მუსტაფა ადიბი
მუსტაფა ადიბ აბდულ ვაჰედი, ცნობილია, როგორც მუსტაფა ადიბი (არაბ. مصطفى أديب; დ. 30 აგვისტო, 1972, ტრიპოლი, ლიბანი) — ლიბანელი მეცნიერი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. 2013 წლიდან ლიბანის ელჩი გერმანიაში. ლიბანის პრემიერ მინისტრი 2020 წლის 31 აგვისტოდან 26 სექტემბრამდე.[1][2][3]
მუსტაფა ადიბი مصطفى أديب | |
ლიბანის ელჩი გერმანიაში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 18 ივლისი 2013 |
პრეზიდენტი | მიშელ აუნი |
ლიბანის პრემიერ მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 სექტემბერი 2020 – 26 სექტემბერი 2020 | |
დაბადებული | 30 აგვისტო, 1972 (49 წლის) ტრიპოლი, ლიბანი |
განათლება | მონპელიეს უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
ჯილდოები | იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო |
ბიოგრაფია
რედაქტირებამუსტაფა ადიბ აბდულ ვაჰედი დაიბადა 1972 წლის 30 აგვისტოს ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ტრიპოლში. იგი სუნიტი მუსლიმია.
მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მონპელიეს უნივერსიტეტში. 2000 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა ლიბანში ბეირუთის სამხედრო კოლეჯში. 2010 წლიდანლიბანის უნივერსიტეტის სრული პროფესორია. ლიბანისა და საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასწავლიდა საჯარო საერთაშორისო სამართალს, კონსტიტუციურ სამართალს, საერთაშორისო ურთიერთობებს და გეოპოლიტიკას. [4]
ხელმძღვანელობს ტრიპოლიში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრი“,რომელიც მუშაობს დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებზე.
2000-2004 წლებში მუსტაფა ადიბი იყო მილიარდერის, საზოგადოებრივი სამუშაოებისა და ტრანსპორტის მინისტრის ნაჯიბ მიკატის მრჩეველი, ხოლო 2011-2013 წლებში, როდესაც ნაჯიბ მიკატს ლიბანის პრემიერ მინისტრის თანამდებობა ეკავა, მუსტაფა ადიბი მის ოფისს ხელმძღვანელობდა. იგი ასევე იყო კომიტეტის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ლიბანის ახალ საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანაზე 2005 და 2006 წლებში. 2013 წლის 8 ივლისს დაინიშნა ლიბანის ელჩად გერმანიაში.
2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 10 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა ჰასან დიაბმა განცხადება გააკეთა მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ.[5]
2020 წლის 31 აგვისტოს მუსტაფა ადიბი აღმოჩნდა კომპრომისული ფიგურა ლიბანის პარლამენტის ფრაქციების უმრავლესობისათვის პრემიერ მინისტრის პოსტზე (მას მხარს უჭერდა 120 დეპუტატიდან 90) პრეზიდენტმა მიშელ აუნმა იგი პრემიერ მინისტრად დანიშნა და დაავალა კაბინეტის ფორმირება.
დამკვირვებლები თვლიან, რომ ახალი კანდიდატის წარდგენა პრემიერ მინისტრის პოსტზე, რომელიც იმ დროს ლიბანის ელჩი იყო გერმანიაში, მოხდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეორე ვიზიტის წინ ლიბანში. საფრანგეთი მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყნის ლიდერებს დაჟინებით მოუწოდებდა, რომ აემუშავებინათ ლიბანის დახმარებლად საერთაშორისო პროგრამა და ქვეყანა ღრმა კრიზისიდან ერთად გამოეყვანათ. [6]
31 აგვისტოს საღამოს, დაიწყო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეორე ვიზიტი ლიბანში მომღერალ ფაირუზის სახლში ბეირუთის შემოგარენში. ფაირუზი ითვლება ეროვნული ერთიანობის ერთ-ერთ სიმბოლოდ. იგი საფრანგეთის პრეზიდენტმა დააჯილდოვა საპატიო ლეგიონის ორდენით. სახლის წინ, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, ხალხი შეიკრიბა პლაკატებით "არა მთავრობის კოსმეტიკური რემონტი“,"არა მკვლელების მთავრობას" და ფრანგულად გალობდა: "Nous sommes un peuple libre" და "Mustapha Adib, non!" ("ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი" და "არა მუსტაფა ადიბი").[7]
დაახლოებით ერთთვიანი მცდელობის შემდეგ, ლიბანში ჩამოეყალიბებინათ მიუკერძოებელი მთავრობა, ლიბანის პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშნულმა მუსტაფა ადიბმა განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირების დავალებას აღარ შეასრულებს. [8]
ადიბმა აღნიშნა, რომ კომპეტენტური მთავრობის ფორმირება მაკრონს საშუალებას მისცემდა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოეხდინა და ლიბანისთვის დახმარება გაეწია. იგი იმედოვნებდა, რომ აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიები მას ამ მისიას გაუმარტივებდნენ. ამავე დროს ქვეყნის მთავარ შიიტურ ჯგუფებთან, ჰეზბოლასთან არსებობდა უთანხმოება იმის შესახებ, თუ ვის უნდა ემართა ფინანსთა სამინისტრო.
2020 წლის 26 სექტემბერს მუსტაფა ადიბმა განცხადება გააკეთა ახალი მთავრობის ფორმირების მცდელობების წარუმატებლობის შესახებ და გადადგა.[9]
ჯილდოები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Lebanon names diplomat Mustapha Adib as new prime minister". Arab News. 31 August 2020. Archived from the original on 31 August 2020. Retrieved 31 August 2020.
- ↑ "Lebanese ambassador Adib poised to be designated PM". Reuters. 30 August 2020. Archived from the original on 30 August 2020. Retrieved 31 August 2020.
- ↑ Ambassadors in Germany. H.E. Mustapha Adib-Abdul-Wahed . Diplomatisches Magazin. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2020.
- ↑ "Biography". www.libanesische-botschaft.info. Archived from the original on 11 April 2020. Retrieved 31 August 2020.
- ↑ "Lebanon: Mustapha Adib front-runner for PM after Beirut blast". BBC News. 30 August 2020. Archived from the original on 30 August 2020. Retrieved 31 August2020.
- ↑ Tamara Qiblawi. "Lebanese diplomat Mustapha Adib named Prime Minister-designate ahead of Macron visit". CNN. Archived from the original on 31 August 2020. Retrieved 31 August 2020.
- ↑ "Lebanon leaders name Mustapha Adib as PM choice before France President Emmanuel Macron's visit". The New Indian Express. Archived from the original on 31 August 2020. Retrieved 31 August 2020.
- ↑ "Lebanon's President Aoun names Mustapha Adib as new prime minister". France 24. 31 August 2020. Archived from the original on 31 August 2020. Retrieved 31 August 2020.
- ↑ "PM-designate Mustapha Adib steps down amid Cabinet formation deadlock".[მკვდარი ბმული] The Daily Star. 26 September 2020. Retrieved 26 September 2020.
- ↑ Adib-Abdul-Wahed Amb. Mustapha (იტალ.). Dettaglio decorato. Presidenza della Repubblica. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2021.