მურყნევი
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მხარეებში
მურყნევი, თაროიანი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომისა და შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის გვირგვინას შტოსქედზე, მდინარეების გუჯარეთისწყლისა (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) და აბუხალოსღელის (ძამის სისტემა) ზემოთის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2342 მ. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ნალექებით. მურყნევის კალთები ტყიანია. თხემზე სუბალპური მდელოებია.
მურყნევი | |
---|---|
მურყნევი (ცენტრში), ხედი ცხრაწყაროს მთიდან | |
კოორდინატები: 41°47′50″ ჩ. გ. 43°46′36″ ა. გ. / 41.79722° ჩ. გ. 43.77667° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2342 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ვულკანოგენური ნალექი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო 2016.