ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუზუნგუ (Muzungu) — სიტყვა, რომელმაც აღმოსავლეთ, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის მრავალ ბანტუს ენაზე „თეთრი ადამიანის“ მნიშვნელობა შეიძინა. ადგილმდებარეობის მიხედვით ამ სიტყვის რამდენიმე ვარიაცია არსებობს. ამ რეგიონში ნებისმიერ ღია ფერის კანიან არააზიელ ადამიანს შეიძლება მზუნგუ/მუზუნგუ ეწოდოს.

მზუნგუ აფრიკაში
რეგიონული ვარიაციები
ენა მხოლ. მრავლ. კუთვნილებითი
სუაჰილი აღმ. აფრიკაში მზუნგუ ვაზუნგუ კიზუნგუ
ლუგანდა უგანდაში მუზუნგუ ბაზუნგუ კიზუნგუ
ჩიჩევა მალავიში მუზუნგუ აზუნგუ ციზუნგუ
ჩინიანჯა ზამბიაში მუზუნგუ ბაზუნგუ ჩიზუნგუ
კინიარუანდა რუანდაში / კირუნდი ბურუნდიში მუზუნგუ აბაზუნგუ კიზუნგუ
ბემბა ზამბიაში და კონგოს დემ. რესპუბლიკაში მუსუნგუ ბასუნგუ ჩისუნგუ
სენა მოზამბიკში მუზუნგუ აზუნგუ

კუთვნილებითი კიზუნგუ ან ჩიზუნგუ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „თეთრი ხალხის“. ამჟამად მან „თეთრი ხალხის ენის“ მნიშვნელობა შეიძინა, რაც მეტწილად ინგლისურ ენას ნიშნავს, ვინაიდან ამ ენას იყენებენ ძირითადად თეთრკანიანები აღმოსავლეთ აფრიკაში. თუმცა ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ევროპული ენისთვის.

სიტყვის ეტიმოლოგია მომდინარეობს სავარაუდოდ სიტყვების ზუნგუკა, ზუნგუშა, მზუნგუკაჯი — რაც ნიშნავს „ის, ვინც გარშემო მოძრაობს (ან ბევრს მოძრაობს)“ და სავარაუდოდ მიუთითებდა იმ ევროპელ ვაჭრებზე, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობდნენ XVIII საუკუნეში. სიტყვა „თეთრი ადამიანის“ სინონიმი გახდა ამ ვაჭართა კანის ფერის გამო. თუმცა ადგილობრივი ხალხისთვის ევროპელთა კანის ფერი უფრო მოწითალო ან ვარდისფერთან ასოცირდებოდა. მაგალითისთვის კინიარუანდასა და კირუნდიში თეთრკანიანები ასევე ცნობილია სახელით რუტუკუ, რაც წითელს ნიშნავს. თუმცა ფორმალურად ამ სახელს არ იყენებენ, ვინაიდან თავსართი რუ- მას კნინობით მნიშვნელობას ანიჭებს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუზუნგუ“-დან