ნადირ შაჰის ინდური კამპანია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ნადირ შაჰის ინდური კამპანია
ნადირ შაჰ აფშარის ომების ნაწილი

ნადირ შაჰი დელის ალყის დროს
თარიღი 1738—1740
მდებარეობა დიდ მოგოლთა იმპერია
შედეგი სპარსეთის გამარჯვება
მხარეები
დიდ მოგოლთა იმპერია
მეთაურები
* ნადირ შაჰი * მუჰამად-შაჰი
  • ხუდოიარ ხანი
ნადირ შაჰის ინდური კამპანია ვიკისაწყობში

ნადირ-შაჰის ინდური კამპანიასპარსეთის მმართველის ნადირ-შაჰის ლაშქრობა დიდ მოგოლთა  იმპერიაში, რომელიც დასრულდა დელის აღებით 1739 წლის მარტში. სპარსეთის არმიამ იოლად დაამარცხა მოგოლები კარნალის ბრძოლაში და საბოლოოდ დაიპყრო მუღალის დედაქალაქი. ნადირ-შაჰის გამარჯვებამ სუსტ და დანგრეულ მოგოლთა იმპერიაზე  გზა გაუხსნა მას სპარსეთის მთავარ მეტოქესთან, ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში.[1]

ნადირ-შაჰი გახდა სპარსეთის მმართველი 1736 წელს, როდესაც მისმა ჯარებმა აიღეს ისპაჰანი და დაამხეს სეფიანთა დინასტია. 1738 წელს ნადირმა დაიპყრო ყანდაარი, ჰოთაკის დინასტიის ბოლო ფორპოსტი ავღანეთში. შემდეგ დაიწყო მზადება ლაშქრობისთვის ჰინდუქუშის მთების გავლით ჩრდილოეთ ინდოეთში, რომელიც იმ დროს მუღალის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.[2]

მოგოლთა იმპერია დასუსტებული იყო დამანგრეველი ომებით აურანგზების გარდაცვალებიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ინდოელმა მარათებმა დაიპყრეს იმპერიის ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილი ცენტრალურ და ჩრდილოეთ ინდოეთში, ხოლო ბევრმა მოგოლმა თავადაზნაურობამ დაიმტკიცა  დამოუკიდებლობა და დააარსა პატარა სახელმწიფოები. უზენაესმა მმართველმა მუჰამად შაჰმა ვერ შეაჩერა იმპერიის დაშლა. ადმინისტრაცია კორუმპირებული და სუსტი იყო, ამავე დროს ქვეყანა ჯერ კიდევ უკიდურესად მდიდარი იყო, ხოლო დელის კეთილდღეობა და პრესტიჟი ჯერ კიდევ მაღალ დონეზე იყო.  ისევე როგორც სხვა უცხოელი დამპყრობლები, ქვეყნის სიმდიდრეს დახარბებული ნადირ-შაჰი ძარცვის გზებს ეძებდა.

ნადირ-შაჰმა დიდ მოგოლთა  იმპერატორ მუჰამად შაჰს  ქაბულის გარშემო საზღვრების დახურვა მოსთხოვა, რათა ავღანელი აჯანყებულები არ შეჭრილიყვნენ სპარსეთის მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი დათანხმდა, მან პრაქტიკულად არ მიიღო გადამჭრელი ზომები. ნადირმა ეს გამოიყენა როგორც ომის საბაბი და დაიწყო თავისი ინდოეთის კამპანია.

მან დაამარცხა ჰინდუქუშისკენ გაქცეული  ავღანელი მტრები.  დაიპყრო ისეთი დიდი ქალაქები: ღაზნი, ქაბული და ფეშავარი, სანამ პენჯაბში გადავიდოდა და ლაჰორს აიღებდა.  ვიდრე მოგოლები აგროვებდნენ დიდ ჯარს მის წინააღმდეგ, ნადირმა წლის ბოლომდე  მდინარე ინდამდე მივიდა.

კარნალის ბრძოლა 1739 წლის 24 თებერვალს გახლდათ გადამწყვეტი გამარჯვება ნადირ-შაჰისთვის.  მისმა ჯარებმა სამ საათში დაამარცხეს მუჰამად შაჰის არმია. ორივე ერთად შევიდა დელიში. დედაქალაქის გასაღებები ნადირს გადაეცა. ნადირ-შაჰი  ქალაქში 1739 წლის 20 მარტს შევიდა და წითელი ციხე დაიკავა. მის პატივსაცემად იჭრებოდა მონეტები და მისი სახელი მოხსენიებული იყო   ქადაგებებში ჯამა-მასჯიდში და დელის სხვა მეჩეთებში.[3]

ხოცვა-ჟლეტა დელიში

რედაქტირება
 
ნადირ-შაჰი კარნალას ბრძოლაში

სპარსელების ოკუპაციამ გამოიწვია ქალაქში ფასების ზრდა. დედაქალაქის გუბერნატორი ცდილობდა ფასების შემცირებას და სპარსეთის ჯარები გაგზავნა ფაჰარგანჯის ბაზარში მათ დასარეგულირებლად. ადგილობრივმა  ვაჭრებმა უარი განაცხადეს ფასების დაწევაზე, რამაც გამოიწვია ძალადობა, რის შედეგადაც ნადირის ჯარისკაცები დაიღუპნენ.

