს 1967-ში. თვითონ შემდგომი 20 წლის მანძილზე Allison and Busby-ის სარედაქციო დირექტორის პოზიცია ეკავა.[11] მათ გამოცეს მრავალი მნიშვნელოვანი ავტორი, მათ შორის: სირილ ჯეიმზი,[12] როზა გაი, ადრიან მიჩელი, მიამატო მუსაში, არტურ მეიმანი, ჰანტერ სკოტ ტომპსონი, მაიკლ მურკოკი და ენდრიუ სალკი.
სანამ მარგარეტი აირჩევდა თავისუფალი რედაქტორის, მწერალის და კრიტიკოსის კარიერას ის Earthscan-ის რედაქტორის იყო.[11]
მწერლობა, რედაქტირება და მაუწყებლობა
რედაქტირებაროგორც ჟურნალისტი ის წერდა The Guardian-ის, The Observer-ის,[13] The Independent-ის[14] და სხვა როგორც ზოგადი ასევე ლიტერატურაზე სპეციალიზებული გამოცემებისთვის. მის მიერ გაკეთებული მიმოხილვების სიაში არიან ისეთი ავტორები როგორიცაა: გვენდოლინ ბრუკსი, ჯუნ იორდანი, ტონი კადე ბამბარა, ფლორინს კენედი, აუგუსტ ვილსონი და ჯერალდინ კონორი.[15]
გვიანი 1960-იანების შემდეგ რეგულარულად მუშაობდა რადიოსთვის. მას მიჰყავდა ლიტერატურული გადაცემა London Line,[16] ასევე ჰქონდა BBC World Service ისი გადაცემა Break For Women და მოგვიანებით Spectrum Radio-ზე Talking Africa. გამოდიოდა სხვა და სხვა პროგრამებში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში Democracy Now!-ში.
ლიტერატურული აქტივობა
რედაქტირებაის მუდმივად მუშაობდა საგამომცემლო საქმიანობაში მეტი მრავალფეროვნების შესატანად და 1980-იანებში იყო ორგანიზაცია Greater Access to Publishing-ის დამფუძნებელი წევრი.[3][17][18] ორგანიზაცია ეწეოდა ბრიტანულ საგამომცემლო ბიზნეში მეტი შავკანიანის ჩართულობის კამპანიას.[19] არის Independent Black Publishers -ის მფარველი.[11][20]
იყო მრავალი ლიტერატურული კონკურსის ჟიური, მათ შორის: კაენის პრიზი,[21] ქალთა პრიზი მხატვრული ლიტერატურისათვის, დამოუკიდებელი უცხოენოვანი მხატვრული ლიტერატურა,[22] პრიზი კარიბის ლიტერატურისთვის[23] და აფრიკა39.[24]
იყო სხვა და სხვა კულტურული ორგანიზაციების საბჭოს წევრი, მათ შორის: აფრიკის ცენტრი ლონდონში, English PEN, სამეფო ლიტერატურული ფონდი, Wasafiri.[25]
2018 წელს ქალთა საარჩევნო უფლებების ასი წლისთავზე ჟურნალ The Voice-მა მარგარეტი დაასახელ რვა შავკანიან ქალს შორის რომლებმაც ბრიტანეთის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.[26]
ჯილდოები
რედაქტირება- 1970: Society of Young Publishers-ის ჯილდო[27]
- 1993: Pandora Award[27] Women in Publishing-სგან
- 1998: Alpha Kappa Alpha (AKA) -ის საპატიო წევრი[28]
- 1999: Race in the Media Award რადიო შოუსთვის Minty Alley
- 1999: განის ტრადიციული წოდება - Nana Akua Ackon, კეიპ-კოსტი[29]
- 2004: Open University-საპატიო დოქტორი[30] ხელოვნების და მეცნიერების სამსახურისთვის.
- 2006: ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობისთვის[31]
- 2011: საპატიო სტიპენდია, დედოფალი მარის ლონდონის უნივერსიტეტი[32]
- 2015: Henry Swanzy Award კარიბების გამორჩეული სამსახურისთვის[33][34]
- 2015: გაერთიანებული სამეფოს აფრიკული მემკვიდრეობის მაღალი მიღწევების აღიარების ჯილდო[35] from the House of Amau[36][37]
- 2015: (Pan African Writers Association) PAWA- საპატიო წევრობის ჯილდო, განა.[38]
- 2017: ლიტერატურის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრად არჩევა და Benson Medal-ით დაჯილდოება.[39][40]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Articles by Margaret Busby, Journalisted.
- "Women's History Month: We Celebrate Margaret Busby OBE" დაარქივებული 2018-03-31 საიტზე Wayback Machine. , The Voice, 31 March 2017.
სქოლიიო
რედაქტირება- ↑ Africa Yearbook — Brill. — ISSN 1871-2525; 1872-9037
- ↑ "Margaret Busby", African Writing Online, October/November 2007.
- ↑ 3.0 3.1 Jazzmine Breary, "Let’s not forget", in Writing the Future: Black and Asian Writers and Publishers in the UK Market Place, Spread the Word, April 2013, p. 30.
- ↑ 4.0 4.1 Margaret Busby, "Clive Allison obituary", The Guardian, 3 August 2011.
