ბემბა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბემბა}} |
ბემბა — მსხვილი ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ძირითადად სახლობს ლუაპულისს და კოპერბელტის პროვინციებში, ასევე ზამბიის ჩრდილოეთ ნაწილსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია კატანგაში, ხოლო განცალკევებული ჯგუფები ცხოვრობენ ტანზანიაში.
განსაზღვრა და ადგილმდებარეობა
რედაქტირებასიტყვას „ბემბმა“ მრავალი მნიშვნელობა გააჩნია თანამედროვე ზამბიაში. ბემბას ჯგუფის ბირთვი ცხოვრობს ლუბემბას ზეგანის გარშემო, ჩრდილოეთ პროვინციაში. ასევე, დაახლოებით კიდევ 20 ჯგუფი ცხოვრობს ლუაპულას პროვინციაში, სამხრეთ კატაგანაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) და კოპერბელტის პროვინციის სასოფლო მხარეებში, ლაპარაკობენ იჩიბემბას დიალექტით და თვლიან, რომ ახლოს არიან ბემბას ჯგუფის ბირვთთან. ისინი თავიანთ თავებს უწოდებენ კონკრეტული ჯგუფის სახელებს — აუი, ბისა, უნგა და ა.შ. მაგრამ ქალაქურ არეებში ტენდენციურად იყენებენ სახელს „ბემბა“. ბემბა ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური ჯგუფია კოპერბელტის, ენდოლას, მუფულირას, ლუანშიას, ჩინგოლას, და ჩილაბომბის ქალაქურ ნაწილებში.
ჰერთლანდის ზეგანის სიმაღლე აღწევს დაახლოებით 1300 მეტრს და მდებარეობს 10° დან 12°სამხ და 30° დან 32° აღმ. ის იწყება მდინარე ბანგვეულუს დაბლობიდან, სამხრეთ-დასავლეთით აქვს ლუაპულას ველი, ტბა ტანგანიიკა და ლუანგვას ველი ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდინარე ჩამბეში, რომელიც კვებავს ბანგვეულუს მდინარეს და აყალიბებს სამხრეთ კონგოს მდინარის აუზის ნაწილს, მიედინება მისი ცენტრისკენ. ზეგანი შედგება კრისტალური ქვებისგან, რომლებიც მდიდარია მინერალებით, მაგრამ ხელს უწყობს ნიადაგის გამოფიტვას. ბუნებრივი მცენარეულობა მოიცავს მრალი ხისგნა შემდგარ მცირე ტყეებს სავანას ტყეებში.
დემოგრაფია
რედაქტირებაბემბას ტომის პოპულაცია დაახლოებით 400,000-ია, იმათი გამოკლებით ვინც სამუდამოდ დასახლდა ქალაქის არელაში. პირველი კოლონიურო აღწერა ხდებოდა 1910-1930 წლებში, როდესაც რიცხვი 100,000-ს აღწევდა, ხოლო 1963 წელს რიცხვი გახდა 250, 000. იმ ხალხის ჩათვლით, რომლებიც სამუდამოდ დასახლდნენ ქალაქურ არეაში, ბემბას მოსახლეობა 741,114-ს აღწევს. ხოლო იმათი რიცხვი ვისი პირველი სამეტყველო ენაცაა იჩიბემბა დაახლოებით 3.7 მილიონია.
ლინგვისტიკა
რედაქტირებაიჩიბემბა შედგება რამდენიმე დიალექტისგან, რომლებიც ასოცირდება ბემბას ეთნიკურ ჯგუფებთან და აღენიშნება მცირე განსხვავებები გამოთქმისას და ფონეტიკურად. ქალაქური დიალექტი სახელად „ქალაქი ბემბა“ ფართოდ გამოიყენება კოპერბელტ-ტაუნსში და შეიცავს რამდენიმე ნასესხებ სიტყვას ინგლისურიდან ზამბიაში და ფრანგულიდან სამხრეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. პორტუგალიური ნასესხები სიტყვები აღნიშნავს მეცხრამეტე საუკუნის სავაჭრო კონტაქტებს. იჩიბემბა არის ცენტრალური ბანტუ ენა, ბანტუ ენათა ჯგუფი არის ნიგერ-კონგოთა ოჯახის ქვეშტო.[1]
ისტორია და კულტურული ურთიერთობები
რედაქტირებაბემბას ზეპირი ტრადიცია ბრუნდება უკან, როდესაც მოხდა ბელადების მიგრაციას ქვეყნა ლუბაში (კოლა). კოლას მეფე, მუკულუმპემ ცოლად შეირთო ქალი, რომელიც ნიანგების კლანს ეკუთვნოდა და ჰქონდა სპილოს ყურები. ჰყავდა სამი ვაჟი-კატონგო, ჩიტი და ნკოლე და გოგონა-ჩილუფია. მამისთან კონფლიქტის შემდეგ ჩიტი და ნკოლე გაიქნენ აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შეუერთდათ მათი ნახევარძმები ჩიმბა, კაპასა,კაზემბე და მათი და ჩიულუფია. ჩიტსა და ნკოლეს შორის სასიკვდილო ბრძოლის შემდეგ ჩილუფიას შვილი გახდა ბელადი. როდესაც ისინი მკვდარ ნიანგს გადაეყარნენ გადაწყიტეს იმ ტერიტორიაზე დასახლება. ამიტომ დაერქვათ მათ ნინაგთა კლანი.ჩილუფიას სახელი გახდა ჩიტიმუკლო ან დიადი ჩიტი.
ისტორიკოსები ბევრს კამათობენ იმაზე ეს ისტორია ისტორიული ფაქტია თუ მითური ამბავი.ლეგენდა სავარაუდოდ მოგვითხობს ლუბას ან ლუნდას ბელადების მიგრაციას, რასაც ადგილი ჰქონდა 1700 წლამდე. მიგრაციამდე იქ ცხოვრობდნენ ადგილობრივი ადამიანები, რომლებიც საუბრობდდნენ ბანთუს ენაზე, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვე იჩიბემბას და გააჩდნა გარკვეული კულტურული და ეკონომიკური ჩვეულებები, იმათთან ვინც იპოვა ის ლუბა/ლუნდას დაპყრობის შემდეგ. ისინი ამ არეაში დასახლდნენ დაახლოებით 1000 ლით ადრე. ლუბ/ლუნდას ბელადებმა არ შეცვლაეს კულტურული და ეკონომიკური ჩვეულებები, რომლებიც ადგილობრივებს გააჩნდათ, ისინი ითვისებდნენ მათ. 1840 წლამდე ბემბას ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მუათა მაზემბეს, აღმოსავლეთ ლუნდას სამეფო, რომელიც დააარსებული იყო ლუაპულას ველზე. 1840 წლის შემდეგ ნგონიმ, სამხრეთ აფრიკიდან გამოიწვია ბემბა არადამაჯერებელი ბრძოლების სერიაში, გადამწყვეტ ბრძოლამდე 1870 წელს, რამაც გამოიწვია ნგონის უკან დახევა. ადგილობრივი გაცვლა-გამოცვლა კრინისა და მარილის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბელადების ძალა-უფლების კონსოლიდაციისთვის,მაგრამ შორეული ვაჭრობა მონებით, სპილოს ძვლით და სპიტიანი სასმელით პორტუგალიელებთან და სვაილის მოსახლეობასთან აღმოსავლეთ სანაპიროსთნ განამტკიცა ბემბას სახელმწიფოებრივი წყობა, რომელმაც თვის ზენიტს 1870 წელს მიაღწია.
პირველი წერილობითი წყარო
რედაქტირებაბემბაზე ჩნდება 1798 წელს, როდესაც პორტუგალიიურმა ექსპედიციამ, მატა კაზემბლამდე,დე ლაცერდას მეთაურობით, შეიტყო ბემბას შესახებ. პირველი ჩანაწერები რომლებიც ასახავს პორტუგალიელ ვაჭრებსა და ბემბას ბელადებს შორის კონტაქტს თარიღდება 1831 წლით, როდესაც ბემბას ბელადები იგივე ექსპედიციის მონაწილეებს შეხვდნენ, რომლთაცსხვა მეთაური ჰყავდათ.ტიპუ ტიპი, სვაჰილელი მონებით მოვაჭრრე, დაკავშირდა ბემბასთან 1860 წელს, ასევე დევიდ ლივინგსტოუნმა ჩაუარა ამ არეას 1867-1868 და 1872 წლებში, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა.
1880-იან და 1890-იან წლებში ევროპული დაპყრობა და კოლონიზაცია დაიწყო. ლონდონის მისიონერულმა საზოგადოებამ და თეთრ კათოლიკე მამებმა დააწესეს სადგურები ბამბიას სახელმწიფოს საზღვარზე. 1890იანი წლებისთვის ბრიტანულ სამხრეთ აფრიკულმა კომპანიამ დაიწყო ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა თავკაცებთან. ევროპელებმა გააფართოვეს შიდა ბაზარები კონკურენტ ჩითიმუკულს და მვამბას ავტორიტეტებთან, რამაც ხელი შეუწყო ევროპულ კოლონიალიზმთან ორგანიზებული თავდაცვის ნაკლებობას. კოლონიალური პერიოდის დროს ბემბა გახდა მნიშვნელოვანი ტერიტორია სპილენძის საბადოებისა. ბემბას მეთაურების ძალები შეამცირა კოლონიალურმა ადმინისტრაციამ, მაგრამ გარკვეულმა თავკაცებმა, ჩითიმუკულუს ჩათვლის, შეინარჩუნეს ავტორიტეტი.
ბემბა მხარში ამოუდგა ჩა ჩა ჩას ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, რასაც ხელმძღვანელობდა გაერთიანებული ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (UNIP). პირველი ზამბიელი პრეზიდენტი, კენეტ ნაუნდა, არ იყო წარმოშობით ბემბადან, მაგრამ იზრდებოდა და სწავლობდა ბემბას ქვეყანაში. ბემბას UNIPისადმი მხარდაჭერა უარყვეს ლუმპას ეკლესიის ბრუტალური რეპრესიის შემდეგ.
სამოცდაათიანებში სიმონ კეპვივის გაერთიანებული პროგრესული პარტიის გავლენა გაძლიერდა. დიდი იყო ბემბას მხარდაჭერა ფრედერიკ ჩილუბას მთავრობისადმი, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში 1991 წელს კაუნდა დაამარცხა. პრეზიდენტი ჩილუბა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ლუაპულას პროვინციიდან არის, ხალხში ბემბას წევრად მიიჩნევა.
დასახლება
რედაქტირებაბემბა განთავსებულია ზამბიის ჩრდილო აღმოსავლურ ნაწილში. ბემბა არის ზამბიის ჩრდილოეთ პროვინციის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი. დაახლოებით თვრამეტი ეთნიკური ჯგუფი შეადგენს ბემბას ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს. ბემბას მოსახლეობას ასევე ხშირად უწოდებენ ტყის ხალხს. თავდაპირველად ბემბას ხალხი ცხოვრობდნენ 100-200 კაციან სოფლებში. არსებობს დაახლოების 30 ბემბას კლანი, რომლებსაც სახელები ცხოველების ან სხვა ორგანიზმების შემდეგ ჰქვიათ, მაგალითად სამეფო კლანი „ნიანგების ხალხები“ ან „სოკოს კლანი“.
გზატკეცილი სახელად დიდი ჩრდილოეთის გზა გადაჭიმულია კოპერბელთის პლატოს რეგიონიდან და იყოფა ორ ტანგანიკის ტბის მპულუნკუს პორტისკენ მიმავალ და ტანზანიის საზღვრისკენ მიმავალ გზად. რკინიგზა კაპირი მპოშიდან დარ ეს სალაამამდე გადის ბემბას ტერიტორიას. ეს ქვეყანა დასახლებულია ამ გზებისა და რკინიგზის შორის, სადაც გადაჭიმულია ფერმები რამდენიმე მილზე შიდა ტერიტორიაზე. ჩრდილოეთ პროვინცია იყოფა ცხრა დისტრიქტად, რომლებშიც თითოეულს გააჩნია საკუთარი დედაქალაქი და მსახურობს სავაჭრო ცენტრებად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები ბემბას შუაგულის აზლოს არის ჩინსალი და კასამა. სახლები ნაშენებია აგურებითა და დანაოჭებული რკინით, რაც ცვლის ტრადიციულ თიხასა და ჩალის სახურევებს. ქალაქებში მილსადენის წყალი და ელექტროობა იშვიათია. პატარა ტუალეტები და ბეღლები განთავსებულია მთავარი სახლების გარეთ. მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია.[2]
ეკონომიკა
რედაქტირებასაარსებო საშუალებები
რედაქტირებასოფლის მეურნებობა წარმოადგენს მნიშვნელოვან საარსებო საშუალებას, ვინაიდან დასაქმების დონე ბემბაში ძალიან დაბალია, ასევე შემოსავალი და პენსიები საარსებო საშუალების დონეზე დაბალია. ბევრგან მანიოკმა და სიმინდმა შეცვალა ტრადიციული ფეტვი. ბემბა ცნობილია ცვალებადი სოფლის მეურნეობით სახელად ჩითემენე(ადგილი სადაც ტოტები იჭრება ბაღებისთვის), რაც ნიშნავს რომ ხის ტოტები იჭრება და იწვება იმისთვის, რომ მიიღებული იქნას მკვებავი ნივთიერება, რომელიც საჭიროა სიმინდის და ფეტვის დამუშავებისთვის. ჩითემენე დროთა განმავლობაში იცვლება და სხვა სახეს იღებს. მაგალითად, ტრადიციულად, მხოლოდ ხის ტოტები იწვებოდა, მაგრამ ახლა მთლიანად ხეების დაწვა არის საჭირო სასუქისა და ხის ნახშირის მისაღებად. დაწვის გარეშეც სასუქი მაინც საჭიროა. მანიოკი, რომელიც იზრდება ბორცვებზე და გორაკებზე გახდა ფართოდ გავრცელებული, რადგან მას შედარებით ცოტა სასუქი სჭირდება და ის შეიძლება მოიყვანო ჩითემენის გარეშე. მაგრამ მაინც, ჩითემენე არ გამქრალა და კვლავ არის ბემბას გადარჩენის სტრატეგიების მნიშვნელოვანი ნაწილი. სიმინდს, ფეტვსა და მანიოკს აშრობენ და გადაამუშავენებ ფქვილად, რასაც შემდეგ ურევენ წყალს, სქელი შვრიის ფაფის მსგავსი საჭმლის გასაკეთებლად, რომელსაც ეწოდება უბვალი. ბემბაში მოჰყავთ ბოსტნეულიც : გოგრა, კომბოსტო, შპინატი და ა.შ. საქონელი თავდაპირველად არ იყო მოშინაურებული ცეცე-მწერის გამო, მაგრამ ახლაც იშვიათია. ცილის მიღება ბაბემბასთვის შესაძლებელია ლობიოს, მიწის თხილის, მუხლუხოების, თევზის, შინაური ფრინველებისა და თხისგან.
