პანიპატი (ინდ. पानीपत) — ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში, ჰარიანას შტატში. მდებარეობს ქალაქ დელიდან ჩრდილოეთით 90 კმ. მანძილზე და ქალაქ ჩანდიგჰარიდან სამხრეთით 169 კმ. მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 219 მ. ქალაქი იყო პანიპატის სამი ისტორიული ბრძოლის სამოქმედო არეალი 1526 წელს, 1556 წელს, 1761 წელს.

ჰარაიანა. პანიპატი

მოსახლეობა

რედაქტირება

2001 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 261 665 ადამიანს. მამაკაცთა ხვედრითი წილი 55%, ქალთა — 45%, განათლების დონე 69% (მ.შ. 73% მამაკაცი და 64%ქალი). 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ხვედრითი წილი მოსახლეობის 14%-ია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება