მცხეთის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მცხეთის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ მცხეთის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 6 000 ჰექტარი სანადირო სავარგული, რომლებიც გაბნეული იყო რაიონის მთელ ტერიტორიაზე. აღმოსავლეთით რაიონს ესაზღვრებოდა თიანეთის რაიონი, დასავლეთით — კასპის რაიონი, ჩრდილოეთით — დუშეთის რაიონი, სამხრეთით — გარდაბნის რაიონი. რელიეფი ძირითადად მთაგორიანი იყო. მიწერილ მეურნეობაში შედიოდა ცნობილი მუხრანის დაბლობი, რომელიც აერთიანებს წეროვანისა და წილკანის მინდვრებსაც.

წინათ აქ ბლომად მოიპოვებოდა სხვადასხვა გადამფრენი ფრინველი, მათ შორის ჭოვილო. ტყის მასივებში ბინადრობდა ირემი და შველი, გვხვდებოდა მაჩვი, ციყვი, ენოტისებური ძაღლი, იშვიათად ხოხობი; სეზონის მიხედვით აქ ნადირობდნენ მწყერზე და ტყის ქათამზე.

ლიტერატურა

რედაქტირება