კომერციული აქტივობები
რედაქტირებასიმინდი და მანიოკი გატანილია ქვეყნის ურბანულ ნაწილში. მთიანი რეგიონიდან გააქვთ მაღალი ხარისხის ყავის მარცვლები. ხდება ნახევრადძვირფასი ქვებისა და მინერალების მოპოვება. სანამ სპილენძის მოპოვებაზე უარს არ ეტყოდნენ 1980იან წლებში, შემოსავლის უმეტესი ნაწილი მიიღებოდა ქალაქის ფულადი ამანათებიდა.
ინდუსტრიული ხელოვნება
რედაქტირებაგავრცელებულია ხელნაკეთი ნივთების წარმოება, როგორიცაა თიხის ქოთნები, ლერწმისგან დაწნული პატარა ხალიჩები და კალათები, სანადირო და სათევზაო ბადეები, ხისა და რკინის იარაღები სასოფლო მეურნეობისთვის, კანოები, ტაბურეტები და დასარტყმელი საკრავები. ხე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გამოყენების მასალა. ტურიზმი არც თუ ისე გავრცელებულია ამიტომ ეს ყველაფერი ადგილობრივი გამოყენებისთვის კეთდება.
ვაჭრობა
რედაქტირებამთავარ გზაზე სატვირთო მანქანებით გადმოაქვთ და გადააქვთ საქონელი მპულუნგუს ნავსადგომიდან ტანგანიკის ტბამდე და დარ ეს სალაამის ტანზანიის პორტში. ადგილობრივი ხალხი ყიდის საკვებს და სასმელს და უზრუნველყოფენ მომსახურებას სატვირთო მანქანის მძღოლებისთვის და მატარებლის მგზავრებისთვის.
შრომის განაწილება
რედაქტირებამამაკაცთა მოვალეობაში მინდვრის საფარის წვისა და გაკრეჭვის შედეგად, ჩითემენად, სარგავად ვარგის მიწად გარდაქმნა შედის. ქალები თავიანთ მოვალეობად იღებენ ნერგვას, მოსავლის აღებას, გაშრობას, დაფქვას და ცხობას. კაცები ითავსებენ ნადირობის მოვალეობას, სანამ ქალები და ბავშვები სოკოებსა და მუხლუხოებს აგროვენებენ. 1920იან წლებში მამაკაცთა უმრავლესობა სპილენძის საბადოებში მიდიოდა სამუშაოდ. ეს მთავარი ფაქტორი იყო ფეტვის პროდუქციის მანიოკით ჩანაცვლების. ბემბას ზემოთ ჩამოთვლილი კანონები თეორიულად მკაცრად კონტროლდება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს მოვალეობები შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს გადანაწილებული.
მიწათმფლობელობა
რედაქტირებაგამომდინარე იქიდან, რომ მცირე მოსახლეობის სიმჭიდროვე და ცვალებადი სოფლის მეურნეობის მეთოდები იყო, ბემბას ტომში არაკულტივირებულ მიწას უმნიშვნელო ღირებულება ეძლეოდა და მათთვის არც ამ ადგილების მითვისება იყო ყურადსაღები. მიუხედავად ამისა, კანონები უძრავი ქონების შესახებ არსებობდა და რეგულირდებოდა სოფლის მეთაურების მიერ. პრეზიდენტის ცდის მიუხედავად, სახელმწიფო ქონებაში გადაეტანა, მიწები მაინც ამ მეთაურებს რჩებოდათ. რაც შეეხება მოსავლიან ნაკვეთებს, ის განაწილებულია ინდივიდუალურ მეპატრონეებზე და ამით განსხვავდება იმ მიწებისგან, რომელზეც არ მოდის მოსავალი.
ნათესაობა
რედაქტირებანათესაური ჯგუფები და წარმოშობა-ბემბა როგორც წესი, კლასიფიცირდება მატრილინეად და მატრილოკად. ეს არის იდეალიზებული ვერსია ბემბას ნათესაური კავშირების, რომელიც ჯერ კიდევ გაუგებარია არსებობდა თუარა წარსულში. ამჟამად, როგორც ჩანს, არის დაზუსტებული მატრილინეას და მატრილოკას სისტემები. დღესდღეობით მატრილინეაში მიაჩნიათ, რომ ბავშვმა უნდა მიიღოს მამის სახელი და წინაპართა სული, რადგან თვლიან, რომ ეს ბავშვის გაძლიერების საუკეთესო გზაა. წარსულში, კაცი გარკვეული დროით მუშაობდა მისი მომავალი ცოლის კარ-მიდამოში და გადაწყვეტდა სად იცხოვრებდა, დარჩებოდა თუარა მისი ცოლის სახლში ან დაბრუნდებოდა თუარა მის ცოლთან ერთად თავისი მშობლების სახლში. თუმცა, დღეს ახალდაქორწინებული წყვილები შეიძლება დარჩნენ ქმრის ოჯახში. რაც შეეხება ოჯახში ეკონომიკურ მდგომარეობას, მისი კონტროლი კაცს ევალე და ასევე ვალდებულია გააძლიეროს შვილების რელიგიური რწმენა, ამ შემთხვევაში კი ქრისტიანობა.