გავრცელდა ჭორი, რომ ნადირ-შაჰი მოკლა ქალმა წითელ ციხესთან, ზოგიერთი ინდოელი სპარსელ ჯარისკაცებს დაესხა თავს.  დაიწყო არეულობა. ნადირმა თავის ჯარისკაცებს ძალადობაზე საპასუხო ქმედების  უფლება მისცა.

22 მარტის დილას შაჰმა დატოვა სასახლე ჯავშანტექნიკით და გამაგრდა როვშან-ოდ-დოლის მეჩეთში, ჩანდნი ჩოუკის კვარტალში. შემდეგ, დოლისა და საყვირის თანხლებით, მან აიღო თავისი საბრძოლო ხმალი და ანიშნა თავის ჯარებს, რომ აჯანყება სისხლში ჩაეხშოთ. თითქმის მაშინვე, სრულად შეიარაღებული, ნადირის არმიამ შეუიარაღებელ მოქალაქეებს შეუტია. ინდუსებითა და მუსლიმებით მჭიდროდ დასახლებული დელის ჩანდნი ჩოუკის, დარიბა კალანის, ფატეჰპურის, ფაიზ ბაზარის, ჰაუზ კაზის, ჯოჰრი ბაზარის, ლაჰორის, აჯმერის და ქაბულის უბნები მალე გვამებით გაივსო. მუსლიმები, ისევე როგორც ინდუსები და სიქები, ხოცავდნენ თავიანთ ქალებს, ბავშვებს და იკლავდნენ თავებს სპარსელების ხელში ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად.[4]

დანაკარგები

რედაქტირება

დადგენილია, რომ 1739 წლის 22 მარტს ექვსი საათის განმავლობაში 20,000-დან 30,000-მდე ინდოელი მამაკაცი, ქალი და ბავშვი მოკლეს. მსხვერპლთა ზუსტი მონაცემები უცნობია, რადგან ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მსხვერპლთა ცხედრები დაკრძალეს ორმოებში ან დაწვეს უზარმაზარ კოცონზე სათანადო აღრიცხვის გარეშე.

 
კოჰინური ძველი იერსახით, 1852 წლამდე.ილუსტრაცია ენციკლოპედიიდან "Nordisk Familjebok"

დელი რამდენიმე დღეში გაზარცვეს. ქალაქელებს დიდი ჯარიმა - 20 მილიონი რუპია დააკისრეს. მუჰამად შაჰმა გადასცა სამეფო ხაზინის გასაღებები და დაკარგა „ფარშევანგის ტახტი“, რომელიც მოგვიანებით სპარსეთის იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოდ იქცა. სხვა საგანძურებთან ერთად ნადირმა ასევე მიიღო ალმასები კოჰინური და დერიანური , რომლებიც ამჟამად ამშვენებენ  ბრიტანეთის და ირანის მონარქიის გვირგვინებს, შესაბამისად. სპარსეთის ჯარებმა დატოვეს დელი 1739 წლის მაისის დასაწყისში.[5]

შედეგები

რედაქტირება

დელიდან წამოღებული საგანძური იმდენად ძვირფასი იყო, რომ ნადირ-შაჰმა დაბრუნების შემდეგ სამი წლის განმავლობაში სპარსეთში შეწყვიტა  გადასახადების აკრეფა.  ნადირ-შაჰის გამარჯვებამ მოგოლთა იმპერიის დანგრევამ საშუალება მისცა მას შეებრძოლებოდა დასავლეთს და კიდევ ერთხელ შეტაკებოდა ოსმალეთს. ოსმალეთის სულთანმა მაჰმუდ I-მა წამოიწყო ირან-ოსმალეთის ომი (1743–1746), რომელშიც მუჰამად-შაჰი გახლდათ თურქების მოკავშირე 1748 წლამდე (გარდაცვალებამდე).

ნადირ-შაჰის შემოსევამ დიდ მოგოლთა იმპერიის დამცირება, ძარცვა და დაშლა გამოიწვია. ნადირ-შაჰის ინდურმა კამპანიამ გზა გაუხსნა ნახევარკუნძულის კოლონიზაციას კიდევ ერთი უცხოელი დამპყრობლის — ბრიტანეთის ოსტ ინდოეთის კომპანიის მიერ.[6]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Axworthy, Michael, «The Sword of Persia; Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant», I B Tauris, 2009.
  • John Clark Marshman (1863). «Nadir Shah». The History of India. Serampore Press. p. 199.
  1. "Nadir Shah". Britannica.com.
  2. Naimur Rahman Farooqi. Mughal-Ottoman relations: a study of political & diplomatic relations between Mughal India and the Ottoman Empire, 1556–1748 — Idarah-i Adabiyat-i Delli, 1989.
  3. This section: Axworthy pp.1—16, 175—210
  4. Satish Chandra (1959). Parties And Politics At The Mughal Court. "My coming to Cabul and possessing myself thereof was purely out of zeal for Islam and friendship for you...my stay on this side of the Attock is with a view that when those infidels (the Marathas) move towards Hindustan, I may send an army of the victorious Kizzilbash to drive them to the abyss of hell
  5. William Dalrymple, Anita Anand (2017). Koh-i-Noor. Bloomsbury Publishing. p. 52. ISBN 978-1408888858.
  6. Nadir Shah in India : Sarkar, Jadunath : Free Download, Borrow, and Streaming". Internet Archive. Retrieved 18 August 2020.