ნაბაკევი (გალის მუნიციპალიტეტი)
ნაბაკევი[1][2] (1952 წლამდე გაბარი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 20 მ, გალიდან 25 კმ.
სოფელი | |
---|---|
ნაბაკევი | |
გალის რაიონი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გალი |
კოორდინატები | 42°30′06″ ჩ. გ. 41°40′29″ ა. გ. / 42.50167° ჩ. გ. 41.67472° ა. გ. |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება ნაწარმოებია ნა-ევ თავსართ-ბოლოსართით, რომელიც წინანდელ ვითარებაზე მიუთითებს: ნა-ბაკ-ევ-ი აღნიშნავს ადგილს სადაც წინათ ბაკი ყოფილა (ბაკი არის პირუტყვის საზაფხულო სადგომი, შემოღობილი, მაგრამ უსახურავო).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 280.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 122.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 73.