ნათესაური ტერმინოლოგია
რედაქტირებამაგალითად, Mayo (დედა), noko (შენი დედა), nyina (მისი დედა). თუმცა სხვადასხვა თაობებს ახასიათებთ განსხვავებული ტერმინები მათი სქესისა და ასაკის მიხედვით. ტერმინოლოგია ინდივიდუალურია, სწორედ ამიტომ შეიძლება მისი შეცვლა.
ქორწინება და ოჯახი
რედაქტირებატრადიციულად ქორწინების გადასახადები პატარძლის ოჯახისთვის ნაკლები იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ქორწინების ხელშეკრულების იყო სიძის შრომითი სამსახური. კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფულს და საქონელს, გადასახადებიც ხდება უფრო მნიშვნელოვანი, შრომით სამსახურში კი სიძე იშვიათადაა. მრავალცოლიანობა დასაშვებია, მაგრამ იშვიათია. ქორწინება არასტაბილურია და განქორწინება ან გამიჯვნა არის წყვილის საერთო გადაწყვეტილება, განქორწინების ყველაზე ხშირი მიზეზია სიძის მიერ შეუსრულებელი სამუშაოები, გამოუმუშავებელი ფული და ა.შ. გარკვეულწილად, ქრისტიანობამ დაასტაბილურა ოჯახური ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ მოგვარეების დაქორწინება ნებადართული არ არის, დეიდაშვილთან და ბიძაშვილთნ ქორწინება ნებადართულია.
ოჯახური გაერთიანება
რედაქტირებანარსულში დაქორწინებული წყვილი იწყებდა გაფართოებას და შემდეგ ყალიბდებოდა დამოუკიდებელ ერთეულად, რამდენიმე წლის განმავლობაში. ქრისტინული ეკლესიები ამხნევებს და ფულის შოვნის შესაძლებლობას აძლევს კაცს, რათა მეუღლის ოჯახში შეაღწიოს მარტივად. თუმცა. ასევე ტრადიციულად ნათესაური კავშირი შვილსა და დედას, და-ძმას შორის ისევ ძლიერია.
მემკვიდრეობა
რედაქტირებასაქონლის მემკვიდრეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია და ქონების მემკვიდრეობით გადაეცემის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ცოლს, თუმცა ცოლის არყოლის შემთხვევაში მემკვიდრე შეიძლება იყოს შვილი ან თუნდაც დისშვილი.
საზოგადოება
რედაქტირებასაზოგადოებაში ბავშვები სწავლობენ საყოფაცხოვრებო, სასოფლო-სამეურნეო და სანადირო უნარებს მშობლებისაგან და ნათესავებისაგან. ბავშვებს აქვთ თავისუფლება და ავტონომია, მაგრამ მათ პატივი უნდა სცენ უფროსებს. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკა შემცირდა ბოლო წლების განმავლობაში, ადრეულ ასაკშივე ასწავლიან გოგონებს თავიანთ მოვალეობებს ოჯახისა და ქმრის მიმართ. ვაჟების შემთხვევაში კი არ არსებობს რაიმე მოვალეობა და ცერემონია. ბავშვები ჩვეულებისამებრ დადიან სკოლაში.
სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია
რედაქტირებადამოუკიდებელი ოჯახები, რომლებიც ერთიანდებიან, რათა ერთად შექმნან სოფლები. მიგრაციაში მყოფი ოჯახები ამ სოფლებში ეძებენ თავშესაფარს. თითოეულ სოფელში დანიშნული ჰყავთ სოფლის ხელმძღვანელი, რომელიც აგვარებს კონფლიქტურ საკითხებს და არა მარტო. ხელმძღვანელი უნდა იყოს მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ქალის ხელმძღვანელად დანიშვნა არშეიძლება. ხელმძღვანელი ადგენს წესებს საკუთარ რაიონში, ტომის საბჭოში მყოფი სხვა პირები კი ვალდებულნი არიან სხვადასხვა რიტუალური მოვალეობები და მმართველის ბრძანებები.
