მარათების სახელმწიფო

მარათების სახელმწიფო (ზოგჯერ მარათების იმპერია ან მარათების კონფედერაცია) (მარათები मराठा साम्राज्य) — მსხვილი ინდუსური სახელმწიფო, შექმნილი მარათების მიერ 1674 წელს შივაჯის ხელმძღვანელობით თანამედროვე მაჰარაშტრას შტატის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. დედაქალაქი — რაიგადი. მარათებს მიაწერენ დიდ მოგოლთა იმპერიის დამარცხებას.[1]

მარათების სახელმწიფო

შივაჯის შვილიშვილების მმართველობიდან დაწყებული იზრდება ცენტრიდანული ტენდენციები და ცალკეული ოლქები თავს პეშვას ხელისუფლებიდან დამოუკიდებლად აცხადებენ. 1720-1730-ან წლებში მარათების სამფლობელოები გარდაიქმნა მარათების სათავადოების კოალიციად, რომელთა შორის, ყველაზე ძლიერი ხდება გვალიარი.

მესამე პეშვა, ბალაჯი ბაჯი რაო (1740-1761) მთელ რიგ რეიდებს აწყობს დეკანიდან ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით. მარათების ძალები დეკანის შიგნით გაიზარდა მუსულმანური ნიზამის შემდეგ (მათთან გადახდილი ორი ომის შედეგად). მუსლიმთა მთავარი ცენტრები იმ დროისათვის იყო პუნა და ნაგპური.

1761 წელს მარათების მმართველებმა გამანადგურებელი მარცხი განიცადეს პანიპატთან აჰმად შაჰ დურანის ავღანური ჯარებისაგან. ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში მარათელი თავადები ცდილობდნენ თავიანთი სამფლობელოების გაფართოებას. მაგალითად, გვალიარის რაჯამ დაიკავა დელი, ხოლო მალვას მმართველმა რაჯასტანისა და პენჯაბის ნაწილი.

შიდა კონფლიქტებით ისარგებლა ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ. ანგლო-მარათების სამი ომის (1775—1782, 1803—1805, 1817—1818) შედეგად, ბრიტანელებმა მარათებს წაართვეს დელი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. ხოლო თავად რაჯები ბრიტანეთის ვასალებად გადაიქცნენ.

  1. The Marathas. Encyclopædia Britannica, Inc..