მუშური
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებში
მუშური — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადის — მუშურისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3142 მ. აგებულია თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კვარციტებით. კალთები ციცაბოა, ფლატოვანი, დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი.
მუშური | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′54″ ჩ. გ. 42°55′42″ ა. გ. / 42.88167° ჩ. გ. 42.92833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3142 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 226.