ბემბა მოიცავს დაახლოებით 30 დაჯგუფებას, რომლის სახელწოდებები ცხოველების სახელებთან ასოცირდება. ყველა დაჯგუფება ერთმანეთს დასცინის, მაგალითად, თხების დაჯგუფება დასცინის ლეოპარდების დაჯგუფებას, რადგან ლეოპარდები ჭამენ თხებს. მათ ასევე შეუძლიათ დასცინონ თავიანთი დაჯგუფების წევრს, მაგალითად, ბემბას წევრები ერთმანეთს დასცინიან, რადგან ჭამენ ბაბუინებს.
რელიგია
რედაქტირებაბემბას ტრადიციულად მხოლოდ ერთი ღმერთის სწამს და ეს ღმერთი არის ლეზა. მათ სჯერათ, რომ ბემბა ზამბიის მჯერა, რომ ცხოვრება არის მუდმივი მოგზაურობა და ღმერთი არ ერევა მათ ცხოვრებაში, არ ერევა მათ პრობლემებში ყოველდღიურად და ის ცხოვრობს ცაში. მათი თქმით ღმერთი ყოვლისშემძლეა და ყველაფრის კონტროლი შეუძლია, მაგალითად ჭექაქუხილის. მას ასევე ჯადოსნურ წყაროს უწოდებენ.
ქრისტიანი მისიონერები ზამბიაში კოლონიზაციის დროს ჩამოვიდნენ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს. ქრისტიანებმა ზამბიაში მცხოვრები მრავალი ხალხი მოაქციეს თავიანთ რჯულზე, მათ შორის ბემბას მაცხოვრებლებიც. არსებობბენ ისეთბიც, ვინც თვლიდნენ, რომ ერთდროულად ორი რელიგიის ქონა სრულიად შესაძლებელი იყო.[3]
საკვები
რედაქტირებაბემბას მთავარი საკვები არის ფეტვი, რომელიც ადგილზევე მოდის. მათში პოპულარულია სქელი ფაფა, ბოსტნეული და ხორცი. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი კი სიმინდი და მანიჰოტია. ასევე აქვთ არაქისი, ლობიო, გოგრა, კიტრი, კარტოფილი, ბანანი და სხვა. მათთან არ ინახება პირუტყვი და თხა, რადგან არსებობს ეგრეთ წოდებული „ბუზი ცეცე“.
განათლება
რედაქტირება1964 წელს, დამოუკიდებლობის დროს ზამბიის მრავალ მხარეში განათლებას არ ექცეოდა დიდი ყურადღება და სწორედ ამიტომ არ იყო კარგად განვითარებული. კოლონისტებმა უარყვეს აფრიკის განათლების დონე. ძალიან ცოტას ჰქონდა განათლება მიღებული და შეეძლო წერა-კითხვა. 1964 წელს ზამბიის მთავრობამ ბევრი ფული დახარჯა, რათა განევითარებინათ საგანმანათლებლო სისტემა. ეს იყო ბრიტანეთის მსგავსი სისტემა. სტუდენტები ატარებენ რვა წელს დაწყებით სკოლაში, ოთხ წელს საშუალო სკოლაში და კიდევ ოთხ წელს კოლეჯში. ზამბიას უნივერსიტეტი მოიცავს დაახლოებით 4000 სტუდენტს და უნივერსიტეტში სწავლის კონკურენცია დიდია.
ენა
რედაქტირებაზამბიას ენა დღესდღეობით საკმაოდ მრავალფერვანია, თუმცა ეს მათთვის უჩვეულო არ არის. მას შემდეგ რაც ბემა ყველაზე დომინანტური ჯგუფია, ბემბა არის ყველაზე გავრცელებული ენა, ზამბიის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ ენაზე საუბრობს. სხვა ყველაზე მეტად გავრცელებული ენა ინგლისურია. ინგლისური მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი დონის საზოგადოებაში.[4]
სოციალური პრობლემები
რედაქტირება1964 წლის სტაბილური დამოუკიდებლობის შემდეგ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლა არ ყოფილა მთავარი პრობლემა. თუმცა 1970-1980 წლებში ეკონომიკური პრობლემების გამო მოსახლეობა დაუპირისპირდა მთავრობას. ქალაქებში უმუშევრობამ და სოფლებში სიღარიბემ უკმაყოფილება გამოიწვია ხელისუფლების ლიდერებს, პოლიტიკურ პარტიების წევრებს, ბიზნესმენებსა და სტუდენტებს შორის. ამის მიზეზი იყო 1990-იან წლებში შეცვლილი დემოკრატია.
ძირითადი დღესასწაულები
რედაქტირებაზამბიის ძირითდი ეროვნული დღესასწაული არის დამოუკიდებლობის დგე, რომელიც აღინიშნება 24 ოქტომბერს. ზამბიამ ბრიტანეთიდან დამოუკიდებლობა 1964 წელს მოიპოვა. ამ დღეს ყოველ წელს აღნიშნავენ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქსა თუ სოფელში. დღესასწაულზე ჩვეულებისამებრ ბევრს სვავენ, ცეკვავენ და მღერიან. შუადღეს ხალხი მიდის სტადიონზე, რათა უყურონ ფეხბურთს ძირითად ლიგებს შორის, ეროვნულ ნაკრებებს შორის ან თუნდაც ახლოს მდებარე ქვეყნის გუნდების თამაშს, თუნდაც მალავის.