- ↑ „Margaret Busby-Edited Anthology to Feature 200 Female Writers Including Adichie, Aminatta Forna, Bernadine Evaristo, Imbolo Mbue, Warsan Shire, Zadie Smith“. brittlepaper.com. 10 January 2018. ციტირების თარიღი: 22 March 2018.
- ↑ (1966) Books and Bookmen. Hansom Books, გვ. 123. ციტირების თარიღი: 22 March 2018.
- ↑ Cameron Duodu, "Edward Wilmot Blyden, grandfather of African liberation" დაარქივებული 2015-11-19 საიტზე Wayback Machine. , Pambazuka News, Issue 538, 6 July 2011.
- ↑ Lester Lewis, "Pan Africans On The Rise Again", RaceandHistory.com, 23 January 2001.
- ↑ Marika Sherwood, Origins of Pan-Africanism: Henry Sylvester Williams, Africa, and the African Diaspora, Routledge, 2011, p. 336, note 13.
- ↑ Alison Donnell, "Busby, Margaret", Companion to Contemporary Black British Culture, Routledge, 2002.
- ↑ 11.0 11.1 11.2 "Margaret Busby – Prize Ambassador", SI Leeds Literary Prize.
- ↑ Emma Bartholomew, "CLR James’ publisher Margaret Busby: ‘My 50 years working with books’" დაარქივებული 2020-12-01 საიტზე Wayback Machine. , Hackney Gazette, 25 January 2017.
- ↑ Margaret Busby, "The Last Holiday: A Memoir by Gil Scott-Heron – review", The Observer, 5 February 2012.
- ↑ Margaret Busby, The Independent.
- ↑ Margaret Busby profile at The Guardian.
- ↑ "Margaret Busby", British Universities Film & Video Council.
- ↑ "Promoting diversity in publishing" დაარქივებული 2015-11-19 საიტზე Wayback Machine. , Editorial Training, 2 June 2010.
- ↑ Margaret Busby, "'Is it still a case of plus ça change?'", The Bookseller, 4 November 2016. "Black Books", New Statesman, April 1984.
- ↑ "Greater Access to Publishing" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. records held at London Metropolitan Archives.
- ↑ Tricia Wombell, "Books and Spoken Word Interview: Meet Margaret Busby" დაარქივებული 2018-03-15 საიტზე Wayback Machine. , Lime.
- ↑ "About Us — People", The Caine Prize.
- ↑ Boyd Tonkin, "The long-list for this year's Independent Foreign Fiction Prize", The Independent, 2 April 2009.
- ↑ Ivette Romero, "The Bocas Lit Fest: The Trinidad and Tobago Literary Festival" დაარქივებული 2015-11-19 საიტზე Wayback Machine. , Repeating Islands, 7 February 2011.
- ↑ Margaret Busby, "Africa39: how we chose the writers for Port Harcourt World Book Capital 2014", The Guardian, 10 April 2014.
- ↑ "Trustees" დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. , Wasafiri.
- ↑ Leah Sinclair, "Suffrage 100: The Black Women Who Changed British History" დაარქივებული 2019-07-19 საიტზე Wayback Machine. , The Voice, 6 February 2018.
- ↑ 27.0 27.1 Black Power: Photographs by Donald MacLellan, National Portrait Gallery.
- ↑ AKA International Region at Sigma Theta Omega Chapter.
- ↑ "Diversity – Margaret Busby" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , EMMA (Ethnic Multicultural Media Academy).
- ↑ "Doctor of the University 1973–2011" დაარქივებული 2013-12-13 საიტზე Wayback Machine. , Honorary Degree Awards 1973–2011
- ↑ "31st December, 2005, New Year Honours" დაარქივებული 2015-12-22 საიტზე Wayback Machine. , Government News.
- ↑ Honorary Fellows დაარქივებული 2016-09-27 საიტზე Wayback Machine. , დედოფალი მარის ლონდონის უნივერსიტეტი.
- ↑ "Margaret Busby, OBE" (Biography) დაარქივებული 2015-11-19 საიტზე Wayback Machine. , NGC Bocas Lit Fest.
- ↑ "Bocas Henry Swanzy Award for Distinguished Service to Caribbean Letters" დაარქივებული 2015-07-02 საიტზე Wayback Machine. , NGC Bocas Lit Fest.
- ↑ "UK African Heritage High Achievers Recognition Award Presentation Ceremony" დაარქივებული 2018-08-09 საიტზე Wayback Machine. , ამაუს სახლი, 30 სექტემბერი 2015.
- ↑ "House of AMAU (AMBA) Africa & Diaspora Writers", UK Black Writers Forum.
- ↑ "Another Honour for Margaret Busby OBE" დაარქივებული 2018-08-09 საიტზე Wayback Machine. , George Padmore Institute, 20 October 2015.
- ↑ Evelyn Osagie, "Echoes of Achebe’s works at writers’ show", The Nation (ნიგერია), 25 ნოემბერი 2015.
- ↑ Natasha Onwuemezi, "Rankin, McDermid and Levy named new RSL fellows", The Bookseller, 7 June 2017.
- ↑ Current RSL Fellows. Royal Society of Literature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 11 June 2017.