ბანგვეულუ (ინგლ. Lake Bangweulu) — დიდი წყალმეჩხერი ტბა ზამბიაში, უფრო ზუსტად, წყლის სისტემა, რომელიც აერთიანებს ბანგვეულუს ტბას, ბანგვეულუს ჭაობს და პლატოს ან ბანგვეულუს ჭალას[1]. წყლის სისტემა მდებარეობს მდინარე კონგოს ზედა დინებაში, ზღვის დონიდან 1140 მეტრ სიმაღლეზე.

ბანგვეულუ
ინგლ. Lake Bangweulu
კოორდინატები: 11°05′00″ ს. გ. 29°45′00″ ა. გ. / 11.08333° ს. გ. 29.75000° ა. გ. / -11.08333; 29.75000
მდებარეობა ზამბიის დროშა ზამბია
სიმაღლე ზღვის დონიდან 1140 
სიგრძე 75 კმ
სიგანე 40 კმ
ფართობი 15 100 კმ²
მოცულობა 5 კმ³
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე
გამომდინარე მდინარე ლუაპულა
ბანგვეულუ — ზამბია
ბანგვეულუ

ტბის როლი საკმაოდ დიდია ზამბიის ჩრდილოეთი პროვინციების ეკონომიკაში და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაში.

ბანგვეულუს ტბას აქვს 75 კმ სიგრძე და 40 კმ-მდე სიგანე, ტბის მუდმივი ღია წყლის ზედაპირი დაახლოებით 3000 კმ²-ია, მაგრამ ფართობი ბევრჯერ იზრდება სანაპირე ჭაობების და მაისში წვიმების სეზონის ბოლოს ტბისპირა ვაკე ადგილების დატბორვის დროს. ტბის და ჭაობის საერთო ფართობი აღწევს 15 000 კმ²-ს. ტბის საშუალო სიღრმე სულ 4 მეტრია[2][3].

ბანგვეულუს სისტემა იკვებება დაახლოებით 17 მდინარის ხარჯზე, რომელთაგან ჩამბეში ყველაზე დიდია. ტბიდან გამოედინება მდინარე ლუაპულა.

ტბა ევროპელთაგან პირველმა აღმოაჩინა დეივიდ ლივინგსტონმა 1868 წელს.

  1. Camerapix: Spectrum Guide to Zambia. Camerapix International Publishing, Nairobi, 1996.
  2. Google Earth (http://earth.google.com) accessed 31 January 2007
  3. ILEC Data Summary: Lake Bangweulu. დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. Website accessed 30 January 2007