პოლიტიკური ორგანიზაცია
რედაქტირებაპოლიტიკური ხელისუფლება გაყოფილია ფორმალურ ხელისუფლებასა და ტრადიციულ ხელისუფლებას შორის . მთავრობა მისდევს ბრიტანული კოლონიური ბიუროკრატიის მოდელს. ჩრდილოეთ პროვინციას, პროვინციულ შტაბთან ერთად კასამაში, აქვს ცხრა რაიონი, არჩეულ რაიონულ საბჭოებთან ერთად ამავე რაიონულ დედაქალაქებს უწოდა კაუნდას პირველი პოსტკოლონიური რეჟიმის ქვეშ, ერთიანმა ეროვნულმა დამოუკიდებელმა პარტიამ (UNIP) ძალიან დიდი როლი ითამაშა ამჟამად მომუშავე რაიონის საქმეთა სამინისტრომ. 1991წელს, მემკვიდრე რეჟიმის ქვეშ მყოფი მოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (MMD), პარტიულმა სტურქტურებმა არ ითამაშეს იგივე როლი, მიუხედავად იმისა, რომ მათი დე ფაქტო პოლიტიკური გავლენა უკვე საკმაოდ დიდი იყო.
კოლონიალიზმის განმავლობაში უფროსები მჭიდროდ თანამშომლობდნენ კოლონიის თანამდებობის პირებთან და ჩინოვნიკებთან ბომას საფუძველზე. ამ პოსტოკოლონიურ პერიოდში ფორმალური სასამართლო და აღმასრულებელი უფლებამოსილებების უფროსები გადაეცა რაიონის მთავრობას. მიუხედავად ამისა, პირველი პოსტკოლონიური რეჟიმის უფროსები გახდნენ ჩართულები ფორმალური რაიონის მმართველობასა და პოლიტიკურ პარტიებში. მას შემდეგ, რაც 1991 წელს უფროსებს მოუწიათ დარჩენლიყვნენ ფორმალური პოლიტიკის გარეთ, მიუხედავად ამისა, მათი გავლენა კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვანი .[1]
სოციალური კონტროლი
რედაქტირებაუფროსები და მთავარი ადამიანები არ იყვნენ სრულყოფილები სოციალური ნორმების დაცვაში. მოვალეობები გაფართობული ოჯახის მიმართ იყო დამკვიდრებული ჯადოქრების მიერ. ბრალდებები, რომლებიც გამოხატულია, როგორც მნიშვნელოვანი შემჩერებელი, შემკავებელი სოციალურ დარღვევებისა და რიტუალურ ტაბუს წინააღმდეგ. დიდაქტიური სიმღერები, მათ შორის ისინი ასოცირდება გოგოენების ერთ-ერთ რიტუალთან (ichiungu), რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ, ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობას ქმრის, ბავშვებისა და ოჯახის წინაშე.
კონფლიქტი
რედაქტირებაკოლონიურ პერიოდამდე ბემბა ცნობილი იყო, როგორც „მებრძოლი“ ხალხი, რომლებმაც დაარბიეს თავიანთი მეზობლები მონობისთვისა და ხარკისთვის. კონფლიქტი ბემბას უფროსებსა და ბემბასა და ნგონის შორის ძალიან ხშირი იყო. ადიდებდნენ უფროსების დიდებული სიმღერებს და კლანის უხუცესები აღნიშნავდნენ ბრძოლებსა და წარსულ დაპყრობებს. კოლონიალიზმის შემდეგ, დარბევები და ადგილობრივი კონფლიქტები შეწყდა. პოლიტიკურმა სტაბილურობამ ზამბიაში ხელი შეუწყო მშვიდობას ეპოქაში დიდი ხნის განმავლობაში.
რელიგია და ექპრესიული კულტურა
რედაქტირებარელიგიური შეხედულებები
რედაქტირებარელიგიური მრწამსი მოიცავს წინაპრების სულებისა და ბუნების სულების თაყვანისცემას. ეს სულები აკონტროლებდნენ დაუმუშავებელ მიწებს და ისინი იყვნენ პასუხიმგებლები მომავალ მოსავალზე. უფროსები და კლანის უხუცესები ლოცულობდნენ და მსხვეპლს წირავდნენ ამ სულებისთვის. ასეთი რიტუალები დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებთან როგორიცაა ტყის ჭრა, თევზაობა ან ნადირობა. იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით ეს რიტუალები იშვიათი. ისინი მაინც ხორცხიელდება გარკვეულ სფეროებში.
