მწუხარების ღამე
მწუხარების ღამე (ესპ.La Noche Triste) — ეწოდება ესპანელების მიერ მექსიკის ტერიტორიის დაპყრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს, 1520 წლის 30 ივნისის ღამეს, როდესაც ერნან კორტესი ძალზე ახლოს იმყოფებოდა აცტეკების იმპერიის დედაქალაქ ტენოჩტიტლანთან და საიდანაც თვითონ კორტესმა ძლივს მოახერხა გაქცევა.
დასაწყისი
რედაქტირებაკორტესის ექსპედიცია აცტეკების იმპერიის დედაქალაქ ტენოჩტიტლანში პირველად 1519 წლის 8 ნოემბერს გამოჩნდა. მათ მალევე მოახრეხეს აცტეკების იმპერატორის, მონტესუმა II-ის დატყვევება.
რამდენიმე თვის შემდეგ, ივნისში, მექსიკის ყურის სანაპიროებიდან მოვიდა ცნობა, რომ კუბის გუბერნატორის, ველასკესის მიერ გამოგზავნილ იქნა ესპანელთა რაზმები ურჩი კორტესის შესაჩერებლად და დასატყვევებლად. ამ ამბის შეტყობის შემდეგ, კორტესი ტენოჩტიტლანში ტოვებს თავის უერთგულეს ლეიტენანტ პედრო დე ალვარადოს და თვითონ, გარკვეულ რაზმთან ერთად მიემართება სანაპიროსაკენ, სადაც ის ეგებება ესპანელთა ჯარებს და მათ სასტიკად ამარცხებს. დამარცხებულ ჯარისკაცებს კორტესი უყვება ოქროს ქალაქის – ტენოჩტიტლანის შესახებ და ისინიც, სიმდიდრეს დახარბებულნი, სასწრაფოდ უერთდებიან კორტესს.
კორტსესი არყოფნისას, პედრო დე ალვარადომ აცტეკი დიდებულების წინააღმდეგ, მთავარ ტაძარში მოაწყო საშინელი სასაკლაო – 100-ზე მეტი დიდებული სიცოცხლეს გამოასალმა. ეს ფაქტი ისტორიაში შევიდა როგორც „ხოცვა-ჟლეტა მთავარ ტაძარში“.
ივნისის ბოლოს, როდესაც კორტესი ტენოჩტიტლანში დაბრუნდა, მას ახალი ამბავი დახვდა: აცტეკებს უკვე ახალი იმპერატორი ჰყავდათ არჩეული – კუიტლაუაკი. სულ ცოტა ხნის შემდეგ, აცტეკებმა ალყა შემოარტყეს მონტესუმას სასახლეს, სადაც ესპანელები იყვნენ დაბანაკებულნი. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კორტესმა, აიძულა მონტესუმა გასულიყო სასახლის აივანზე და დაეშოშმინებინა გააფთრებული აცტეკები და ეთხოვა მათთვის, რომ ესპანელებისთვის მიეცათ საშუალება, რათა უკან, სანაპიროზე მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. ვერაფერმა დააშოშმინა გაშმაგებული აცტეკები, მათ მონტესუმას სიცილი დააყარეს, ქვებისა და შუბების წვიმა დაუშინეს. შედეგად მონტესუმა დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ალყაში მოქცეულ კორტესის ამალას სულ რამდენიმედღის სამყოფი წყალი და საკვებიღა დარჩენოდა. ამიტომ კორტესმა ალყის გარღვევა გადაწყვიტა. ვინაიდან კუნძულზე მდებარე ქალაქიდან გარეთ გასასვლელი ყველა ხიდი ჩამტვრეული იყო, ესპანელებმა სახელდახელოდ გამართული ხიდი გამოიყენეს. ნაძარცვი ოქრო და სხვა ძვირფასეულობა, შეფუთეს და გადამალეს, ხოლო რისი წაღებაც შეძლეს, ესპანელმა ჯარისკაცებმა თან გაიყოლეს.
მწუხარების ღამე
რედაქტირება1520 წლის 30 ივნისის ღამეს, ესპანელთა გაძლიერებული არმია, შემოვლითი და დამალული გზებით, აცტეკების მძინარე ქალაქში შევიდა. მაგრამ ისინი ქალაქის დარაჯმა მაინც შენიშნა და განგაშის ზარების რეკვა დაიწყო.
ბრძოლა სასტიკი აღმოჩნდა. ესპანელებს წყლიდან ნავებით შემოუერთდნენ საგულდაგულოდ დამალული ადგილობრივი მოკავშირეები. ბრძოლის პარალელურად, ესპანელებს თან ქალაქის ოქრო გაჰქონდათ ტბაზე სახელდახელოდ მოწყობილი ხიდების საშუალებით. ზოგიერთმა ესპანელმა იმდენად იხარბა, რომ ოქროს სიმძიმემ დასცა და ტბაში დაახრჩო.
ბრძოლაში კორტესმა მხოლოდ 150 ესპანელი ჯარისკაცი და 2.000 ადგილობრივი მოკავშირე დაკარგა. სხვადასხვა წყაროები დაღუპულ ესპანელთა სხვადასხვა რაოდენობას გვაწვდის. ზოგიერთი მათგანის მიხედვით, კორტესმა 1500 ესპანელი დაკარგა. თვითონ კორტესმა, ალვარადომ და კიდევ რამდენიმე კაცმა ძლივს მოახერხა ტენოჩტიტლანიდან გაქცევა. გადარჩენილთა შორის ქალებიც იყვნენ. მათ შორის კორტესისი უერთგულესი ინდიელი ქალი მალინცინი და მონტესუმას ორი ასული.
შედეგი
რედაქტირებაის ღამე კორტესმა ლა მანცინთან ერთად გაატარა დიდი ხის ქვეშ. იგი თავის დაკარგულ ჯარისკაცებზე მოსთქვამდა.
გადამწყვეტი ბრძოლა ესპანელებს წინ ელოდათ, ჩრდილოეთით, სუმპანოს ტბასთან. ორი კვირის შემდეგ, ტეოტიუაკანის შორიახლოს, ოტუმბის ბრძოლაში ესპანელებმა სასტიკად სძლიეს აცტეკებს. ამ ბრძოლის შემდეგ, კორტესი თავის მოკავშირე ქალაქ ტლასკალაში გაემგზავრა.
სწორედ ტლასკალაში შეადგინა კორტესმა ტენოჩტიტლანის ალყის და აცტეკთა იმპერიის დანგრევის გეგმა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Página de relación
- Hernando Cortes on the Web with thumbnail galleries დაარქივებული 2005-06-30 საიტზე Wayback Machine.
- კათოლიკური ენციკლოპედია (1911)
- Conquistadors, with Michael Wood — 2001 PBS documentary
- Ibero-American Electronic Text Series presented online by the University of Wisconsin Digital Collections Center.