უმეტესი ბემბას მოსახლეობა ქრისტიანია. გაერთიანებული ზამბიას ეკლესია (ადრე ლონდონის მისიონარული საზოგადოების ). კათოლიკები, იეჰოვას მოწმეები და მეშვიდე დღის ადვენტისტები ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ რელიგიისა და სარწმუნოებისთვის. ბიბლიური მოთხრობები და იგავები ძალიან პოპულარულია. მათთვის ღვთის სახელი არის ლესა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინის ეტიმოლოგია გაურკვეველი და უცნობია. ქრისტიანობა კი გაერთიანდა, შეერწყა უძველეს რელიგიურ პრაქტიკას. მაგალითად, ლუმპას ეკლესია, დამოუკიდებელი ქრისტიანული ეკლესია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა წინასწარმეტყველმა ალისა ლენშინმა, გაავრცელა ქვეყანა ბემბა 1950-იან წლებში და იყო რეპრესირებული 1960-იან წლებში. საბოლოოდ 1930-იან წლებში ჯადოქრების (bamuchapi) გავრცელებამდე, ჯადოქრების ბრალდებები იყო გაერთიანებული საგვარეულო და ქრისტიანული რწმენის სისტემებში
რელიგიური პრაქტიკოსი
რედაქტირებაუფროსები, კლანის უხუცესები და სხვა სარიტუალო სპეციალისტები ლოცულობდნენ და მსხვერპლს წირავდნენ სულებს. ქრისტიანი წინასწარმეტყველი, როგორიცაა ალის ლენშინა აცხადებს რომ, გაიგონა ღმერთისა და იესოს ხმები. ჯადოქრობის გასუფთავება და გამოვლენა კვლავ ხორციელდება ხალხის მიერ, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც უფროსები და გამგებლები. საეკლესიო კრება იმართება არჩეული ეკლესიის უხუცესთა მიერ, რომელიც არსებობს ყველა სოფლებში.[5]
ცერემონიები
რედაქტირებატრადიციული საზეიმო საქმიანობა მოიცავს წეს-ჩვეულებებს და გარკველ ტრადიციებს, მაგალითად: პირველი ხილის ცერემონიალი და მიწათმოქმედება, კონკრეტულა კი ადგილი სადაც ტოტები არის მოჭრილი ბაღის გაშენებისთვის (chitemene). იმის მიუხედავად, რომ ის დიდი ხანია უკვე აღარ შესრულბულა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრად საზოგადოებრივი ცერემონიალი „იჩისუნგუ“, რომელიც არის ინიციირება ახალგაზრდა გოგოენებისთვის. როდესაც გოგონას ეწყება მენსტრუაცია, ის გადაჰყავთ სპეციალურად მოწყობილ ადგილას, რომელსაც რიტუალის სპეციალისტები უწოდენებ „დედათა წმინდა ემბლემებს“ მათ ავალებენ სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას. ეს არის სიმღერა, სასულიერო თიხის ფიგურების გაკეთება და დახატვა. მამაკაცებს არ შეუძლიათ დასწრება. ამ რიტუალის შემდეგ გოგონა მზად ითვლება ქორწნინებისთვის.
ხელოვნება
რედაქტირებატატუები და სხვა ფორმის სკარიფაცაკია იყო გავრცელებული პრე-ქრისტიანული პერიოდის განმავლობაში. ქალთა თმის სტილი დღესაც პოპულარულია. ფერწერა და ორნამენტული ხელოვნების ამსახველი ბიბლიური თემები ან კლანის ხუმრობები გვხვდება სახლებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არსებობს გარკვეული მოთხოვნა ბემბას ხელოვანთათვის და ისინი მუშავდება კომისიის წევრების მიერ. მუსიკოსები, განსაკუთრებით გიტარისტები და მომღერლები, მღერიან და ასრულებენ პერფორმანსებს სოფლის ბარებსა და ეკლესიებში.
მედიცინა
რედაქტირებაწამლები ტრადიციული საშუალებებით მზადდება ქერქით, ხილითა და მცენარეული ექსტრაქტებით. ამ ყველაფრის ცოდნა ფართოდ არის გავრცელებული. თუმცა თუ ეს საშუალებები არ იმოქმედებს, პაციენტი წავა სპეციალისტთან, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა წამლებზე და დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე. კვალიფიციური ექიმები დაეხმარებიან მათ უსაფრთხო და განატირებულ გამოჯანმრთელებაში.
სიკვდილი და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ
რედაქტირებაისინი სიკვდილის მიზეზად მიიჩნევდნენ წყევლას ან მაგიას ეჭვიანი მეგობრისგან ან ოჯახის წევრისგან. სიკვდილის შემდეგ ოჯახი ასაქმებს ადამიანს, რომელიც იკვლევს მაგიის წყაროს. მათი სულები შეიძლება დაბრუნდნენ როგორც მცველები ან ახალშობილი ბავშვები. ბემბას ეს რწმენა წინაპრების სულებზე და ჯადოსნობაზე ერთიანდება ქრისტიანულ რწმენასთან სიკვდილის შემდეგ ცხოვრებასთან დაკავშირებით.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბემბა Ethnologue.com-ზე